კედრის კაკალი საუკუნოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ. მხოლოდ ნაჭუჭიანად შეიძინეთ

1235

კედრის კაკლის ათვისება საკმაოდ მაღალია, ხოლო მცირე რაოდენობით მისი მიღება ზრდასრულ ადამიანს დღიური დოზის ისეთი დეფიციტური მიკროელემენტებით ავსებს, როგორიცაა:

  • თუთია. ქსოვილების აღდგენასა და ჭრილობის შეხორცებაში, კუნთების შეკუმშვასა და ჩონჩხის ზრდაში მონაწილეობს. პროსტატის ჯირკვლის კარგად ფუნქციონირებას ხელს უწყობს.
  • სპილენძი. სისხლის წითელი სხეულის საწარმოებლად აუცილებელია. თავის ტვინის მუშაობაში მონაწილეობს.
  • მანგანუმი. ჰორმონებისა და ხრტილებისთვის აუცილებელია. ცხიმოვან ცვლაში, რეპროდუქციაში მონაწილეობს და ორგანიზმს გლუკოზის ათვისებაში ეხმარება.
  • მოლიბდენი. ანემიას აფერხებს და ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში მონაწილეობს.
  • მაგნიუმი. რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ძვლების ფორმირებისთვის აუცილებელია.
  • სილიციუმი. შემაერთებელი ქსოვილების მოქნილობას ხელს უწყობს.
  • ვანადიუმი. ქოლესტერინის წარმოქმნას აფერხებს და კბილების და ძვლების განვითარებაში მონაწილეობს.

ლეიკოზი, ლეიკემია

ასეთი მძიმე დაავადების პროგრესირება რომ შეაფერხოთ, კედლის კაკლის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ (ყავის საფქვავით არა!) 1 ჭიქა აავსეთ, შემდეგ ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და ბოლომდე არყით აავსეთ. 10 დღე თბილ ადგილას დააყენეთ და 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ.

დამბლა

დამბლის დროს უძველესი დროიდან ამ რეცეპტს იყენებდნენ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ, გაუსუფთავებულ კედლის კაკალს 1 ჭიქა თხის რძე დაასხით, 3-ჯერ ადუღებამდე მიიყვანეთ (ქაფი 3-ჯერ უნდა გაუჩნდეს, არ მოხადოთ). ნახარშს 1 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ ხორბლის გაღვივებული მარცვლები დაუმატეთ. თბილი სასმელი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.

ონკოლოგია და სხვა მძიმე დაავადება

საშვილოსნოს, ღვიძლის, კუჭის, ფილტვის სიმსივნის, ლეიკოზას და სისხლის სხვა დაავადების შეჩერებას კედლის კაკლის ნაჭუჭით შეძლებთ. მუქი ფერის ბოთლი კედლის კაკლის ნაჭუჭით გაავსეთ (არ დაპრესოთ), ბოლომდე არაყი დაასხით, შეფუთეთ და 10 დღე ბნელ, თბილ ადგილას დააყენეთ. პერიოდულად შეანჟღრიეთ. ამის შემდეგ 30 წვეთი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. თანდათანობით ერთჯერადი დოზა შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზამდე გაზარდოთ. ამავდროულად კედრის კაკალი შეჭამეთ.

საშოს გამოვარდნა

ამ დროს ხალხურ მედიცინაში კედლის კაკალს იყენებენ. 250 მლ ჭიქა კედლის კაკლით აავსეთ, შემდეგ ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და თავდახურულ ჭურჭელში 1 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ 30 წუთით გააჩერეთ და 38-40 გრადუსიან აბაზანას დაუმატეთ. აბაზანა 10-15 წუთით მიიღეთ.

საშვილოსნოს მიომა

ამ დროს დაგჭირდებათ 50 გრ მამრობითი გვიმრა, 1 ჭიქა კედრის კაკალი და 0,5 ლ კონიაკი. გვიმრა და კაკალი ნაჭუჭიანად დააქუცმაცეთ, კონიაკი დაასხით და 10 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. დესერტის კოვზით დღეში 3-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი – 10 კვირა.

სახსრების ტკივილი

კედლის კაკალი ცივ წყალში გარეცხეთ, ოდნავ გახვრიტეთ, ბირთვი შეჭამეთ, ხოლო ნაჭუჭით ნახევარ ლიტრიანი ბოთლი აავსეთ, არაყი ან სპირტი დაასხით. ჭურჭელი შეფუთეთ, შავ ქაღალდში გაახვიეთ და 20 დღე ბნელ, თბილ ადგილას დააყენეთ. დათქმული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და 2 წვეთი ნაყენი 1 ს/კ წყალში გახსენით და დალიეთ. ერთსა და იმავე დროს ჭამის წინ მიიღეთ. ყოველდღიურად დოზა თითო წვეთით გაზარდეთ. 22 წვეთამდე მიღწევის შემდეგ ყოველდღე თითო წვეთით დოზის შემცირება დაიწყეთ. კვლავ 2 წვეთამდე დადით. ამის შემდეგ 3 დღე შეისვენეთ და სამკურნალო კურსი გაიმეორეთ. შესვენებებით სულ 3-4 კურსი ჩაიტარეთ. სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს