დედამთილმა ხველის სამკურნალო უნიკალური რეცეპტი მასწავლა.

3564

ჩემს 13 წლის გოგონას ბოლო დროს გაცივებისას ძლიერი ხველა ეწყებოდა. ექიმები ძვირად ღირებულ წამლებს უნიშნავდნენ, მაგრამ ბავშვს არაფერი შველოდა. ჩემმა მეუღლემ გაიხსენა, რომ ბავშვობაში ხველის დროს დედა რაღაც გემრიელ წამალს ასმევდა, მაგრამ რას – ზუსტად არ იცოდა. მაშინვე დავურეკე დედამთილს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ძალიან უყვარს ხალხური რეცეპტებით მკურნალობა. მან მასწავლა მართლაც უებარი საშუალება.

აი ხველის წამალიც:

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ – კარაქი ;
  • 2 კვერცხის გული;
  • 1 ს/კ – ხორბლის ფქვილი;
  • 2 ჩ/კ – თაფლი;
  • 1 ჩ/კ – წმინდად დაფქული ძირტკბილა.

მომზადების და გამოყენების წესი:

კარაქი, კვერცხის გული ( აუცილებლად ახალი, შინაური ) ხორბლის ფქვილი, თაფლი და ძირტკბილა ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წამალიც მზადაა. უნდა ასვათ ბავშვს თითო ჩ/კ ყოველ 3 საათში ერთხელ.
როგორც კი მივეცი ჩემს შვილს ეს წამალი, ხველამ უკლო და მალე სულ გაუარა. მკურნალობის დროს ბავშვს არ უნდა ასვათ რძე და არც რძის პროდუქტები მისცეთ, თურმე ისინი ორგანიზმში ლორწოს აგროვებს. ვისაც ვასწავლე ეს რეცეპტი, ყველა კმაყოფილია. გირჩევთ, თქვენც გამოიყენოთ.

ექიმის კომენტარი:

კვერცხის გულსა და ფქვილს ამოსახველებელი ეფექტი გააჩნია, თაფლი ხომ უნიკალური ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებაა. ძირტკბილა ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება ხველის სამკურნალოდ – მას ყველა ის ფარმაკოლოგიური ეფექტი აქვს, რომელიც სასუნთქი გზების ანთების მკურნალობისთვის არის საჭირო. ძირტკბილა ათხელებს ლორწოს, აცხრობს ანთებას, აქვს ამოსახველებელი ეფექტი. ასე რომ, რეცეპტის ყველა კომპონენტი ისეა შერჩეული, რომ გახანგრძლივებული ხველის დროს უთუოდ კარგ შედეგს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს