43 წლის ელისონ დენტი დიდხანს თვლიდა თავს უნაყოფოდ. პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ქალი დასისხლიანებულ საწოლში იღვიძებდა. იგი ტკივილს ვერ გრძნობდა, თუმცა ექიმთან მაინც მივიდა.
გამოკვლევებმა აჩვენა საშვილოსნოს ყელში ატიპური უჯრედების არსებობა. ელისონი თვლიდა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, იგი ვეღარასდროს შეძლებდა მეორე შვილის გაჩენას. თუმცა, მენსტრუალური ციკლის 26-წლიანი შეწყვეტის შემდეგ, მან მუცლის ზრდა შენიშნა.
ექიმებმა მას უთხრეს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ჰქონდა. ელისონი იღებდა გამოწერილ წამლებს, თუმცა მუცელი ზრდას არ წყვეტდა, ფეხების შეშუპება დაეწყო და მკერდიც უფრო მგრძნობიარე გაუხდა.
ამ დროისთვის, ელისონი ზრუნავდა ახლახან გაჩენილ შვილიშვილზე და სულაც არ ელოდა სიახლეს თავისი ფეხმძიმობის შესახებ. “მე ბებია ვარ. 26 წელია, მენსტრუაცია არ მქონია, უბრალოდ შეუძლებელია, ფეხმძიმედ ვიყო!” – ამბობდა გაოცებული ქალი და ექოსკოპიის აპარატის ეკრანს უყურებდა.
მას ეგონა, რომ ექიმებს სურათები აერიათ, თუმცა, დიდი ხნის მტკიცების შემდეგ, მან დაუჯერა პროფესიონალების სიტყვებს. ფეხმძიმობის შესახებ ქალმა მხოლოდ მშობიარობამდე 8 კვირით ადრე გაიგო.
–“რა თქმა უნდა, გამიხარდა, როცა ორსულობის შესახებ გავიგე, რადგან მანამდე მეგონა, რომ მუცელი სიმსივნის გამო მეზრდებოდა. არც კი ვეჭვობდი, რომ ოდესმე ისევ შევძლებდი ბავშვის გაჩენას…” – თქვა ელისონმა.
ასე გაჩნდა მათ ოჯახში ორმაგი ბედნიერება: ახლა ელისონი დაკავებულია შვილიშვილ კესილისა და ვაჟ ბობის აღზრდით.