დედასთან ხშირი სტუმრობა რა შემთხვევაში არ არის სასურველი

682

მოსიყვარულე მშობლებს ყოველთვის სურთ, რომ მათი შვილები ხშირად მოინახულონ მაშინაც კი, თუ ისინი უკვე ზრდასრულები არიან. თუმცა, ყოველთვის ასე არ არის.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ გოგონას ისტორიას, რომელიც რეგულარულად სტუმრობდა პენსიონერ დედას, ოღონდ მარტო კი არა, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. აღმოჩნდა, რომ დედას მისი ასეთი ვიზიტები არ სიამოვნებდა. რატომ?

სტუმრად დედასთან

“დედა მარტო ცხოვრობს პატარა სოფელში, ქალაქიდან 600 კილომეტრით შორს. ამ ქალაქში ვსწავლობ და ვმუშაობ. ყოველთვის ვთვლიდი ჩემს მოვალეობად მის მონახულებას, მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს მგზავრობა საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა.” – გვწერს 27 წლის ტაისია.

„რა თქმა უნდა, დიდი ხანი ვერ ვახერხებდი ხოლმე დარჩენას. ზოგჯერ ერთი კვირით ვჩერდებოდი და ვეხმარებოდი. სოფელში დედას უამრავი საკმარისი საზრუნავი აქვს და ყველაფრის გაკეთება არ შეეძლო.ბოლო დროს, პანდემიის გამო, მე და ჩემი მეგობარი ბიჭი უფრო ხშირად ვახერხებდით ჩასვლას. თან არა რამდენიმე დღით, არამედ ერთი კვირით, ან ცოტა მეტით. ბოლოს 20 დღის განმავლობაში დავრჩით.ყოველთვის ჩაგვქონდა პროდუქტი და საჩუქრები, ხილი, ტკბილეული, ლამაზი ჭურჭელი. გვსურდა დედა გაგვეხარებინა და გვეგონა, რომ მოეწონებოდა. მაგრამ ის რაღაცნაირად იქცეოდა. როცა წავედით, მომეჩვენა, რომ გახარებული იყო ჩვენი წასვლით.

საუბარი ტელეფონზე – გუშინწინ დედას ტელეფონით ვესაუბრე. ვუთხარი, რომ შვებულება გვეკუთვნოდა მალე და შეგვიძლო კიდევ ერთხელ მოგვენახულებინა იგი ცოტა ხნით. სოფელში ხომ ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი…მეგონა, რომ გაუხარდებოდა, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, რის მოსმენასაც არ ველოდი: „შვილო, შენი ვიზიტები ძვირი მიჯდება, ჯობია დარჩე მანდ და არ ჩამოხვიდე. მე თვითონ მარტო უფრო მოვახერხებ რამეს“.

მოულოდნელობისგან ყბა ჩამომივარდა! ახლა კი აბსოლუტურად არ მაქვს მასთან დარეკვის სურვილი. როგორ შეიძლება ასეთი რამ უთხრა საკუთარ ქალიშვილს? როგორ შეიძლება დედას არ გაუხარდეს, რომ მისი ერთადერთი შვილი მასთან სტუმრად აპირებს მისვლას?“ – გაკვირვებულია ტაისია.რა თქმა უნდა, გოგონას გაგება შეიძლება, ეწყინებოდა დედი სიტყვები, მაგრამ ალბათ უფრო მეტად უნდა დაუკვირდეს თავის ქცევას, რათა გაიგოს მშობლის პოზიციისაც. როგორც ჩანს, ხილისა და ტკბილეულის გარდა, ტაისია და მისი შეყვარებული არაფერს ყიდულობდნენ.

გამოდის, რომ პენსიაზე გასულ დედას კვირების განმავლობაში უწევს სტუმრების გამოკვება საკუთარი ხარჯებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილიც და მისი შეყვარებულიც უკვე ზრდასრულები არიან და შეუძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ამიტომ გასაგებია დედის შენიშვნა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს