ბებია ამბობდა, რომ სოდა და ლიმონმჟავა სახლის დასუფთავების შეუცვლელი იარაღია. ვუსვამ ნარევს სანტექნიკას სახლიდან გასვლამდე, ვბრუნდები და ვრეცხავ, მინიმალური ძალისხმევით ვღებულობ საოცარ შედეგს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ სანტექნიკა აბაზანაში ისე, რომ ბრწყინავდეს. მოიმარაგეთ ლიმონმჟავა!
სოდა და ლიმონმჟავა
შეკითხვა “როგორ გავხეხოთ აბაზანა ისე, რომ თოვლივით თეთრი იყოს?” – აწუხებს უამრავ დიასახლისს მთელს მსოფლიოში. ყველა აბაზანა, ადრე თუ გვიან, წყალში შემავალი მარილებისა და რკინის კრისტალებით იფარება. მინანქარი მუქდება, ყვითლდება და საგრძნობლად აფუჭებს ოდესღაც თოვლივით თეთრი სანტექნიკის იერს.ზოგჯერ ძალიან რთულია აბაზანის პირვანდელი სისუფთავის და ბზინვარების აღდგენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დიდი ხნის განმავლობაში არ მოუვლიათ. თუმცა, “რთული” არ ნიშნავს “შეუძლებელს”.
გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები: აბაზანის გაწმენდაში და პრინციპში, სახლში არსებული მთელი სანტექნიკის გასუფთავებაში, ეს მარტივი, მაგრამ დროში გამოცდილი მეთოდი დაგეხმარებათ.ამ ნარევს ვუსვამ ყველაფერს სახლიდან გასვლამდე და როცა დავბრუნდები, უბრალოდ წყლით ჩამოვრეცხავ – და ვოალა! – აბაზანა სუფთაა!უბრალოდ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა 1 სუფრის კოვზ ლიმონმჟავასთან, დაამატეთ მათ ნახევარ ლიტრზე ცოტა ნაკლები წყალი. ჩაასხით სპრეის ბოთლში და დაიწყეთ გამწმენდი მაგის რიტუალი.
მოასხურეთ სითხე მთელ აბაზანასა და სხვა ზედაპირებზე, შემდეგ წაბრძანდით სამსახურში, მაღაზიაში, ან უბრალოდ გაისეირნეთ. როგორც კი დაბრუნდებით, შეგიძლიათ ჩამორეცხოთ. ხოლო თუ დიდხანს ცდა არ გსურთ, ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ მოაცილოთ პროდუქტი ზედაპირიდან და დატკბეთ განუმეორებელი სისუფთავით.ხოლო იმისათვის, რომ ძველი ტუალეტი ახალივით ბრწყინავდეს, უნდა გააკეთოთ შემდეგი ხსნარი: 10 მილილიტრი თბილი წყალი, 3 გრამი სოდა და 2 გრამი ლიმონის წვენი (წვენი თანდათან დაუმატეთ). გამოიყენეთ ეს პროდუქტი ასევე ტუალეტის სხვა ნაწილების გასაწმენდად.
ხსნარის წასმის შემდეგ გაიჩერეთ 2 საათი და ჩამორეცხეთ. ეს პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია კირის ნადები მოსაშორებლად, რომელიც ხშირად ჩნდება წყლის დონეზე უნიტაზში.მეთოდი მარტივია, მაგრამ კარგად მუშაობს, თან არაფრის ყიდვა არ გჭირდებათ! ირგვლივ ყველაფერი სუფთაა და ლაპლაპებს.
რჩევა რედაქციისგან: სოდის და ლიმონმჟავას ნარევი დაგეხმარებათ ამოიღოთ ჟანგი და ნადები თქვენი სანტექნიკიდან ისე, რომ არაფერი დააზიანოთ, თან ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე და რაც მთავარია, სწრაფად და ზედმეტი აურზაურის გარეშე!როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია! თქვენ როგორ აწესრიგებთ სააბაზანოს? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ის სისუფთავის იდეალად იქცეს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.