აპარატებიდან ჩამოსასხმელი საბჭოთა გაზიანი სასმელების საიდუმლო.

786

სსრკ-ში გაზიანი სასმელის აპარატები იყო ობიექტი, რომლის წინ მუდამ რიგები იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას, ვისაც სწყუროდა, ერთი ჭიქიდან უწევდა დალევა, განსაკუთრებით არავის აწუხებდა არავინ ფიქრობდა ბაქტერიებზე.

დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გვთავაზობთ გავიხსენოთ, თუ როგორ მუშაობდა ეს მოწყობილობები და იყო თუ არა ეს სასმელი მართლაც გემრიელი. რატომ არ აწუხებდა არავის, რომ სვამდნენ შუშის ჭიქებიდან, რომელსაც ასობით და ათასობით ადამიანი იყენებდა მანამდე.

გაზირებული სასმელის ავტომატი

ეს მოწყობილობები ეპოქის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. გაზიან სასმელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ აპარატები ყველგან იყო განთავსებული: მატარებლის სადგურებზე, კინოთეატრებში, სასტუმროებში, მაღაზიებში და უბრალოდ ქუჩებში. ათწლეულების შემდეგაც კი, ხალხს ახსოვს, რა ღირდა ლიმონათი და როგორი გემო ჰქონდა.აპარატის მუშაობის პრინციპი მარტივი იყო. შიგნით ჩამონტაჟებული ჰქონდა კონტეინერი სიროფით, სითხის დისპენსერი, სატურატორი (მოწყობილობა, რომელიც აჯერებს წყალს ნახშირორჟანგით) და წყლის გაგრილების მექანიზმი. გაზის წნევას არეგულირებდა სპეციალური რელე.

რა თქმა უნდა, ბევრს ემახსოვრება, რომ ერთი ჭიქა ცქრიალა წყალი 1-2 კაპიკი ღირდა. თუ ადამიანს სურდა წყალი „კრემ-სოდით“, „კოწახურით“, „ნაღებით”, „ტარხუნით“ ან სხვა სიროფით, მაშინ უკვე სამი კაპიკი უნდა გადაეხადა.ზოგიერთი ყრიდა სამ კაპიკს, მიიღებდა ტკბილი სიროფს, შემდეგ კიდევ ამატებდა სამ კაპიკს და იმატებდა სიროფს. ამრიგად, 6 კაპიკად ღებულობდა სასმელს სიროფის ორმაგი პორციით.იყო მცირე ხარვეზებიც. მაგალითად, სიროფი შეიძლება მოულოდნელად გათავებულიყო და ადამიანს თავისი 3 კაპიკისთვის მხოლოდ ერთი ჭიქა გაზიანი სასმელი მიეღო. აქვე, აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში, სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ქარხნებში აპარატები მუშაობდა უფასოდ. უფრო მეტიც, სადაც ფუნქციონირებდა “მავნე” მრეწველობა, გაზიან სასმელს მარილითაც სთავაზობდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი სასმელი ხელს უწყობდა ტონუსის შენარჩუნებას.

ერთი ჭიქა ყველასთვის-ჭიქის გასარეცხად მანქანას ცალკე ბუდე ჰქონდა. ჭიქას ამ ბუდეში თავდაყირა ჩადებდი, დააჭერდი და შიგნიდან წყლის ჭავლით ირეცხებოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იყო გათვლილი. თუმცა, წყლის ჭავლი იმდენად სუსტი იყო, რომ მინა ჭუჭყიანი რჩებოდა. ხშირად მინაზე (ზოგჯერ ერთზე მეტი) პომადის კვალიც კი ჩანდა.რა თქმა უნდა, მანქანებს დროდადრო რეცხავდენენ და დეზინფექციას უტარებდნენ, მაგრამ ეს არ ხდებოდა ყოველდღე. ამიტომ ჭუჭყიანი ჭიქები იყო ყველა სახის პათოგენური ბაქტერიის გავრცელების წყარო. დაავადებების ოფიციალური სტატისტიკა კი იმ პერიოდში სრულიად მიუწვდომელი იყო.

ზოგი აცნობიერებდა მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების საშიშროებას. მათ ან საკუთარი ჭიქა ჰქონდათ, ან უბრალოდ არ სარგებლობდნენ ამ აპარატით. ბავშვებსაც უკრძალავდნენ ამ სახიფათო გაზიანი სასმელის ყიდვას. თუმცა ანტისანიტარია არ იყო აპარატების კრახის გადამწყვეტი მიზეზი.მზარდი შიშის მიუხედავად, გაზიანი სასმელის აპარატები კვლავ მოთხოვნადი იყო სსრკ-ს დაშლამდე. შემდეგ მოწყობილობების სერვისი შეწყდა, რამაც მათ არსებობას წერტილი დაუსვა და მალე შესაძლებელი გახდა ჩამოსხმული გაზიანი სასმელის შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში.

ასევე დიდი როლი ითამაშა მზარდმა ინფლაციამ და ეკონომიკურად შეუძლებელი იყო მონეტების რეგულარულად გადაკეთება. სწორედ ამიტომ, გაზიანი სასმელის აპარატები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ახალი დროის გამოწვევებს, უბრალოდ წარსულს ჩაბარდნენ. თქვენ გსმენიათ ამ აპარატების შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს