ფული რომ ჩემი მიმართულებით მძლავრ ნაკადად წამოვიდეს, ივლისში კონკრეტულ დღეებში ვიკეთებ თმის ვარცხნილობას

620

ზაფხული შესანიშნავი დროა თმის ვარცხნილობისა და სტილის განახლებისთვის, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად. თმის შეჭრის მთვარის კალენდარი 2022 წლის ივლისისთვის დაგეხმარებათ აირჩიოთ ყველაზე ხელსაყრელი თარიღი სალონში წასასვლელად. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით თმის შეჭრისთვის სასურველ და არასასურველ დღეებზე ივლისში.

2022 წლის მთვარის კალენდარი

ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის შესაფერისი დღის არჩევა გავლენას ახდენს პროცედურის შედეგზე და შეუძლია მომავალზე ზემოქმედება. ზოგი თვლის, რომ ხელსაყრელ დღეს თმის შეჭრა დაეხმარება გამდიდრებაში. შეიძლება ასეც არის, რადგან მთვარის კალენდარი შეიქმნა მთვარის ფაზებისა და თმაზე მათი გავლენის გათვალისწინებით. ვნახოთ როდის უნდა დავნიშნოთ სტილისტთან შეხვედრა.

სასურველი დღეები თმის შესაჭრელად – თმის შეჭრისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 3 და 29 ივლისი. ამ დღეს შეჭრილი თმა სქელი და ჯანსაღი გახდება. შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი თქვენს საყვარელ ოსტატთან ახლავე. ასევე, კარგი დღეები იქნება: 1, 3-5, 7, 20, 22 და 30 ივლისი. ამ დღეებში უკეთესი იქნება ვარცხნილობის შესწორება, ეს სარგებელს მოუტანს თმას. თუ გსურთ თმის გამაგრება, მაშინ სალონში 13 ან 21 ივლისს მიბრძანდით.ვისაც თმის შეღებვა სურს, საუკეთესოა დღეებია 3, 5, 13, 21-23 ივლისი. ყველაფერი კარგად გამოვა და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თუ თქვენ გეგმავთ თმის დახვევის, ან  სხვა მსგავსი პროცედურის გავლას, მაშინ უმჯობესია დაგეგმოთ 5, 13 ან 25 ივლისი. თუ გსურთ მკვეთრი ცვლილებები, მაშინ 13-ში ჩაეწერეთ სტილისტთან.

თუ თმას 1 ივლისს შეიჭრით, გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ასტროლოგები. თუ არის შანსი, მაშინ რატომ არ უნდა სცადოთ? ასევე, 3 და 21 რიცხვში თმის შეჭრამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოგების ზრდას. თუმცა, ეს დღეები არც ისე ძლიერია.თუ წამწამებზე,  ან წარბებზე გსურთ რაიმე პროცედურის გაკეთება, მაშინ უმჯობესია დანიშნოთ ვიზიტი 3, 5, 13 და 21-23 რიცხვში. მათთვის, ვისაც არასასურველი თმის მოშორება სურს, 14- 27 ივლისი შესაფერისი თარიღებია.

არასასურველი დღეები თმის შესაჭრელად – თმის შეჭრისთვის ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი დღეებია 8, 14, 17 და 27 ივლისი. ამ დღეებში კატეგორიულად არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა. 8 ივლისს თმის ვარცხნილობის შეცვლა ძალიან სარისკოა, შეიძლება შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ. 17 ივლისი ძალიან საშიში დღეა თმის შეჭრისთვის, რადგან თმა შეიძლება გახდეს მტვრევადი და ქერტლიც კი გამოჩნდეს. ასე რომ, ამ დღეებში უმჯობესია სალონებს გვერდი აუაროთ.

ყველა დანარჩენი დღე ნეიტრალურია. თმის შეჭრა არანაირად არ იმოქმედებს თქვენს ცხოვრებასა და თმის ხარისხზე. ივლისში საკმარისია ხელსაყრელი დღეები თმის შეჭრისთვის, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი სტილისტთან. ვიმედოვნებთ, რომ თმის შეჭრის კალენდარი 2022 წლის ივლისისთვის დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა.

წარმატებებს გისურვებთ თქვენი სტილის პოვნაში! გაგვიზიარეთ კომენტარებში, რამდენად აქცევთ ყურადღებას მთვარის კალენდარს სალონში წასვლამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს