მოგესალმებით! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.ადრე, მე და ჩემი მეუღლე არასდროს არ ვჩხუბობდით. ჩვენ ერთმანეთს ვუსმენდით და კომპრომისებს ვპოულობდითშემდეგ, დავორსულდი და ვაჟი შეგვეძინა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კი ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა. დაკარგა იმის გამო, რომ უყურადღებო იყო. ის მაინც კარგია, რომ დიდი ჯარიმის გადახდა არ აიძულეს და უბრალოდ გაათავისუფლეს.
სტრესისა და უიმედობის გამო, ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ძალიან ხშირად ვჩხუბობდით.ქმრისთვის სამსახურს ვეძებდით. ამასობაში კი მან მან ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. მეჩვენებოდა, რომ ეს არც ისე კარგი იდეა იყო, მაგრამ მას ცოტაოდენი ფული მაინც მოჰქონდა სახლში.მე არ მომწონდა ის, თუ როგორ ვცხოვრობდით. ფული ძალიან ცოტა გვქონდა, ქმარი კი მუდმივად არ იყო სახლში. და როდესაც სახლში იყო, ეძინა. იგი გამოიმუშავებდა მხოლოდ 400 – 500 ლარს, რომელსაც ბენზინში, სიგარეტში და ყავაში ხარჯავდა.
სახლში დილის ოთხ-ხუთ საათზე მოდიოდა, შუადღემდე ეძინა, ჭამდა და საღამოს ისევ მიდიოდა. ისე გამოდიოდა, რომ ქმარი საოჯახო საქმეებს საერთოდ აღარ აკეთებდა. ის ხომ ცდილობს ოჯახის რჩენას და ბევრს მუშაობს. თუმცა, ოჯახში ფული როგორც არ გვქონდა, ისეც არა გვაქვს.თავიდან მეგონა, რომ საყვარელი გაიჩინა. სხვა რა უნდა მეფიქრა? ქმარი ღამით არასდროს რჩებოდა სახლში. ის მუდმივად გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო. როდესაც ვურეკავდი, მიყვიროდა. ფულს მე არ მაძლევდა.
ეს ყველაფერი ვუთხარი, ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს. მან კი მიპასუხა:
– მიდი აბა სცადე და ეს 400 ლარი მაინც გამოიმუშავე!როგორ მოვედით ასეთ მდგომარეობამდე?!მე, ფულზე კი არ უნდა ვფიქრობდე, არამედ ჩვენს შვილზე უნდა ვზრუნავდე. მე ახლა მუშაობა არ შემიძლია. მე დეკრეტულს ვღებულობ – ეს არის ჩემი შემოსავალი.მე და ჩემმა ქმარმა კიდევ უფრო მაგრად ვიჩხუბეთ. არ ვიცი, რატომ აღარ აფასებს ჩემი ქმარი იმას, რომ მე მას შვილი გავუჩინე და ახლა სახლში ვზივარ პატარა ბავშვთან ერთად. თანაც, ჩემს გაკიცხვასაც კი ბედავს…
შემდეგ, მე დავადგინე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი არ ჰყავს. მე შევამოწმე მისი ტელეფონი და სოციალური ქსელების გვერდები. აღმოჩნდა, რომ ის ძალიან დიდ დროს ავტოფარეხში ატარებს: მეგობრებთან ერთად რაღაცას არემონტებს…