ხაჭოს ტორტი ნამდვილი საჩუქარია ტკბილეულის და დესერტის მოყვარულებისთვის. დღეს წარმოგიდგენთ სომხური ტორტის “ეჰინეს” რეცეპტს. საოცრად ნაზი ბისკვიტით და უგემრიელესი მოხარშული კრემით.
ხაჭოს ტორტი
ინგრედიენტები ტორტისთვის
- 400 გრ. ხაჭო
- 600 გრ. ფქვილი
- 200 გრ. შაქარი
- 2 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 300 გრ. არაჟანი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 1 ლიტრი რძე
- 150 გრ. შაქარი
- 4 კვერცხის გული
- 200 გრ. კარაქი
- 50 გრ. სახამებელი
- 10 გრ. ვანილი
- მწიკვი მარილი
განუმეორებელი “ეჰინე” – ტორტის წარმოშობა აქტიურ დისკუსიას იწვევს სოციალური ქსელის მომხმარებლებში. ზოგი თვლის, რომ “ეჰინე” არის მოდიფიცირებული “ნაპოლეონი”. არსებობს ვერსია, რომ ეს რეცეპტი საერთოდ არ არის სომხური და ის აღმოსავლეთის სხვა ქვეყნიდანაა, მაგრამ დესერტის სახელი ნამდვილად სომხურია და ნიშნავს “მზისკენ მიმავალს”.
მომზადების წესი
- მოათავსეთ ხაჭო ღრმა ჯამში და დაუმატეთ შაქარი, მარილი, 2 კვერცხი. ჯერ კოვზით აურიეთ ინგრედიენტები, შემდეგ კი ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ არაჟანი და ისევ ათქვიფეთ.
- მიღებულ მასას თანდათან უნდა დაუმატოთ ფქვილი. აუჩქარებლად და ნაზად მოზილეთ ცომი კოვზით. როდესაც ფქვილის უმეტეს ნაწილს ჩაყრით, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი.
- თავიდან ტორტი კოვზით იზილება ჯამში. როცა მასა გასქელდება, გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და გააგრძელეთ მოზელა. ბოლოს მიეცით ძეხვის ფორმა, გაყავით 6 ნაწილად, თითოეული ნაწილი ჩადეთ პარკში და შედეთ მაცივარში.
- სანამ ცომი გაცივდება და ისვენებს, დაიწყეთ კრემის მომზადება. სქელძირიან ქვაბში კარგად აურიეთ გულები, ცოტა რძე, შაქარი. დაამატეთ მარილი, ვანილის შაქარი და სახამებელი. დარწმუნდით, რომ მასა ერთგვაროვანია და კარგად გაიხსნა. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი რძე და მოხარშეთ კრემი დაბალ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება.
- ცომის თითოეულ გუნდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ საცხობი ფურცლის ზომაზე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- როდესაც კრემი გაგრილდება, დაუმატეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. წაუსვით ეს კრემი გაგრილებულ ფირფიტებს და გააფორმეთ. სასურველია, ტორტი მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ და შემდეგ დაჭრათ.
ხაჭოს სადღესასწაულო ტორტი – ტორტი შეგიძლიათ შეავსოთ სეზონური ხილით. მაგალითად, მარწყვით, ატმით, ვაშლატამათი, ნესვით, ან ალუბლით. თუ დესერტს კარგად გაჟღენთვის დროს მისცემთ, ღვთაებრივ გემოს მიიღებთ.
თქვენ გაგისინჯავთ ეს სომხური დესერტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.