ჟანგი შეიძლება გაჩნდეს ტანსაცმელზე, თუ მას აქვს ლითონის ჩანართები. რეცხვის დროს ლითონი შედის წყალთან კონტაქტში და იჟანგება. რამდენიმე გარეცხვის შემდეგ კი ნივთებზე ყვითელი ლაქები ჩნდება. თუმცა, ეს არ არის ტანსაცმლის გადაყრის მიზეზი, რადგან ჟანგის ლაქების მოცილება მრავალი გზით შეიძლება. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გეტყვით, როგორ მოვაცილოთ ჟანგის ლაქა თეთრი ან ფერადი ტანსაცმლიდან.
როგორ მოვაცილოთ ჟანგის ლაქა ტანსაცმლიდან
როგორ მოვაცილოთ ჟანგის ლაქა თეთრი ტანსაცმლიდან – თეთრი ტანსაცმლის გასუფთავება შესაძლებელია მათეთრებლით. გარეცხვის წინ წაუსვით ის პირდაპირ ლაქაზე და გააჩერეთ 5 წუთი. ამის შემდეგ ნივთი გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ჩვეული წესით. მათეთრებელი საშუალებების გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია ტანსაცმლის ეტიკეტზე, რადგან დელიკატურ ქსოვილებზე არ შეიძლება ქლორის გამოყენება. ასევე, მათეთრებელი აზიანებს ხელის კანს და თვალებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსს, ამიტომ ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები და შეეცადეთ არ შეისუნთქოთ სუნი. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.კარგად აშორებს ჟანგის ლაქებს ლიმონმჟავა: 30 გრ. ლიმონმჟავა უნდა განზავდეს ერთ ჭიქა თბილ წყალში, შემდეგ ხსნარი დაასხით ტანსაცმელს და გააჩერეთ 10 წუთი. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმეჯერ, თუ პირველ ჯერზე ვერ მოხერხდება ჟანგის მოცილება. ასევე კარგია ლიმონი: შეაზილეთ ის ლაქას, შემდეგ კარგად დააუთოვეთ და გარეცხეთ.
როგორ ამოვიყვანოთ ჟანგის ლაქა ფერადი ქსოვილებიდან – ასევე მარტივია ფერადი ტანსაცმლიდან ჟანგის ლაქების მოცილება. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ გლიცერინი და ცარცი. თანაბრად შეურიეთ გლიცერინი და დაფხვნილი ცარცი. მიღებული სქელი ფაფა წაუსვით ლაქაზე. იმისათვის, რომ ლაქა მთლიანად გაქრეს, თქვენ უნდა დატოვოთ პროდუქტი მასზე ერთი დღით. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი.თუ სახლში გაქვთ ძმარმჟავა, ისიც გამოგადგებათ ფერადი ტანსაცმლიდან ჟანგის ლაქების მოსაშორებლად. ძმარმჟავა არა მხოლოდ აშორებს ლაქას, არამედ უნარჩუნებს ტანსაცმელს ფერს. პროდუქტი უსაფრთხოა ნებისმიერი ტიპის ქსოვილისთვის. 5 ლიტრ თბილ წყალში გააზავეთ 4 ს/კ მჟავა. ჩაალბეთ ტანსაცმელი მთელი ღამით, შემდეგ გაწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.სახლში სარეცხი საპონი ყველას გექნებათ. იმისათვის, რომ მოაცილოთ ჟანგის ლაქები, გახეხეთ საპონი და გააზავეთ მცირე რაოდენობით თბილ წყალში. წაუსვით ლაქებზე და დატოვეთ ასე 12 საათის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი.ასევე კარგია ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მას ტოვებენ ლაქაზე 5 საათის განმავლობაში, შემდეგ რეცხავენ სარეცხ მანქანაში.
რჩევა რედაქციისგან: თუ საჭიროა მუქი ტანსაცმლიდან ჟანგის მოცილება, გამოიყენეთ ძმარი ან ლიმონი. ლიმონის და უთოს მეთოდიც კარგია. ფრთხილად იყავით – აბრეშუმის ნივთები დაბალ ტემპერატურაზე უნდა გაუთოოთ.ჯინსის ტანსაცმლიდან ჟანგის მოსაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი და ძმარი. მარილი უნდა შეურიოთ ძმარს, სანამ სქელ, ფაფისებრ მასას არ მიიღებთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ხისტი ფუნჯი. დატოვეთ ასე მთელი ღამით და მეორე დღეს გარეცხეთ.
გაგვიზიარეთ კომენტარებში ჟანგის ლაქების მოცილების თქვენებური ხრიკები.