მამაკაცმა რესტორანში დედამისი მოიყვანა. ის ძალიან მოხუცი იყო და ცუდად ხედავდა. რესტორანში ბევრ ადამიანს მისი ნახვა არ სიამოვნებდა

4677

მოგესალმებით! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მამაკაცი მოგვითხრობს სიტუაციის შესახებ, რომელსაც იგი ერთ-ერთ რესტორანში შეესწრო.ცოტა ხნის წინ ძალიან უჩვეულო სიტუაციის მომსწრე გავხდი. მამაკაცმა რესტორანში დედამისი მოიყვანა. ის ძალიან მოხუცი იყო და კარგად ვერ ხედავდა. ამის გამო, ჭამის დროს მას ტანსაცმელზე საჭმელი და სასმელი ესხმებოდა. რესტორანში ბევრ ადამიანს მისი ყურება არ სიამოვნებდა, შვილი კი მას სიყვარულითა და სინაზით უყურებდა.

სადილის შემდეგ, შვილმა მშვიდად გაიყვანა დედა მოსაწესრიგებლად. მან თმა დავარცხნა, შეუსწორა თავსაფარი და სათვალე, ტანსაცმლიდან მოაშორა საკვების ნარჩენები.როდესაც რესტორნიდან გადიოდნენ, რესტორანში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ბევრ სტუმარს არ ესმოდა, თუ როგორ შეეძლო მამაკაცს ასე მოქცევა: როგორ შეურაცხყო ასე საკუთარი თავი?მამაკაცმა კი წყნარად გადაიხადა თანხა და დედამისი ფრთხილად წაიყვანა რესტორნის გასასვლელისკენ.

უცებ მას მოხუცმა მამაკაცმა მიმართა:

  • – რამე ხომ არ დაგრჩათ?
  • – არა, არაფერი! ყველაფერი ავიღე!
  • – არა! თქვენ აქ დატოვეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ბევრს სჭირდება. თქვენ აქ დატოვეთ გაკვეთილი ყველა ვაჟისათვის. და კიდევ, თქვენ ყველა ქალი დააიმედეთ: იქნებ ოდესმე მისი ვაჟიც იგივენაირად მოიქცეს, როგორც თქვენ?

მამაკაცი წავიდა, მას ფრთხილად მიჰყავდა დედამისი და სულაც არ ერიდებოდა, მიუხედავად მისი ასაკისა.რესტორანში კი ისევ სრული სიჩუმე იდგა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს