ყველას შეგვიძლია რამდენიმე წამით მაინც გავხდეთ ღმერთი ვინმესთვის, ეს არც ისე რთულია

108

დღეს მინდა გაგიზიაროთ ამაღელვებელი ამბავი პატარა ბიჭისა და ფეხსაცმლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავი საკვები იქნება თქვენი გონებისთვის. ეს ამბავი ამტკიცებს, რომ რწმენა სასწაულებს ახდენს. მთავარმა გმირმა ღმერთს ოცნების ასრულება სთხოვა. თუმცა, ეს ერთმა ჩვეულებრივმა ქალმა გააკეთა, რომელიც იქვე აღმოჩნდა.

რწმენა სასწაულებს ახდენს

დაახლოებით ათი წლის ბიჭი, სიცივისგან აკანკალებული, ფეხშიშველი იდგა ფეხსაცმლის მაღაზიის ვიტრინასთან და თბილ ფეხსაცმელებს უყურებდა. ერთი ქალბატონი მივიდა მასთან და ჰკითხა:

  • -პატარა მეგობარო, რას უყურებ ასეთი ინტერესით, რაზე ფიქრობ?
  • -მე ვთხოვ ღმერთს, რომ მომცეს ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი – უპასუხა ბიჭმა.ქალბატონმა ბავშვს ხელი მოჰკიდა და მაღაზიაში შევიდა. მან სთხოვა გამყიდველს მოეტანა ექვსი წყვილი ბავშვის წინდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა თბილი წყლის და პირსახოცის მიცემა. გამყიდველმა მოიტანა ყველაფერი, რაც ქალბატონმა სთხოვა. მან ბიჭი მაღაზიის  ტუალეტში შეიყვანა, დაბანა ფეხები და  პირსახოცით გაუმშრალა, ჩააცვა ახალი წინდები და თბილი ფეხსაცმელი.
  • -ახლა უკეთ იქნები, პატარავ!ქალი წასასვლელად მოემზადა, ამ დროს ბიჭუნამ ხელი მოჰკიდა და გაბრწყინებული თვალებით ახედა:
  • -თქვენ ღმერთის ცოლი ხართ?

რას გვასწავლის ეს ამბავი – ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არის ის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ვინმესთვის ღმერთი გახდეს. უბრალოთ უდა აღმოჩნდეთ საჭირო ადგილას საჭირო დროს და უბრალოდ უნდა დაეხმაროთ გაჭირვებულს. ეს შეიძლება იყოს უსახლკარო ადამიანი ან მაწანწალა ძაღლი, რომელიც ქალაქის ქუჩებში დახეტიალობს საკვების საძიებლად.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამყარო მუდმივად ვითარდება, ზოგჯერ გვავიწყდება ის მარტივი რამ, რაც ადამიანებად გვაქცევს. ყველა საკუთარ საქმეებშია ჩაფლული: ყოველდღიურობა, სამსახური, ოჯახი… ყველა გულს არ აქვს უნარი, რომ გაუზიაროს თავისი სითბო უცხო ადამიანს. მაგრამ შეეცადეთ, რომ უფრო ხშირად იფიქროთ სხვებზეც.

ამ ისტორიის გმირს შეეძლო ჩვეულებრივად გაევლო და არ მიექცია ყურადღება ფეხშიშველი ბიჭისთვის, მაგრამ ის სხვაგვარად მოიქცა, დახმარების ხელი გაუწოდა მას, ვინც არც კი ითხოვდა. სწორედ ამ ქალის წყალობით დაიჯერა ბავშვმა, რომ სასწაულები ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ შენც შეგიძლია ვინმეს ჩაუნერგო ეს რწმენა შენი გაკეთებული კეთილი საქმით.ამ ამბით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად განსხვავებულად ფიქრობენ ბავშვები უფროსებთან შედარებით და რა ადვილია მათი გაოცება, გახარება და გაბედნიერება. მოდით გავაკეთოთ სიკეთე უფრო ხშირად და შემდეგ ჩვენი სამყარო ცოტათი მაინც გახდება უკეთესი. Რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს