კამის სწორად შენახვა დაგეხმარებათ ამ ვიტამინებით სავსე მწვანილის ყოველდღიურ რაციონში ჩართვაში. მთელი ბაღი მაქვს კამათ სავსე. ამიტომ, მისი რაციონალური შენახვის საკითხი ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი დიასახლისისთვის, საკმაოდ აქტუალურია.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ შეინახოთ კამა ზამთრისთვის.
როგორ შევინახოთ კამა
თუ თქვენს მაცივარში ძალიან ბევრი კამაა და არ იცით დიდხანს როგორ შეინახოთ, გთავაზობთ ამ ვარიანტს. ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენაა!გარეცხეთ კამა, გაამშრალეთ სამზარეულოს პირსახოცზე, ერთი წვეთი წყალიც არ უნდა შეყვეს. შემდეგ მოაჭერით ღერები და ჩადეთ სუფთა, მშრალ მინის ქილაში. და მთელი ეს მშვენიერება მოათავსეთ მაცივარში. კამა ასე ინახება დაახლოებით ერთი თვე, შეიძლება ორიც.
ასევე შეგიძლიათ შეინახოთ მწვანე ხახვთან ან მწვანე ნიორთან ერთად. წვრილად დაჭერით მწვანილი, ჩაყარეთ ზიპ-ჩანთებში, ჰაერი შეძლებისდაგვარად გამოუშვათ და შედეთ საყინულეში.თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ კამა ყინულის კუბებში. ეს შეფუთვა ძალიან მოსახერხებელი იქნება წვნიანებისთვის, ან სხვა ცხელი კერძებისთვის.დააქუცმაცეთ კამა ხელით ან ბლენდერით. წინასწარ მოამზადეთ სათავსო ყინულის კუბებისთვის (შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კექსების სილიკონის ფორმები). შეავსეთ მისი თითოეული უჯრედი დაახლოებით 1/4-ით.
შეავსეთ თითოეული უჯრედი მდუღარე წყლით და შედგით საყინულეში. გაყინვის შემდეგ მწვანილის კუბები გადაიტანეთ დალუქულ პარკებში, ან კონტეინერებში, დააწერეთ თარიღი.თუ მაცივარში შენახვა არ გსურთ, შეგიძლიათ კამა გაახმოთ. გარეცხეთ, შემდეგ გადაიტანეთ ხელსახოცზე და მოათავსეთ ბნელ ადგილას, რომ მწვანილმა ფერი არ შეიცვალოს. შეგიძლიათ შედგათ მიკროტალღურ ღუმელში 4 წუთით, ან თუ გაქვთ, ელექტრო საშრობში. შემდეგ დაჭერით წვრილად და ქილაში ჩაყარეთ, დაახურეთ თავსახური მჭიდროდ. შეინახეთ სამზარეულოს კარადაში. ხმელი კამა თითქმის ისეთივე არომატულია, როგორც გაყინული. ზამთარში ვამატებ წვნიანებს და სალათებს!
შეგიძლიათ კამა შეინახოთ მარილში. მაგრამ არ აურიოთ, ჩაყარეთ ფენებად ქილებში მწვანილი და მარილი, ოდნავ დატკეპნეთ. ეს მეთოდიც არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.ძალიან გემრიელი გამოდის თუ შეურევთ მარილს, ნიორს და კამას. ყველაფერი ეს ბლენდერეთ, შემდეგ მოათავსეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში. მიიღებთ შესანიშნავ სუნელს კერძებისთვის!
რჩევა რედაქციისგან: მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ მარტივი წესების დაცვით შენახული კამა ორჯერ მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე ზამთარში მოყვანილი სათბურებში .როგორც ხედავთ, კამას შენახვა სულაც არ არის რთული და მინიმალურ დროს მოითხოვს, თან დაზოგავთ ფულს ზამთარში. თქვენ როგორ ინახავთ მწვანილებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.