მზიურა ერთდროულად მრავალ დაავადებას კურნავს. ღირებული ფესვებით მთელ აფთიაქს ჩაანაცვლებთ

657

სხვა სახეობებისგან განსხვავებით მზიურას წარდგენა არ სჭირდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეა, რომელიც თითქმის ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

  • სიმსივნე სხვადასხვა ადგილას. 200 გრ ხმელ ფესვებს (ჯერ დააქუცმაცეთ, შემდეგ ყავის საფქვავში დაფქვით) 500 გრ ახალი თაფლი დაუმატეთ. 1 დღე დააყენეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.
  • ტუბერკულოზი. ახალი ფესვებისგან 2 ჭიქა ფაფა მოამზადეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. 1 ს/კ ფაფა ყოველი ჭამის წინ 2-3 თვის განმავლობაში დალიეთ.
  • ალერგია (სიცივეზე, მედიკამენტებსა და საკვებზე). მზიურას სხვადასხვა ნაწილი, ძირტკბილა და ტუხტის ფესვები აურიეთ. 2 ჩ/კ ნარევს 2 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 8-10 საათით დააყენეთ. 1/3 ჭიქა ოდნავ შემთბარი ნახარში დალიეთ. შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.
  • ნეიროინფექცია. 1 ს/კ მზიურას ფესვებს, 1 ს/კ ნაღველა და 1 ს/კ ფარსმანდუკი აურიეთ და 0,5 ლ წყალი დაასხით. 10 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1-2 ს/კ ნაყენი დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
  • ჰიპერტონია. თანაბარი პროპორციით მზიურას ფესვები და ასფურცელას ყვავილები აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1,5 საათით ხარშეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე დალიეთ.
  • რევმატიზმი. თანაბარი წონის პროპორციებით მზიურას ფესვები და ოროვანდი აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით თბილ ადგილას დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ნაყენი გამახურებელი კომპრესებისთვის გამოიყენეთ. რევმატიზმის დროს ძლიერი ეფექტის მქონე საშუალებაა.
  • სკლეროზი. 50 გრ ხმელ მზიურას 0,5 ლ არაყი დაასხით და 2-3 კვირა დააყენეთ. 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მთელი კურსისთვის 1-1,5 ლ ნაყენი დაგჭირდებათ. შემდეგ შესვენება გააკეთეთ და კურსი გაიმეორეთ.
  • თირკმლებზე კისტა. 30 გრ დაქუცმაცებულ მზიურას ახალგაზრდა ფესვებს, 2 ს/კ შაქარს და 1 ს/კ საფუარს 3 ლ თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 2 დღე გააჩერეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. მთლიანად დაამთავრეთ, 20 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
  • ფეხის ცერა თითზე წამონაზარდი გაიწოვება, თუ მზიურას ფესვების ცხელ საფენებს 12 დღე ზედიზედ გაიკეთებთ. კარგი იქნება, თუ ამავდროულად ანწლის ნაყენს შეიზილეთ.
  • სტომატიტი. 20 გრ მზიურას ფესვებს 200 მლ წყალი დაასხით და 5 წუთით აადუღეთ. 4 დღე სითბოში გააჩერეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  • უკუჩვენება
  • მზიურას სერიოზული უკუჩვენება გააჩნია. მაგალითად, მისი მიღება გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს არ შეიძლება. უკუჩვენებულია თირკმლის დაავადებების დროს.
  • მზიურას ფესვების ნაყენი და ნახარში კუჭში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოებას ამცირებენ და სარგებლის ნაცვლად დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს ზიანს იწვევენ.
  • მზიურა ქალური დაავადებების დროს (უხვი მენსტრუაციით) უკუჩვენებულია. ჰიპოტონიკებმაც ფრთხილად უნდა მოიხმარონ.

მზიურას ღვინო დასუსტებული ადამიანებისთვის რეკომენდებულია, თუმცა ჰიპერაციდული გასტრიტის და კუჭის წყლულის გამწვავების პერიოდში უნდა გამორიცხოთ. მისი მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს