ამ ქლიავის მურაბას შოკოლადის გემო და არომატი გააჩნია, ქლიავის სასიამოვნო სიმჟავე კი ავსებს და ამდიდრებს ამ გემრიელი ტკბილეულის გემოს. უცხოურ “ნუთელაზე” ბევრად უფრო სასარგებლოა, რომელშიც დიდი რაოდენობით პალმის ზეთია!დღეს, პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სქელი კონსისტენციის მქონე “ნუთელა” ზამთრის პერიოდისათვის.
ქლიავის მურაბა
ინგრედიენტები
- ქლიავი – 2 კგ;
- შაქარი – 1,5 კგ;
- კაკაო – 100 გრამი;
- ნაღების კარაქი – 200 გრამი.
მომზადების წესი
- ჩვენ დაგვჭირდება გემრიელი ქლიავი, სასურველია იყოს შავი ქლიავი. ქლიავს ვრეცხავთ და კურკებს ვაცლით.
- ქლიავს დააყარეთ დაახლოებით 150 გრამი შაქარი, შაქრის საერთო მასიდან. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი წყალი (დაახლოებით 100 მლ). ხარშეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, პერიოდულად ურიეთ.
- მზა მასა გააცივეთ და ბლენდერით ათქვიფეთ. დაამატეთ 1,5 კგ შაქარი და ხარშეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში. თუ ქლიავი მომჟავოა, მაშინ შეგიძლიათ ცოტა უფრო მეტი შაქარი დაამატოთ.მურაბა გააციეთ და ქაფი მოხადეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ქაფთან ერთად ფაქტიურად ქლიავის ნაჭუჭებიც ამოდის (მხოლოდ, მცირეოდენი რჩება).
- სურვილისებრ, მურაბა შეგიძლიათ საცერში გაატაროთ, რათა მასა ერთგვაროვანი გახდეს. მე ასე მომწონს. ხარშეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში. სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი პროცესისათვის ფოტოების გადაღება, მაგრამ ვეცდები შემდეგში გადავიღო.
- მურაბა ისევ ცეცხლზე შემოდგით. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ გაცრილი კაკაო და ნაღების კარაქი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მეოთხე ჯერზე, უნდა ხარშოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
- მზა მურაბა სტერილურ ქილებში გადაიტანეთ და სტერილური თავსახურებით მოხუფეთ. მურაბის ქილები თავდაყირა უნდა დაალაგოთ, თბილი პლედი შემოახვიოთ და სრულ გაცივებამდე გააჩეროთ. შემდეგ, შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!
რედაქციისაგან: როგორ მოგწონთ ასეთი ქლიავის მურაბა? ჩემი აზრით, ეს ნამდვილი საჩუქარია იმ დედებისათვის, ვისაც სურთ რომ მათი შვილები ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ. ასეთი “ნუთელა” შეგიძლიათ მიირთვათ ბლინებთან, ტოსტებთან, ორცხობილასთან და ჩვეულებრივ პურთან ერთად.კაკაო შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატოთ, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. მაგრამ, რაც უფრო მეტი იქნება კაკაო, მით უფრო მკვეთრი შოკოლადის გემო ექნება თქვენს “ნუთელას”. გაამახვილეთ ყურადღება იმაზეც, რომ კაკაო საუკეთესო ხარისხის უნდა იყოს.ეს ნამდვილად გემრიელია. რეცეპტი კი შესანიშნავია და მთელი გულით გირჩევთ ამ ტკბილეულის მომზადებას!