ნუტრიციოლოგმა მომცა ხაჭოს ჰაეროვანი დესერტის რეცეპტი. შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც გსურთ

392

შესაძლებელია თუ არა ხაჭოსა და არაჟნისგან ტორტის გაკეთება ცხობის და ჟელატინის გარეშე? გადავწყვიტეთ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მკითხველისთვის გაგვეცნო ამ ჯადოსნური დესერტის რეცეპტი. ის მზადდება სულ რაღაც 5 წუთში და სჭირდება უმარტივესი ინგრედიენტები.

ხაჭოს და არაჟნის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 400 გრ. ხაჭო
  • 400 გრ. ვაფლი
  • 2-3 ს/კ არაჟანი – შეიძლება მის გარეშეც
  • 40 გრ. შოკოლადი მოსართავად

მომზადების წესი

  1. ხაჭო გაატარეთ წვრილ სახეხში. სხვათა შორის, თუ სახლში ხაჭო არ გაქვთ, მისი დამზადება კეფირისგანაც შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ საყინულე, დოლბანდის ნაჭერი და იგივე სახეხი.
  2. ვაფლები დატეხეთ პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერის თასში. დაფქვით ერთგვაროვნებამდე, შემდეგ შეურიეთ ხაჭოს და გააგრძელეთ ყველაფრის ერთად თქვეფა. თუ მასა ძალიან მშრალია და კარგად არ მუშავდება, დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი არაჟანი ან რძე.
  3. ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი თქვენს ფორმაში.
  4. გადაიტანეთ ზედ ხაჭოსა და ვაფლის მასა და კარგად დატკეპნეთ.
  5. გადააფარეთ თავზეც სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ 5 საათით. ამ დროის განმავლობაში დესერტი უფრო ერთგვაროვანი და მკვრივი გახდება.
  6. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ გაცივებული დესერტი მორთეთ გახეხილი შოკოლადით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ფანტელები. შედეგად, ჩვენი ტორტი გიგანტურ რაფაელოს დაემსგავსება.
  7. როგორც ხედავთ, სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან მივიღეთ ადვილად მოსამზადებელი და სასარგებლო დესერტი, რომელსაც ყოველ ჯერზე დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ოჯახის წევრები. ამასთან, ზაფხულის ცხელ დღეებში, არ მოგიწევთ ქურასთან დგომა.

გემრიელად მიირთვით!სცადეთ თქვენც ხაჭოს ამ უგემრიელესი დესერტის მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი ნახელავი კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს