მზე როგორც კი ჩადის, ამ ორი ბიჭის სხეული ქვავდება. მამამ იმედი თითქმის დაკარგა…

30340

პაკისტანელი მუჰამედ ჰაშიმის უფროსი ვაჟები უჩვეულო ბავშვები არიან. დღისით, 13 წლის შოაიბი და 9 წლის აბდულ რაშიდი არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისგან. ძმები დადიან სკოლაში, სამაგალითოდ სწავლობენ ადგილობრივ მედრესეში, ხოლო თავისუფალ დროს დარბიან და ერთობიან, როგორც სხვა ნებისმიერი ბავშვი.

თუმცა, როგორც კი ღამე დადგება, ბავშვებს, თითქოს, ცვლიან. ცოტა ხნის წინ ფხიზელი და აქტიური ბიჭები უმოძრაოდ წვანან საწოლზე და ჭერს შეშინებული თვალებით უყურებენ. მუჰამედს, ძმების მამას, უკვე აღარ ჰქონდა იმედი, რომ ექიმები მის ბავშვებს დაეხმარებოდნენ.

ადგილობრივმა ექიმებმა დაადგინეს: ღამით ბავშვები პარალიზდებიან. მათ არც მოძრაობა შეუძლიათ და არც საუბარი. წლების განმავლობაში ასეთ მდგომარეობას შეჩვეული ბიჭები შეეგუვნენ სიტუაციას და უბრალოდ მზის ამოსვლას ელოდებიან. მშობლებმა კი აქამდე ყველა საშუალება სცადეს პატარების დასახმარებლად.

როცა ექიმებმა მუჰამედს დაზუსტებით ვერაფერი უთხრეს, მამაკაცმა ადგილობრივ შემლოცველებსა და გრძნეულებს მიმართეს. ისინი კლიენტს ერთხმად უმტკიცებდნენ, რომ ბავშვები ვიღაცამ დაწყევლა. თუმცა, შარლატანები, რაღა თქმა უნდა, ბავშვებს ვერ დაეხმარნენ.

ექიმებს არ დავიწყებიათ უჩვეულო პატარა პაციენტების შესახებ. ძმების გამოცანით დაინტერესდნენ პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტში. მხოლოდ იქ შეძლეს ქვეყნის საუკეთესო ტვინებმა ბავშვების ღამის პარალიზების საკითხით სერიოზულად დაკავება.

დღეს ექიმები თვლიან, რომ მათ ბოლოს და ბოლოს შეძლეს გამოსავალთან მიახლოება. სპეციალისტების თქმით, შოაიბსა და აბდულ რაშიდს იშვიათი გენეტიკური დარღვევა აქვთ, რომელმაც ბავშვების ორგანიზმში ნეირომედიატორული მიმოცვლის დარღვევები გამოიწვია.

ექიმებმა ჩაატარეს მასშტაბური გენეტიკური ანალიზი, ნიმუშები აშშ-ელ კოლეგებს გადაუგზავნეს. მუჰამედმა, ცხოვრებაში პირველად, შვებით ამოისუნთქა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ “მზის ბიჭების”, როგორც მედიკოსებმა შეარქვეს, განკურნება შესაძლებელი იყო.

პატარების დაავადება იმის შედეგია, რომ მათი მშობლები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. ამის გამო, ბიჭებს გამოჰყვა იშვიათი გენეტიკური გადახრა, რომელიც მხოლოდ მამრებში ვლინდება. შოაიბსა და აბდულს ჯანმრთელი დები ჰყავთ. მუჰამედის ყველაზე უმცროს ვაჟში კი უკვე დაიწყო უფროსი ძმების დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლინება.

მიუხედავად ამისა, ექიმები აფრთხილებენ, რომ გენეტიკური გადახრის სრულად მოშორება მაინც არ გამოვა. თუმცა, პროცედურები და მედიკამენტები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სიმპტომებს და ბავშვებს საშუალებას მისცემს, უფრო დიდხანს დარჩნენ აქტიურები. საბედნიეროდ, პაკისტანელმა მაღალჩინოსნებმა უკვე განაცხადეს, რომ უჩვეულო ძმების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ასეთმა სიახლემ ძალიან გაახარა ბავშვების მშობლები. თვითონ ძმებს კი იმედი აქვთ, რომ მკურნალობის კურსი შეწყვეტს მათ ღამის “ბნედებს” და მომავლის ოცნებებს აუხდენს. უფროს ძმას სურს, სწრაფად გაიზარდოს და გამოვიდეს მასწავლებელი, ხოლო უმცროსს რელიგიის შესწავლა სურს.

100 წლით ადრე, “მზის ბიჭებს” პარალიზებულად მოუწევდათ ყველა ღამის გატარება. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს