სარეცხ მანქანაში ნივთების რეცხვა ჩვეულებრივი საქმიანობაა. რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეეძლოთ ცხოვრება ოდესღაც ადამიანებს მის გარეშე. თუმცა, ბევრს ავიწყდება, რომ ყველა ნივთის შედება სარეცხ მანქანაში არ შეიძლება და ჩნდება არა მხოლოდ ნივთის, არამედ თავად სარეცხი მანქანის გაფუჭები რისკი.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გეტყვით, თუ რისი შედება არ შეიძლება კატეგორიულად სარეცხ მანქანაში.
სარეცხის რეცხვა სარეცხ მანქანაში
იმ ნივთებს შორის, რომლებიც არასოდეს უნდა შედოთ სარეცხ მანქანაში, არის ხალიჩა. ეს ნივთი დიდი რაოდენობით შთანთქავს წყალს, რის გამოც ძალიან მძიმდება. შედეგად, მათი წონა ბევრად აღემატება კონკრეტული მოდელისთვის დასაშვებ წონას, რამაც შეიძლება დააზიანოს ტექნიკა.თანამედროვე სარეცხ მანქანებს ტრიალის რეჟიმში შეუძლიათ წუთში 1000, ან 1200 ბრუნის გაკეთება. თუ შიგნით არის მასიური ნივთები, მაშინ დიდმა დატვირთვამ შეიძლება გაანადგუროს მანქანა.თუ ხალიჩას აქვს რეზინის ძირი, მაშინ ის დაიშლება რეცხვისას, შემდეგ ნაწილები მოხვდება გამავალ მილში, ან ძრავაში. ამიტომ ჯობია ხალიჩები ხელით გარეცხოთ, ან მიიტანოთ სპეციალურ სამრეცხაოში.
კიდევ რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად
- ორთოპედიული ბალიშები. ბალიშები, რომლებიც იმეორებს თავისა და კისრის ფორმას, უნდა გაირეცხოს მხოლოდ ეტიკეტზე მითითებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფუჭდება. საბედნიეროდ, ხარისხიანი ორთოპედიული ბალიშები დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს და ხელითაც მარტივად შორდება ლაქები ზედაპირიდან.
- ცხოველის ბეწვიანი ტანსაცმელი. თქვენი საყვარელი კატის ბეწვიც ხელით უნდა მოაშოროთ ტანსაცმელს, სანამ სარეცხ მანქანაში შედებთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოწყობილობას არ შეუძლია ბეწვის მოცილება. პირიქით, ის თანაბრად მოედება ყველა ტანსაცმელს დოლურაში. უარეს შემთხვევაში კი გაიჭედება მილში, ან ფილტრში.ბეწვის მოშორება საკმაოდ მარტივია წებოვანი რგოლით, ან რეზინის სველი ხელთათმანით. არ დაგავიწყდეთ კატის დავარცხნაც!
- დიდი პლედი. ყველა დიდი ნივთი, რომელიც ძლივს ეტევა სარეცხ მანქანაში, ჯობია არ შეტენოთ. რეცხვისთვის საჭიროა დოლურა ნორმალურად დატრიალდეს. თუ ეს არ მოხერხდება, ნივთები არ გაირეცხება, თან დაზიანდება სარეცხი მანქანის შიდა მექანიზმები. უმჯობესია გამოიყენოთ ქიმწმენდა.
- ნივთები მაქმანებით, ან ნაქარგებით. რთული ელემენტების მქონე ხელნაკეთი ნივთები შეიძლება ადვილად დაზიანდეს სარეცხ მანქანაში. მაგალითად, მაქმანი შეიძლება გამოედოს ელვა შესაკრავს ან ღილებს, რაც გამოიწვევს უსიამოვნო შედეგებს. ნებისმიერი დეკორაცია, რომელიც შეიძლება მოძვრეს, გატყდეს, ან გაიხეხოს, საფრთხეს უქმნის დოლურას, ფილტრს და სარეცხი მანქანის სხვა შიდა ნაწილებს.
თქვენ რა ნივთებს არ დებთ სარეცხ მანქანაში არასდროს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.