ზაფხულისთვის სუნამოს არჩევისას ვითვალისწინებ ვარსკვლავების გემოვნებას. წელს ჯენიფერ ენისტონის სურნელს ვირჩევ.

185

იცით, როგორი სურნელი აქვთ ცნობილ ადამიანებს? ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს აქვს თავისი საყვარელი სუნამო, რომელსაც წლების განმავლობაში არ ცვლის. ჩვენ დავინტერესდით და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა სახის სუნამოებს იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები და იქნებ, თქვენც დაგაინტერესოთ.

საყვარელი სუნამოები

დავიწყოთ, მეგან მარკლის სუნამოს შესახებ. ის აღფრთოვანებულია ინგლისური ბრენდით “Jo Malone”. ყველაზე მეტად მოსწონს სუნამო “Salt Sage” და ძირითადად, ცივ სეზონზე იყენებს. ცხელი ზაფხულისთვის კი ირჩევს იმავე ბრიტანული სახლის სურნელს “Wild bluebell”. გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგინიას მოსწონს “Cote d’Azur” სუნამო Oribe-ს ბრენდისგან.

ბოლო სურნელი კლასიკურად ითვლება Oribe-ს ხაზში. იგი აერთიანებს ბერგამოტისა და ვარდისფერი ლიმონის ნოტებს. ასევე იგრძნობა თეთრი ატამი, მოცხარი და ნაზი შროშანი. სუნამო არი ტკბილიც და მსუბუქიც. ამაზე პასუხისმგებელია ვაშლი. შლეიფში კი სჭარბობს თეთრი ქარვა, მუშკი და კედარი.

მონიკა ბელუჩი არა მხოლოდ შესანიშნავად გამოიყურება, არამედ სასიამოვნო სურნელიც აქვს. ამ საოცარი იტალიელისგან სხვას არც ველოდით. მისი საყვარელი სუნამო მშობლიურ იტალიასთან ასოცირდება და ეს არის საკულტო სუნამო “Escale a Portofino” გამოჩენილი ბრენდისგან Dior. სუნამო აერთიანებენ სიცილიური ფორთოხლის, ტოსკანური კვიპაროსისა და კალაბრიული ბერგამოტის ნოტებს.”Escale a Portofino” შეიცავს 16 ბუნებრივ ესენციას. ეს არის არომატების წარმოუდგენელი მძვინვარება ერთ ბოთლში.

ცნობილი ქალბატონების საყვარელი სუნამოები – ზაფხულში დედოფალი ლეტიცია სხვადასხვა სურნელს ატარებს. მისი საყვარელი საზაფხულო სუნამოებია “The vert” ბრენდისგან Bvlgari და “Soir” ბრენდისგან Sisley. პირველი, მსუბუქია, აფრქვევს კლასიკური მწვანე ჩაის არომატს. გამოდგება ყოველდღიური მოხმარებისთვის. ხოლო მეორე, უფრო ღრმაა, აერთიანებს მანდარინის, გრეიფუტის და ღვიის ნოტებს. ის უფრო სადღესასწაულო სუნამოა.

ჰოლივუდის ლამაზმანი ჯენიფერ ენისტონის საყვარელი სუნამო წლების განმავლობაში არ იცვლება. ეს არის კლასიკური ფრანგული სუნამო “Anais” ბრენდისგან Cacharel. ის პირველად გასაყიდად გამოვიდა 70-იანი წლების ბოლოს. სუნამო ბესტსელერი გახდა იმ წუთიდან და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ზაფხულის დღეებში ამ სუნამოს ტარება ნამდვილი სიამოვნებაა. იგი აერთიანებს თეთრი შროშანის, ჰიაცინტის, ცხრატყავას, გალბანუმის და ლავანდის ნოტებს. ასევე, სუნამოში არის ფორთოხლის ყვავილი, ბერგამოტი, ლიმონი, შავი მოცხარი, ხეობის შროშანი, მიხაკი და მაროკოს ჟასმინი.

კინოვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ზაფხულში იპკურებს ბრენდის Creed სუნამოს “Love in White”. ეს არის მსუბუქი და მაცოცხლებელი სურნელი, აერთიანებს ფორთოხლის ქერქის, მაგნოლიას, ნარცისის, იტალიური ჟასმინის, ზამბახისა და ბულგარული ვარდის ნოტებს. ხოლო, შლეიფის კეთილშობილურ კვალს იძლევა ამბრის, სანდლის ხის და ვანილის ძირითადი ნოტები.

ამერიკელ მოდელ ჰეილი ბიბერს უკვე დიდი ხანია ფავორიტებში ჰყავს სუნამო “Fleur narcotique” ბრენდისგან Ex nihilo. ეს ყვავილოვანი და ხილის არომატი პირველად 2014 წელს გამოჩნდა. მოდელმა მაშინვე შენიშნა და მას შემდეგ მუდამ თან ჰყავს. სუნამო აერთიანებს ლიჩის, ბერგამოტის, ატმის, პეონის, ჟასმინის, მუშკის და ხავსის ნოტებს.

ცნობილი მოდელი ეშლი გრეჰემი მხოლოდ ერთი სუნამოს ერთგულია. ეს სუნამო არის “Absolu de parfum” ფრანგული მოდის სახლის Chloe-სგან. მან თქვა, რომ ამ სუნამოს გარეშე ერთი დღეც ვერ იცოცხლებს და არც არის გასაკვირი, რადგან მართლაც საოცარი სურნელი აქვს. დამასკოს ვარდის ზედა ნოტები ოსტატურად არის შერწყმული გრასკულ ვარდთან და პაჩულისთან. ამ ყვავილოვან ტანდემს კი ავსებს დელიკატური ვანილი.

თქვენ რა სუნამოს იყენებთ ზაფხულში? კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ თქვენს ფავორიტებს კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს