წარმატებული, მაგრამ 30 წლის მარტოხელა ვიყავი –  ქალი ჰყვება, თუ როგორ შეუყვარდა უსახლკარო

2462

რომელი გოგო არ ოცნებობს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე? ალბათ, ასეთი გოგო არ არსებობს. თუმცა დღეს გიამბობთ ისტორიას, თუ როგორ გაჰყვეთ მაწანწალას.

2006 წელს შვედი მწერალი ემი აბრაჰამსონი ამსტერდამში თავის მეგობარს ესტუმრა. და სანამ გრძელსკამზე მჯდომარე მეგობარს ელოდებოდა, მასთან ვიკ კოჩულა მივიდა.

აბრაჰამსონი უცნობს გამოელაპარაკა, თუმცა გარეგნობიდან გამომდინარე მიხვდა, რომ მამაკაცი ქუჩაში ცხოვრობდა. „იმწამსვე მივხვდი, რომ უსახლკარო იყო. მას გაცვეთილი ტანსაცმელი ეცვა, თმა და წვერი ძალიან გრძელი და ბინძური ჰქონდა“

როცა საუბარი დავიწყეთ, შევამჩნიე, რომ მას ყველაზე ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ამასთან იმწამსვე გამაცინა“ – ამბობს ემი.

ცოლ-ქმარი აღიარებს, რომ ერთმანეთის მიმართ იმწამსვე რაღაც იგრძნეს და იმავე ადგილას 5 დღეში შეხვედრა დათქვეს.

კოჩულა წარმოშობით ამერიკიდანაა, ხოლო უსახლკარო ევროპაში ავტოსტოპით უიღბლო მოგზაურობის გამო გახდა.

„ფული იმაზე უფრო ადრე დამიმთავრდა, ვიდრე ველოდი. თუმცა გადავწყვიტე სახლში არ დავბრუნებულიყავი, სანამ ყველაფერს არ ვნახავდი. მოგზაურობის გაგრძელება უფულოდ მომიწია“ – გვიყვება ვიკი.

ახალგაზრდები ერთმანეთს დათქმულ დროს შეხვდნენ და მთელი დღე ერთად გაატარეს. შემდეგ აბრაჰამსონი ვენაში დაბრუნდა, სადაც იმ მომენტისთვის ცხოვრობდა და თავისი ნომერი ახალ მეგობარს მისცა. და მან დაურეკა.

„დარწმუნებული არ ვიყავი, კვლავ შევხვდებოდი თუ არა, მაგრამ ამის იმედი მქონდა და გამუდმებით მასზე ვფიქრობდი. 3 კვირის შემდეგ მან დამირეკა და მითხრა: „გამარჯობა, ახლა ვენაში ვარ“. ჩემთან მოვიდა და დღემდე ერთად ვართ“ – ემი თავის ისტორიას გვიზიარებს.

ვიკი, რომელმაც ვენაში ჩასასვლელად ბილეთი ძლივს შეაგროვა, ახლა ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობს. ცოლმა დაარწმუნა, რომ განათლება მიეღო.

წყვილმა ქორწილი ციხესიმაგრეში გადაიხადა, ახლა 6 წლის ტყუპებს, დესტას და ტილს ზრდიან. ემიმ თავისი გასაოცარი სიყვარულის ისტორია აღწერა წიგნში „როგორც შევიყვაროთ ადამიანი, რომელიც ბუჩქის ქვეშ ცხოვრობს“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს