ჩემმა შვილმა ჩემი საყვარელი ტორტი “ნაპოლეონი” გამოაცხო, ჩემს სიამაყეს საზღვარი არა აქვს

613

ბავშვიც კი შეძლებს ფენოვანი ცომით ასეთი “ნაპოლეონის” მომზადებას. თუ თქვენს შვილს სურს ექსპერიმენტები ჩაატაროს სხვადასხვა კერძების მომზადებით, მაშინ პირველ რიგში შეუძლია ამ ტორტის რეცეპტი სცადოს. უფროსებს შეუძლიათ მხოლოდ მინიმალურად ჩაერიონ, ბავშვი თვითონაც მშვენივრად მოახერხებს ყველაფრის გაკეთებას. უფრო დაწვრილებით, ამ რეცეპტის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ.

“ნაპოლეონი” ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • ფქვილი – 4 ჭიქა;
  • კარაქი – 200 გრამი;
  • წყალი – ⅔ ჭიქა;
  • კვერცხი – 1 ცალი;
  • მწიკვი მარილი.

ინგრედიენტები კრემისთვის

  • რძე – 1 ლიტრი;
  • კვერცხი – 2 ცალი;
  • ფქვილი – 4 ს.კ;
  • რძე – 1 ჭიქა;
  • ვანილი;
  • შაქარი – ს.კ;
  • მწიკვი მარილი.

მომზადების წესი

  1. დავიწყოთ ტორტის ფენების მომზადება. ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ ცივი წყალი, კვერცხი და მწიკვი მარილი. ეს ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს და შედგით მაცივარში, სანამ ცომის მომზადებას გააგრძელებდეთ.
  2. დიდ ჯამში გაცერით ფქვილი და ჩაყარეთ დაქუცმაცებული კარაქი. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე უნდა გახეხოთ ან დანით უნდა დააქუცმაცოთ. დაქუცმაცებული კარაქი ფქვილში ჩაყარეთ და გამუდმებით ურიეთ. მაცივრიდან გამოიღეთ მომზადებული კვერცხისა და წყლის მასა და ფქვილისა და კარაქის მასაში ჩაასხით. ინტენსიურად ურიეთ.
  3. რეკომენდებულია, რომ ცომს ურიოთ ნიჩბით ან კოვზით, მაგრამ არა ხელით. თუ ძალიან მშრალია, მაშინ რამდენიმე სუფრის კოვზი წყალი დაამატეთ. როგორც კი ფქვილი და თხევადი ინგრედიენტები პლასტიკურ მასად გადაიქცევა, გაყავით 6 – 7 ნაწილად და მოათავსეთ მაცივარში – 2 საათით.
  4. ცომი უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, სანამ ფენა ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. ფენები ძალიან თხლად გააბრტყელეთ და აუცილებლად ჩაჩხვლიტეთ თითოეული ფენა ჩანგლის მეშვეობით. შეგიძლიათ, თავიდანვე გამოჭრათ ფენის საჭირო ფორმა, ხოლო ნარჩენი ცომები ცალკე გამოაცხოთ, რათა შემდეგ დააქუცმაცოთ და ნაპოლეონს მოაყაროთ.

კრემის მომზადება

  1. 1 ლიტრ რძეს სქელ ძირიან ქვაბში ვაცხელებთ, რათა არ დაგვეწვას. ამავე დროს, ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში ვურევთ 1 ჭიქა რძეს, კვერცხს, ფქვილს, შაქარს, მწიკვ მარილსა და ვანილს.
  2.  როგორც კი რძე წამოდუღებას დაიწყებს, მასში უნდა ჩავასხათ მომზადებული მასა. მუდმივად უნდა ვურიოთ, რათა კრემი ერთგვაროვანი გამოვიდეს. მიიყვანეთ კრემი ადუღებამდე და შემდეგ ცეცხლი გამოურთეთ. ცხელ კრემში მოათავსეთ 100 გრამი კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად ამოურიეთ. თუ გინდათ, რომ ის ძალიან ერთგვაროვანი იყოს, მაშინ საცერში გაწურეთ. დაელოდეთ კრემის ოდნავ გაციებას და შემდეგ წაუსვით ტორტს.

აი ასეთი მარტივი და ყველასათვის საყვარელი ტორტი გამოგივათ. აუცილებლად აცადეთ, რომ “ნაპოლეონი” კარგად გაჯერდეს კრემით. ამისთვის, უკეთესი იქნება თუ მთელი ღამით მაცივარში გააჩერებთ. ასეთ შემთხვევაში, ტორტი ნამდვილად განუმეორებელი იქნება. შეგიძლიათ ტორტი პირდაპირ ასე დატოვოთ ან საყვარელი დეკორით მორთოთ. ახლა, საამისოდ იდეალურია სეზონური ხილი და კენკრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს