სააბაზანოში თაროზე ვადაგასული სახის კრემი ვიპოვე და ძალიან გავბრაზდი, როგორ შემეძლო მისი დავიწყება? მეგობრებმა ერთხმად მირჩიეს, რომ არ გადამეგდო. აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ოღონდ არა კანის დასატენიანებლად, არამედ სხვა მიზნებისთვის, რომლებზეც დეტალურად ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
ვადაგასული საცხი
როდესაც აბაზანაში, თაროზე ვადაგასული სახის საცხი ვიპოვე, მითხრეს, რომ პროდუქტის გამოყენება სხვა დანიშნულებითაც შეიძლებოდა. კონკრეტულად რაში, ახლავე მოგიყვებით.
როგორ გამოვიყენოთ ვადაგასული საცხი
- ჩემი ფავორიტი აღმოჩნდა ტყავის ფეხსაცმელზე გამოყენების იდეა. დროთა განმავლობაში ბუნებრივი მასალა კარგავს ბზინვარებას და ცვდება. ფეხსაცმლისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება ძალიან მარტივია. თქვენ უბრალოდ უნდა წაუსვათ სახის საცხი ბამბის დისკით და მაშინვე შეამჩნევთ განსხვავებას!
- გარდა ამისა, კრემის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მარტო დაუბრუნოთ ფეხსაცმელს პირვანდელი იერსახე, არამედ გააუმჯობესოთ მისი ხარისხი. ხშირად, ტყავის ახალი ფეხსაცმელი ფეხებს ხეხავს და ტკენს.კოჟრების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ჩექმებს ან ფეხსაცმელს შიგნით უნდა წაუსვათ საცხი, დაელოდეთ შეწოვას. შემდეგ კი ჩაიცვით თქვენი ახალი ფეხსაცმელი. კრემის წყალობით ტყავი რბილდება, უსიამოვნო ხახუნი აღარ გაწუხებთ.
- ვადაგასული საცხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტყავის პროდუქტის აღსადგენად. მაგალითად ძველი ჩანთების, ქურთუკების, ან ქამრების. მოგეხსენებათ, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი და აქსესუარები მათი ხელოვნური კოლეგებისგან განსხვავებით, ბევრად დიდხანს ძლებს. საცხით დამუშავების წყალობით, შეგიძლიათ კიდევ უფრო გაახანგრძლივოთ ასეთი ნივთების სიცოცხლე.
- ანალოგიურად შეგიძლიათ აღადგინოთ ლითონის ნაწილები ავეჯზე. წაუსვით საცხი კარადების სახელურებზე ისინი ახლებივით იქნება! ეს ხრიკი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ანტიკვარული ავეჯზე.
- ვადაგასული სახის საცხი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანის სკრაბის დასამზადებლად. ეს იქნება პროდუქტის საფუძველი, ხოლო აბრაზიისთვის გამოიყენეთ ყავის ნალექი, შაქარი ან ზღვის მარილი. ასეთი უჩვეულო სკრაბი არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს კანს, მიუხედავად იმისა, რომ საცხი ვადაგასულია.
- ამავე პრინციპით, ვადაგასული სახის საცხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ქუსლების სამკურნალო საშუალება. ვინაიდან ფეხებზე კანი არ არის ისეთი სათუთი, როგორც სახეზე, მის დასატენიანებლად დასაშვებია ძველი კრემის გამოყენება. უფრო მეტიც, მისგან შესაძლებელია მკვებავი კომპრესის დამზადება: წაისვით საცხი სქელ ფენად ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და ჩაიცვით თბილი წინდები. გააჩერეთ ასე რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ მოიშორეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
რჩევა რედაქციისგან: ბოლო ხრიკი ეხება ბავშვებსა და ხატვას. სცადეთ ძველ კრემს დაუმატოთ საკვები საღებავი, კარგად აურიეთ და შესთავაზეთ ბავშვს, რომ ამ უჩვეულო საღებავით მინაზე დახატოს. ეს ხატვის უჩვეულო და განსხვავებული ხერხია და დარწმუნებული ვარ თქვენს პატარას მოეწონება. ამასთან, არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა შუშის გასაწმენდად. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ქაღალდზე ხატვა. როგორ მოგწონთ ეს იდეა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.