აეროპორტში ძაღლი პატრონს გაექცა და უცნობ მამაკაცს მივარდა. კაცმა ტელეფონი ამოიღო…

240

მხიარული, მოსიყვარულე და ერთგული კორგი მილიონობით ცხოველმოყვარულის შეუცვლელი ფავორიტია დედამიწაზე. თავიდან, ამ ჯიშის ძაღლები მწყემსებს ეხმარებოდნენ. ლეგენდის მიხედვით კი, კორგის პირველი ლეკვები ადამიანებს აჩუქეს ფერიებმა, რომლებიც ამ უცნაურ ძაღლებს ზეციური ცხოველების სახით იყენებდნენ.

თურმე ამიტომაა, რომ კორგის ზურგზე დღემდე შენიშნავთ უნაგირის კვალს. მსგავსი ძაღლის ასე უბრალოდ მოპოვება რთულია. აი, რატომ გაუკვირდა მედისონ პალმს, ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს, როცა ინტერნეტში წაიკითხა განცხადება: “გავაჩუქებ 7 წლის კორგის. ვინც პირველი მოვა, იმას შეხვდება!”

მითითებულ მისამართზე მისვლისას, გოგონას შეეშინდა. ძველი, ჩამონგრეული სახლის ეზოში 20-მდე ავტომობილის ჩონჩხი იყო მოფენილი, ყველგან უკიდურესად გამხდარი ძაღლი დახეტიალობდა, ჰაერში კი საშინელი სუნი იდგა. თუმცა, კორგიმ, სახელად კორა, პრაქტიკულად მაშინვე იპოვა თავისი მომავალი დედა. უცნობს ფეხებზე მიეკრო და აღარ მოსცილდა.

ძარლის მეპატრონესთან საუბრისას, მედისონი მხოლოდ ზიზღს გრძნობდა. კორამ ცხოვრებაში აცრების მხოლოდ ერთი კურსი გაიარა, ისიც ლეკვობისას, სანამ ჯერ კიდევ მომშენებელთან იყო. ყოველ ატეხვაზე, უბედური ძაღლი ორსულდებოდა და 7 წლის განმავლობაში ასამდე ლეკვი გაუჩენია. საწყალ ძარლს არასდროს ჰქონია არც საბელი, არც თასი. იგი მხოლოდ ნაგავსაყრელიდან მოტანილი ნარჩენებითა და უპასუხისმგებლო პატრონების მიერ გამეტებული ნაგვით იკვებებოდა.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა მიღებული. იმ დღიდან, კორა მედისონთან ცხოვრობდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ძაღლი, რომელიც 7 წლის განმავლობაში ადამიანებისგან მხოლოდ სისასტიკეს გრძნობდა, უნდობი და ველური იქნებოდა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მიმზიდველ კორგის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

ყველაფერი დაიწყო აეროპორტში, როცა პალმი თავის დაბანილ, გაწკრიალებულ მეგობართან ერთად თავის რეისს ელოდებოდა. უეცრად, კორა გაიქცა და მივარდა უცნობ ადამიანს, რომელსაც ნოუთბუქიდან თავი არ აუღია. მის წინაშე მომღიმარი კორგის დანახვისას, მამაკაცს არ შეშინებია, პირიქით, სიხარულისგან იტირა!

შეშინებულმა მედისონმა, როგორც იქნა, შეძლო იმის კითხვა, უშლიდა თუ არა უცნობ ადამიანს ძაღლი ხელს. მან კი, ისე რომ კორას ფერება არ შეუწყვეტია, უპასუხა: “არა-არა, უბრალოდ გუშინ ჩემი ძაღლი დავკარგე…”

სულ ცოტა ხნის წინ მოწყენილი მამაკაცი თვალსა და ხელშუა  გახალისდა. კორა კი, თითქოსდა, ყველანაირად ცდილობდა ამ პროცესის შემსუბუქებას. მაგალითად, როცა უცნობმა მისთვის ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, ჭკვიანი ძაღლი სპეციალურად 30 წამით იჯდა გაუნძრევლად.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კორგი როგორღაც გრძნობს ადამიანის დარდს და მის დახმარებას ცდილობს შეძლებისდაგვარად. მედისონს უკვირს, ვერ იგებს, თუ როგორ შეიძლება ცხოველმა, რომელზეც 7 წელი ფეხებს იწმენდნენ, ადამიანებს ამდენი სიყვარული აჩუქოს.

იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა ბედი ეწეოდა კორას, მედისონს იმ დღეს განცხადება რომ არ ენახა. ახლა კორგი ცხოვრობს მეგობრებთან ერთად, იგი უყვართ და მასზე ნამდვილად ზრუნავენ.

დიდი იმედი მაქვს, დედამიწაზე არსებულ ყველა შინაურ ცხოველს მედისონისნაირი მოსიყვარულე და მზრუნველი პატრონი შეხვდება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს