“გინახავს შენი თავი მშობიარობის შემდეგ, მალე შენი ქმარი მიგატოვებს!” – წინასწარმეტყველებდა დედამთილი, ჩემი ქმარი კი მას თავს უქნევდა

0
7705

მოგესალმებით! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ ისტორიას ყვება და მკითხველის აზრი აინტერესებს.ორსულად რომ ვიყავი, ძალიან გავსუქდი. დღემდე ვერაფრით ვერ გავხდი და ჩემი ფორმები ვერ დავიბრუნე. მე არ მაქვს დრო, რომ საკუთარ თავს მოვუარო. ექიმი მეუბნება, რომ ცოტა ხანში ყველაფერი გამოსწორდება. მარტო ჩემი დედამთილი ვერ მშვიდდება. სულ მსაყვედურობს ჭარბი წონისა და გარეგნობის გამო. მპირდება, რომ თუ არაფერს გავაკეთებ, მაშინ მისი შვილი მიმატოვებს, ჩემი ქმარი კი მას ეთანხმება.

რთული ორსულობა მქონდა – ტყუპები გავაჩინე. გარკვეული პერიოდი შენარჩუნებაზე ვიწექი და ჰორმონებით მკვებავდნენ. ძალიან გავსუქდი, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, რომ ამის გარეშე არ შეიძლებოდა. ვითომდა, მშობიარობის შემდეგ ყველაფერი ნორმას უნდა დაბრუნებოდა.ძალიან ვნერვიულობდი ჩემი გარეგნობის გამო, რადგან მთელი ცხოვრება გამხდარი ვიყავი. თავიდან, ჩემი ქმარი ჭარბ წონასთან დაკავშირებით არაფერს ამბობდა, მაგრამ დედამისი გამუდმებით მსაყვედურობდა ამას. ის ხომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და თავის ასაკზე ახალგაზრდად გამოიყურება, გამხდარია და ლამაზი.ძვირფასო რძალო, მე ორსულობის პერიოდშიც კი თოჯინას ვგავდი, არ მოვდუნებულვარ, – მეუბნებოდა იგი, როდესაც შორიდან მიყურებდა და მის ხმაში გარკვეული სკეპტიციზმი შეინიშნებოდა.

თქვენ ხომ ერთი შვილი გააჩინეთ და ამიტომაც, ასეთი პრობლემები არ გქონიათ, – თავს ვიმართლებდი მე, მაგრამ ეს მასზე არ მოქმედებდა. ის დაუნდობელი იყო და გამუდმებით მსაყვედურობდა ჭარბი წონის გამო. ვითომდა, მე იმედი გადამეწურა და ხელები ჩამოვუშვი.მშობიარობის შემდეგ ბავშვებს ვუვლილი. ძილისთვის საკმარისი დროც კი არ მქონდა. ჩემი ქმარი მუდმივად სამსახურში იყო, მე კი ორი ბავშვი მყავს, მათაც უნდა ვადევნო თვალყური, სახლიც უნდა მოვაწესრიგო, საჭმელიც უნდა მოვამზადო და მაღაზიაშიც უნდა წავიდე. რომელ სპორტულ დარბაზებზეა საუბარი? ბავშვებისათვის საფენების გამოცვლასაც კი ძლივს ვასწრებ.მე როგორ ვუვლიდი ჩემს შვილს? არავინ მეხმარებოდა, ასე რომ, თქვენც მოახერხებთ, – დასაწყისშივე გამოგვიცხადა ჩემმა დედამთილმა.

დროდადრო თუ მოვახერხებდი დაძინებას, იშვიათად ვჭამდი და ვბანაობდი. ჩემი ქმარი არ მეხმარებოდა, რადგან სამსახურში მართლაც იღლებოდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. დაახლოებით ექვსი თვე ვიცხოვრეთ ასეთი რეჟიმით. მერე კი უფრო გამიადვილდა, ალბათ შევეჩვიე. მაგრამ, დრო მაინც ცოტა მქონდა.დედამთილს არ შეუწყვეტია ჩემი გაკიცხვა, ჩემი გარეგნობის გამო. თავიდან, ჩემი ქმარი არანაირად არ რეაგირებდა მის საყვედურებზე, შემდეგ კი უფრო მეტს დუმდა. როდესაც ბიჭები ერთი წლისანი გახდნენ, მაგალითის სახით მისი მეგობრების ცოლები მოჰყავდა, რომელთაც ჩვენს მსგავსად მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ.დათოს ცოლი მაშინე ჩაჯდა ფორმაში, როგორც კი სამშობიაროდან გამოვიდა, ჭკვიანი გოგო! აი ვისგან უნდა აიღო მაგალითი! – მეუბნებოდა ჩემი ქმარი, მე კი ძალიან მწყინდა.

რა თქმა უნდა, დათოს ცოლი თავის შვილს ბებიებს უტოვებს, რომლებიც ყოველთვის სიხარულით იტოვებენ შვილიშვილებს, თვითონ კი დადის მასაჟის სალონებსა და სილამაზის სალონებში. მე კი მთელი წელი ჩვეულებრივ საპარიკმახეროში მოხვედრაზე ვოცნებობ. მუდამ არ მცალია. თუ ქმარი შვილებს უვლის, მაშინ არც კი ვიცი ხოლმე, თუ პირველ რიგში რა გავაკეთო.დედამთილი კი ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ მაშინვე დაიბრუნა ფორმა, რომელიც მშობიარობამდე ჰქონდა.მე, ჩემს ასაკში, შენზე ახალგაზრდად გამოვიყურები! ასე რად ვარგა? არ გრცხვენია? – გამუდმებით ამას მიმეორებს.

რა უშლის მას ხელს? ქმარი ჰყავს, სამსახურში არ დადის, თავისუფალი დრო ძალიან ბევრი აქვს! იმდენ ხანს სძინავს, რამდენ ხანსაც უნდა, სტუმრობს სილამაზის სალონებს, კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს, ჯანსაღ საკვებს მიირთმევს და ცურვაზეც კი ჩაეწერა. რატომ გასუქდება, ან ცუდი გარეგნობა რატომ ექნება?ერთ დროს ვცადე პრესი მაინც გამევარჯიშებინა, მაგრამ არ გამომივიდა – ჰორიზონტალური პოზიცია დავიკავე და ჩამეძინა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემი ქმარი რეგულარულად მახსენებს ჩემი ნაკლოვანებებისა და სიმსუქნის შესახებ, მომიწოდებს, რომ თავი ხელში ავიყვანო და ჩემს გარეგნობას მივხედო. მაგრამ, როდის უნდა გავაკეთოთ ეს?

თუ ფულს მომცემდა ძიძისათვის, დედამისს დაითანხმებდა, რომ შვილიშვილებისთვის მიეხედა, მიყიდიდა სპორტული დარბაზის აბონემენტს, მაშინ მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. მას მხოლოდ წუწუნი და საყვედურების გამოთქმა შეუძლია. ინტიმურ ცხოვრებაშიც ნამდვილი კატასტროფაა.ყოველ ჯერზე, როდესაც დედამისი მოდის, ჩვენ სკანდალები გვაქვს. მომბეზრდა მისი ხუმრობებისა და საყვედურების ატანა. ორივე ერთად მავიწროებს. ჰიენებს მაგონებენ.ცოტა ხნის წინ ქმარი დამემუქრა კიდეც, თუ წონაში არ დაიკლებ, წავალო. ახლა უკვე მუქარა მისი მხრიდან იყო და არა ჩემი დედამთილს. დავიღალე მათგან ამის მოსმენით. ამიტომ ვუპასუხე – შეგვიძლია ერთმანეთს დავშორდეთ.

უცებ მივხვდი, რომ არაფერს დავკარგავდი. ჩემს მშობლებთან დავბრუნდები, ისინი სხვა ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ბავშვებს მიხედავენ, მე კი სამსახურს ვიშოვი. ქმარი არ მეყოლება, ასე უკეთესიც იქნება, ვიდრე იმასთან ცხოვრება, ვინც დახმარების ნაცვლად სულ მავიწროებს და მსაყვედურობს?მე მას შვილები გავუჩინე, ვცდილობ კარგი დედა და ცოლი ვიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მას მოდელის გარეგნობის მქონე ცოლი უნდა! თუ მას არ მოვწონვარ, შემეშვას. მე კი კარგად ვიქნები. ამ საუბრის შემდეგ აღარ უსაყვედურია. დუმს. ვნახოთ რა იქნება…