მარწყვის ვარენიკების რეცეპტი. საუკეთესო საჭმელი მარწყვის სეზონზე

142

მარწყვის ვარენიკების მომზადების დროა, რომელსაც წყლით ვამზადებთ. ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ვარიანტი, ყველა შესაძლო ვარიანტებიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტებიც არსებობს და ჩვენ მათ შესახებაც ვისაუბრებთ. ახლა კი გირჩევთ გემრიელი და ტკბილი წითელი კენკრის მომარაგებას საკუთარი ბაღიდან ან მაღაზიიდან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში კი მარწყვის ვარენიკების რეცეპტებს გთავაზობთ.

მარწყვის ვარენიკები წყალზე

ყველამ არ იცის, რომ ვარენიკები მზადდება არა მხოლოდ კარტოფილით, სოკოთი ან შინაური ხაჭოთი და ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან უგემრიელესი ალუბლის ვარენიკები ერთხელ მაინც უნდა აღმოჩნდეს თქვენს მაგიდაზე. ამას გარდა, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ სხვადასხვა ხილის შიგთავსი და ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მარწყვი, ალუბალი, ბანანი, ატამი – ასეთი შიგთავსი არანაკლებ გემრიელია, ვიდრე ყველასთვის ნაცნობი კარტოფილი და სოკო.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 ჭიქა ფქვილი;
  • ¾ ჭიქა წყალი;
  • მარილი;
  • შაქარი;
  • 1 კვერცხი.

შიგთავსის ინგრედიენტები

  • მარწყვი – 300 გრამი;
  • შაქარი – 2 ს.კ.

მომზადების წესი

  1. ვარენიკების მომზადებას ვიწყებთ ცომით. ცივ წყალში ჩაყარეთ მწიკვი მარილი და დაამატეთ კვერცხი. კომპონენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაყარეთ მასში გაცრილი ფქვილი და დაიწყეთ ცომის მოზელა. გაითვალისწინეთ, რომ ცომი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან რბილი. ცომის მზა გუნდა მოათავსეთ ცელოფნის პარკში და 10 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
  2. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მარწყვი და ასევე შეგიძლიათ ალუბალი შეურიოთ. შეგიძლიათ დაამატოთ რომელიმე სხვა კენკრაც, მაგალითად, ჟოლო ან მაყვალი. კენკრას შაქარი უნდა დაამატოთ.
  3. მოსვენებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად გაყავით და თხელ ფენებად გააბრტყელეთ. ფრთხილად იყავით შიგთავსთან მუშაობის დროს. შაქრის დამატების გამო, ხილი წყალს გამოუშვებს. ის აკურატულად უნდა გადააქციოთ და თითოეულ ვარენიკში საშუალო რაოდენობის შიგთავსი უნდა მოათავსოთ. მარწყვის ვარენიკები უნდა მოხარშოთ წყალში, დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში.

ალტერნატიული რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 500 მლ კეფირი;
  • 4 ჭიქა ფქვილი;
  • 1 კვერცხი;
  • 500 გრ მარწყვი;
  • შაქარი;
  • 1 ჩ.კ მარილი.

მომზადების წესი

  1. კეფირი ოდნავ გაათბეთ და მაშინვე ჩაყარეთ მასში 1 კოვზი სოდა. ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ცომის მოზელის შემდეგ, დააფარეთ მას სუფთა ხელსახოცი და დადგით მოსასვენებლად 10 წუთით.
  2. მარწყვი, ზუსტად ისე მოამზადეთ, როგორც პირველი რეცეპტისათვის. მაგრამ, ამ შემთხვევაში ვარენიკები მაშინვე უნდა გააკეთოთ. არ დაელოდოთ, სანამ კენკრა წვენს გამოუშვებს. ვარენიკები იხარშება 7 წუთის განმავლობაში, მარილ ჩაყრილ წყალში.

ხილის ვარენიკების მოხარშვა შეიძლება არა მხოლოდ მდუღარე წყალში, არამედ ორთქლზეც. გაუმართლა მათ, ვისაც ორთქლის ქვაბი აქვს. როგორ უნდა მოიქცნენ დიასახლისები, ვისაც სპეციალური მოწყობილობები არა აქვთ, მაგრამ ორთქლზე მომზადებული ვარენიკების დაგემოვნება სურთ? თუ სახლში გაქვთ მარლა, შეგიძლიათ რამდენიმე წუთში ააწყოთ იმპროვიზებული ორთქლის ქვაბი.ქვაბს, რომელშიც წყალი უნდა აადუღოთ, ზემოდან შემოაკარით მარლა და მასზე ვარენიკები დაალაგეთ. მარლა, არავითარ შემთხვევაში დაბლა არ უნდა დაიწიოს, ვარენიკები კი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. ზემოდან უნდა დააფაროთ რაიმე ღრმა სახურავი ან ჯამი. დაიმახსოვრეთ, ჯამი ყოველთვის უნდა აიღოთ მოძრაობით “საკუთარი თავიდან შორს”, რათა ცხელი ორთქლით არ დაიწვათ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს