ტაროს გაშლა: როგორი ურთიერთობა სურს მას თქვენთან?

0
330

მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: როგორი ურთიერთობა სურს მას თქვენთან?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. იფიქრეთ, რაიმე სასიამოვნოზე, თუმცა გაცილებით უკეთესი იქნება თუ საერთოდ არ იფიქრებთ არაფერზე. დაბრძანდით, რაც შეიძლება მოხერხებულად. ეცადეთ, არაფერზე არ გადაიტანოთ ყურადღება და მათ შორის, არც ხმაურზე. იფიქრეთ თქვენს სიტუაციაზე, თქვენს კითხვაზე, რომელიც კარტს უნდა დაუსვათ. დავიწყოთ.

დასტის ბოლოს თასების ათიანი ამოვიდა, ეს ძალიან დადებითი კარტია ნებისმიერ გაშლაში, რადგან ის საუბრობს ფუფუნებაზე, ურთიერთგაგებაზე, ჰარმონიაზე.მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში ის შეიძლება იმაზე საუბრობდეს, რომ ადგილი აქვს სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაციას, როდესაც თქვენ ან თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი თავისუფალი არ არის.ან, თქვენ მკითხაობთ ადამიანზე, რომელთანაც გაქვთ სერიოზული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას – ოჯახიც კი.

თქვენ, კარტი გახასიათებთ, როგორც დამყოლი ხასიათის მქონე, ზომიერად ემოციონალურ, მგრძნობიარე ქალს, რომელსაც შეუძლია უყვარდეს და სხვისთვისაც საყვარელი იყოს.თქვენს გვერდით არის იმპერატორი და უფროსი არკანი – ჯამბაზი. ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ თქვენ გყავთ ქმარი, ანუ მუდმივი პარტნიორი და შვილები. ან, როგორც ვარიანტი, ეს სურს თქვენს სულს, თქვენ ამისკენ მიისწრაფვით.ამ ადამიანთან თქვენს ცდილობთ ურთიერთობების აშენებას აუჩქარებლად, ნელ-ნელა, რათა ყველაფერი თავის გზით განვითარდეს. თქვენ მასთან ბევრი რამ გაკავშირებთ, ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე თვლით.

პრინციპში, თქვენ მის გვერდზე თავს ჰარმონიულად გრძნობთ, მშვიდად ხართ, თავდაჯერებული ხართ. შეიძლება იმასაც ფიქრობდეთ, რომ ეს მამაკაცი თქვენი ბედია.მამაკაცი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია, ისეთი, რომელსაც უყვარს სიჩუმე და სიმშვიდე. ან, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, ახლა იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ დაიღალა, ემოციონალურად გადაიწვა და აღარაფერი არ სურს, სიმშვიდის გარდა.ამას გარდა, კარტი ნათლად გვიჩვენებს სიტუაციას, რომ მამაკაცს აქვს რაღაც ჩვევები, დამოკიდებულებები, თვისებები, რომლებიც ართ ისე დადებითია, რადგან ადამიანი ახლა ცდილობს მათთან შეწინააღმდეგებას და ბრძოლას. და ესეც შეიძლება ართმევდეს მას ძალას.

თქვენს მიმართ მამაკაცს გააჩნია თბილი, სასიამოვნო, ნაზი გრძნობები. თქვენ მას ძალიან მოსწონხართ გარეგნულად და ასევე, როგორც პიროვნებაც იზიდავთ. მაგრამ, ახლა რატომღაც უჭირს თქვენთან ურთიერთობა.ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მისი არც თუ ისე კარგი ემოციონალური მდგომარეობის ბრალია, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ.როგორი ურთიერთობა სურს თქვენთან? კომფორტული, წარმატებული, მშვიდი ურთიერთობა სურს მას თქვენთან. სურს, რომ ყველაფერი თანდათანობით და მოზომილად განვითარდეს, რომ თქვენ კარგად გრძნობდეთ თავს ერთმანეთთან, პირველ რიგში – სულიერად.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ის კონკრეტულად რაიმეს გეგმავდეს, მას ახლა საამისოდ არ სცალია. ის ხედავს, რომ თქვენ მისგან შორს გიჭირავთ თავი და თავადაც არ არის მზად თქვენთან აქტიური კონტაქტისათვის.თუმცა, მას სურს ურთიერთობის გაგრძელება, როგორც უკვე ვთქვით, მოზომილად და ნელი ტემპით.