გაცნობის საიტზე რა უნდა დაწეროს ქალმა, რათა მიიქციოს მამაკაცების ყურადღება.

78

რა უნდა დავწეროთ ინტერნეტით გაცნობის საიტებზე? ბოლო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან 2019 წლის შემდეგ სოციუმის უზარმაზარი ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, გადავიდა ვირტუალურ ურთიერთობაზე. ადამიანები მუშაობენ დისტანციურად, ხშირად მეგობრული შეხვედრებიც კი იმართება ინტერნეტით. როგორ უნდა გავიცნოთ ახალი ადამიანები?

რა უნდა დავწეროთ ინტერნეტში გაცნობის საიტებზე

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ჩვენ ჩვენი სოციალური ცხოვრების დიდი ნაწილი ონლაინში გადავიტანეთ. უბრალოდ, ახლა ქუჩაში გაცნობა აღარ არის მიღებული. შეგიძლიათ მაგალითად, კაფეში, ან ბარში  გაიცნოთ ადამიანი. თუმცა, რამდენად ღირს პარტნიორის ძებნა მათ შორის, ვინც ხშირად სტუმრობს ასეთ ადგილებს?დიდი ნაწილი მაინც ინტერნეტით გაცნობაზე მოდის. ახლა არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც აადვილებს საპირისპირო, ან იმავე სქესის წარმომადგენელთან შეხვედრას. ასეთ აპლიკაციებში, შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ მეგობრებიც.

მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად შეარჩიოთ ადამიანი, მისი სურვილების და მიზნების გათვალისწინებით. არის ადამიანების დიდი კატეგორია, რომლებიც ეძებენ დროებით კავშირებს და არა გრძელვადიან ურთიერთობებს. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გადაწყვიტოთ რა გჭირდებათ თქვენ სინამდვილეში.უნდა დაწეროთ გულწრფელად თქვენი განზრახვების შესახებ და არ დაიმალოთ ის ლამაზი სიტყვების მიღმა. ხალხი ყურადღებას აქცევს ასეთ სიტყვებს, მაგრამ შემდეგ იმედგაცრუებულნი რჩებიან, რადგან ვერ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ. არის კიდევ ერთი კატეგორია, ვინც ირგვლივ მყოფებში მხოლოდ ნეგატიურ თვისებებს ხედავს. ასეთი პიროვნებები ხშირად აკრიტიკებენ გაცნობის საიტებს იმის გამო, რომ უჭირთ იქ იპოვონ ვინმე მათი გემოვნების შესაბამისი: საინტერესო, მიმზიდველი და ა. შ. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რას აკეთებ გაცნობის აპლიკაციაში, თუ ასეთი სრულყოფილი ხარ?

ასეთი აპლიკაციების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ადამიანის მხოლოდ ნაწილს ვხედავთ. გარეგნობა ცოტას ამბობს, ისევე როგორც ტექსტი ფოტოს ქვეშ. ბევრმა უბრალოდ არ იცის, როგორ აღწეროს სწორად და ლამაზად საკუთარი თავი, არც ყველას შეუძლია ლამაზი ფოტოს გადაღება. ამიტომ, ფრთხილად უნდა სცადოთ გაცნობა და არ შეგეშინდეთ უარის მიღების.ვფიქრობ, ყველაზე გაბედულებს, ან ყველაზე იღბლიანებს შეუძლიათ იპოვონ მეწყვილე ისეთ აპლიკაციაში, როგორიცაა Tinder. ხანდახან ისეც ხდება, რომ პირველ ჯერზევე ვაღწევთ მიზანს და ვპოულობთ შესაფერის პარტნიორს. თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.

რჩევა რედაქციისგან: რა დავწეროთ გაცნობის საიტზე? Სიმართლე! აღწერეთ საკუთარი თავი რაც შეიძლება ნეიტრალურად: გულწრფელად, მაგრამ ზედმეტი კრიტიკის გარეშე. დაწერეთ რა გაინტერესებთ და რა გინდათ ურთიერთობისგან. ეცადეთ არ განაწყენდეთ, როცა არაადეკვატურ ადამიანებს შეხვდებით – გაზვიადებული მოთხოვნებით და თვითშეფასებით. ესეთები სამწუხაროდ, ძალიან ხშირად შეგხვდებათ.დასასრულს, მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა გაცნობის აპლიკაციების და მათი მომხმარებლების შესახებ. მე პირადად, ეჭვის თვალით ვუყურებ მათ, ვინც ყოველწლიურად წარუმატებლად ცდილობს მეწყვილის პოვნას ინტერნეტში. რატომღაც მეჩვენება, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ ამ ადამიანებს. შეიძლება ვცდები, არ ვიცი… მე ყოველთვის მარტივად ვპოულობდი მეგობრებს და პარტნიორებს რეალურ ცხოვრებაში და ამიტომ მიკვირს.

ზოგს უბრალოდ არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ ადგეს და გაიცნოს სასურველი ადამიანი. ზოგი ძალიან მორცხვია და ეშინია უარის მიღების. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ამ საკითხში მამაკაცებს უფრო რთულად აქვთ საქმე. შესაძლოა, ეს სწორედ ის ხალხია, ვისაც გაცნობის საიტები სჭირდება. წარმატებებს ვუსურვებ მათ, ვინც ცდილობს იპოვოს თავისი სულის ნაწილი, მჯერა, რომ ყველაფერი გამოუვათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს