წარსული ცხოვრების გამოძიება რატომ არის მნიშვნელოვანი.

0
407

სულების რეგრესიული ჰიპნოზი ტარდება მათი წარსული ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის მისაღებად. ჩვენი წინა ინკარნაციების გამოცდილება დაგვეხმარება განვსაზღვროთ ახლანდელი ყოფიერების არსი. იმ უნარებმა, რომლებიც ადრე შევიძინეთ, შეიძლება მნიშვნელოვნად შეგვცვალოს. იმდენი რამ ხდება სამყაროში, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა მიმართულებით ღირს წასვლა. წარსული ცხოვრება კი ამაში დაგეხმარებათ.

რეგრესიული ჰიპნოზი

კიდევ რაში შეიძლება დაგვეხმაროს რეგრესოლოგი და რატომ უნდა დაუკავშირდეთ მას ცხოვრებაში ერთხელ მაინც? ხშირად ხდება, რომ ჩვენი წარსული ინკარნაცია ცხოვრობდა ბედნიერად და დიდი ხნის განმავლობაში პლანეტის ისეთ ადგილას, რომელიც განსხვავდება თქვენი ამჟამინდელი სამყოფელისგან. ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს რაღაც სადღაც გექაჩება, იქ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხარ.მაგალითად, წინა ცხოვრებაში ერთი ქალი ცხოვრობდა ვენეციაში და მუდმივად იზიდავდა ეს ქვეყანა. იგი იქ არასდროს ყოფილა, მაგრამ გრძნობდა როგორი იყო ცხოვრება ვენეციაში. მან იცოდა ის, რაც წესით არ უნდა ცოდნოდა. ნამდვილ “მშობლიურ” ქვეყანაში გადასვლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ცხოვრების ხარისხი და ახალგაზრდა ქალბატონი გაცილებით ბედნიერი გახადა.

ვის სჭირდება რეგრესიული ჰიპნოზი – ვინ უნდა გაარკვიოს წარსული ცხოვრების დეტალები? უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გაკეთდეს მათთვის, ვინც დიდხანს ვერ პოულობს საკუთარ თავს. ვინც საერთოდ ვერ გრძნობენ თავს „სახლში“, არიან დაბნეულები და სევდიანები. მათ, ისევე როგორც გემებმა უკიდეგანო ზღვაში, არ იციან საით არის ნავსაყუდელი…ეს ხალხი თავისი მიწის მარადიულ ძიებაშია. მუდმივად სურთ სადმე გაქცევა, მოგზაურობა, ახალი ქვეყნების და ადგილების შესწავლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთმა ადამიანებმა იცოდნენ, საიდან მოდიან  და ზუსტად სად დაიბადა მათი სულები. რეგრესიული სულის ჰიპნოზი იძლევა პასუხს ყველა ამ კითხვაზე. ამას კი მოაქვს სიმშვიდე, რადგან ყველაზე ცუდი მდგომარეობა გაურკვევლობაა.

რეგრესოლოგი ასევე დაგეხმარებათ ურთიერთობის განსაზღვრაში. ხდება ხოლმე, რომ ადამიანთან შეხვედრის პირველივე წუთიდან ვგრძნობთ ძლიერ კავშირს. რეგრესოლოგს შეუძლია გამოიყენოს ჰიპნოზი, რათა გაარკვიოს ზუსტად ვინ იყო ეს ადამიანი შენთვის წარსულში და ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის დაწყება.ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხვდებით გარკვეული ადამიანების ქმედებებს ჩვენს მიმართ. მაგალითად, ვიღაც გიცავთ და ზრუნავს თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა გიცნობთ. შესაძლოა, ეს ადამიანი იყო თქვენი დედა ან მამა წინა ცხოვრებაში.

რჩევა რედაქციისგან: ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: რატომ უნდა მივსდიოთ ჩვენს წარსულს, თუ გვაქვს აწმყო და მომავალი, რომელსაც თავად ვქმნით? პასუხი მარტივია: ბედნიერი მომავლის შესაქმნელად საჭიროა მყარი საფუძველი. ამ საძირკვლის აშენება, როგორც წესი, რთულია ბავშვობისა და წარსული ცხოვრების ფსიქოლოგიური ტრავმის გამო. ხშირად ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას ისეთ საქმეში, რისკენაც ჯიუტად ისწრაფვის. არაფერი გამოსდის, თუმცა ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სხვები. პასუხი შეიძლება იყოს წარსულის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში.

თქვენ გქონიათ შეხვედრა რეგრესოლოგთან? რა გაიგეთ ახალი თქვენი წარსული ინკარნაციების შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!