გამოცდილი ხრიკი საყინულეში მოთავსებული ხახვით, რათა სამზარეულოში მუდამ წესრიგი იყოს.

426

შესაძლებელია თუ არა ხახვის გაყინვა საყინულეში და როგორ მოვიშოროთ მისი უსიამოვნო სუნი? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ხახვთან დაკავშირებულ რამდენიმე ხრიკს, რომელიც თქვენს საქმიანობას სამზარეულოში უფრო სასიამოვნოს გახდის.

შეიძლება თუ არა ხახვის გაყინვა

ხახვი უხდება საკვების უმეტესობას და მრავალი კერძის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, კულინარიის ექსპერტები დამსახურებულად მიიჩნევენ მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტად. თუმცა, დამუშავების დროს ეს ბოსტნეული ხშირად გვატირებს ხოლმე და ამის თავიდან ასაცილებლად, დიასახლისებმა პატარა ხრიკი მოიგონეს.თუ ხახვის გამოყენებას აპირებთ, წინასწარ შედეთ ის საყინულეში მინიმუმ 15 წუთით. ამ დროის განმავლობაში ბოლქვები გაცივდება, მაგრამ არ დაკარგავს გემოვნურ თვისებებს, დაჭრის დროს კი თვალებს აღარ აგიწვავთ.კიდევ ერთი ვარიანტია, გამოიყენოთ იალტური წითელი ხახვი, რომელიც არ წვავს თვალებს. ხასხასა, მეწამული ფერი და ბოლქვის ბრტყელი ფორმა, ამ პოპულარული ჯიშის მთავარი ატრიბუტია. ასეთი ხახვის დაჭრა ნამდვილი სიამოვნებაა, რადგან ნამდვილად არ მოგიწევთ ტირილი. იალტური ხახვის გემო განსხვავდება ჩვეულებრივი ხახვისგან: ის სასიამოვნოდ ტკბილია.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი – ხახვის არომატის მოსაშორებლად, ეს პიკანტური ბოსტნეული შეგიძლიათ დაამარინადოთ. ამ პატარა ხრიკს ხშირად ვიყენებ სალათების მომზადებისას.ხახვი დაჭერით რაც შეიძლება წვრილად. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი. აურიეთ და დატოვეთ 15-20 წუთი. ხახვი შეიძენს პიკანტურ მოტკბო-მომჟაო გემოს და სალათა უფრო გემრიელი და დახვეწილი გამოვა. ამავდროულად, დარბილდება ხახვის მკვეთრი გემო.მათ, ვინც მიდის შეხვედრაზე ან პაემანზე, შეუძლიათ ღუმელში გამომცხვარი ხახვი უშიშრად მიირთვან. მისი უზარმაზარი უპირატესობა უმთან შედარებით არის ის, რომ აქვს ძალიან საინტერესო პიკანტური გემო და საერთოდ არ ტოვებს უსიამოვნო სუნს.ხახვი გამოაცხვეთ პირდაპირ ქერქში 100-150 გრადუს ტემპერატურაზე 15-30 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარნირი თევზის ან ხორცისთვის.

ერთი თავი ხახვი ცვლის აფთიაქის ნაკრების ნახევარს. პირველად ჰიპოკრატემ დაიწყო ხახვით ადამიანების განკურნება. მან მცენარე გამოიყენა, როგორც ანთების, ჭარბი წონის პრობლემებისა და სხვა დაავადებების უნივერსალური საშუალება. რომაელები ხახვს იყენებდნენ თვალის დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ. უკეთესი ეფექტისთვის ხახვის ნაჭრებს თვალის უპეებზეც კი იდებდნენ.ხახვის თვისებები გასაოცარია, მკვლევარები ჯერ კიდევ სწავლობენ მის შემადგენლობას, რათა გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თქვენ იყენებთ ხახვს სამკურნალო დანიშნულებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს