წნორის, იგივე თეთრი ტირიფის ქერქი, ფოთლები, ყვავილები ადამიანებისთვის სასარგებლოა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ბოლო დროს, მასზე როგორც ბიოენერგეტიკის წყაროზე ისე საუბრობენ. წნორს მწუხარების ხესაც უწოდებენ, რომელიც ადამიანის ტკივილსა და დაავადებას არა მხოლოდ თანაუგრძნობს, არამედ მის მდგომარეობას ამსუბუქებს. წვენის მოძრაობის წნორიდან ქერქს 3-4 ტოტთან ერთად იღებენ. დაიმახსოვრეთ, რომ ქერქი მოაშორეთ იმ წნორს, რომელიც წყალსატევიდან მოშორებით იზრდება. ხის ფესვები ყველაზე შორეულ წყლის ფენამდე აღწევს და თუ მტკივნეულად დაჭრით, წყალი „წავა“, გაქრება.
ხალხურ მედიცინაში წნორი სხვადასხვა ნევროზის, ნევრალგიის, რევმატიზმის, პოდაგრას, სურდოს, გასტრიტის, მალარიის, ნაწლავების ანთებითი დაავადების, ღვიძლის და ელენთას დაავადების, შარდსასქესო გზების ანთების დროს გამოიყენება.
წნორის ქერქის ნახარში პლევრიტის, ქრონიკული კოლიტის, ხოლო ხმელი ყვავილების ნაყენი ტაქიკარდიის დროს სასარგებლოა. ქერქის ფხვნილის მალამო ჭრილობებს და წყლულებს კურნავს. ქერქის ნახარშს ანგინის, სტომატიტის, გინგივიტის, პაროდონტოზის დროს პირში ივლებენ. თმის ცვენის დროს ნახარშს თავზე ივლებენ. ქერქის აბაზანა ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს რეკომენდებულია.
გთავაზობთ წნორის გამოყენების რამდენიმე რეცეპტს:
- პროსტატიტი. 2 ს/კ წვრილად დაქუცმაცებულ წნონის თხელ ტოტებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ. კურსი – 1 თვე. თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ გრძნობთ, მეორე ნახარშზე გადადით (მთრთოლავი ვერხვის ან თხილის ნაყენი სცადეთ, ან სხვა რეცეპტი გამოიყენეთ და ეფექტი მსხალიჭას და ცეცხლეკალას ნაყენებით გააძლიერეთ).
- ადნექსიტი. 2 ს/კ ქერქს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 5-6-ჯერ დალიეთ. ჩვეულებრივი კურსი 5-6 დღეს მოითხოვს, მაგრამ შეგიძლიათ 1 თვე გააგრძელოთ.
- ჩიყვი. ახალგაზრდა კვირტები დაწვით და კუთხეები (არა ნაცარი) შეაგროვეთ, ფხვნილის სახით დაფშვენით და ორმაგი პროპორციის თაფლს აურიეთ. 50 გრ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ, სანამ ბოლომდე არ დაამთავრებთ, შემდეგ მკურნალობის სხვა მეთოდზე გადადით. (ეს თირეოტოქსიკოზს ეხება)..
- თრომბოფლებიტი, ვარიკოზული გაფართოებული ვენები. ვედროში 250 გრ ქერქი ჩაყარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. 37 გრადუსამდე გააგრილეთ და თბილი აბაზანა 30 წუთის განმავლობაში მიიღეთ. ამის შემდეგ ფეხები დაასვენეთ. სასურველია რეზინის წინდები ჩაიცვათ. ასე სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.
- ტაქიკარდია, არითმია. „გულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მიმტყუნა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მცენარეებს ვიყენებდი და მათი წყალობით მეშვიდე ათწლეულს გადავაბიჯე. ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე სეირნობის დროს ტირიფის ხე დავინახე. მისმა სილამაზემ სუნთქვა შემიკრა. სამკურნალოდ რამდენიმე ყვავილის მოწყვეტა გადავწყვიტე. ხეს მივუახლოვდი და ფიქრებით ვილოცე: გასართობად არ მიმაქვს, არამედ ავადმყოფი ადამიანებისთვის. ახალი კვირტები შევაგროვე და იმ დღესვე არაყი დავასხი. 100 გრ ყვავილს 0,5 ლ არაყი სჭირდება. რა თქმა უნდა, მარაგის სახით უფრო მეტი გავაკეთე. 1 თვე დავაყენე და გადავწურე. ერთ ადამიანს სამკურნალო საშუალება დასჭირდა: მას ტაქიკარდია და არითმია აწუხებდა. 1 ბოთლი ნაყენი მივეცი და დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 კოვზ წყალთან ერთად 30-35 წვეთის დალევა ვურჩიე. კურსის გავლის შემდეგ ჩემი მადლიერი იყო. ერთ თვეში გაახალგაზრდავდა კიდეც და შემდეგი კურსისთვის ნაყენი კიდევ მთხოვა. ტირიფს მადლობა უნდა გადავუხადოთ“.
- გინეკოლოგიური დაავადება, სისხლდენა. ყველა სახის გინეკოლოგიური დაავადების, განსაკუთრებით სისხლდენის დროს, შემდეგი მეთოდი დაგეხმარებათ: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 5-6 საათით დააყენეთ (სასურველია, თერმოსში დააყენოთ). 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. საშვილოსნოდან უხვი სისხლდენის დროს 1 ს/კ ნაყენი დღეში 6-7-ჯერ დალიეთ.
- თითების გაშეშების, ასევე კისრის ტკივილის და რადიკულიტის დროს 1 ჩ/კ წვრილად დაქუცმაცებულ წნორის ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და გაგრილებამდე დააყენეთ. 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ დალიეთ.
- ხელების ოფლიანობა. 1 ჩ/კ ქერქის ფხვნილს 2 ჭიქა ცივი წყალი დაასხით და 8 საათით გააჩერეთ. ასეთ სითხეში დღეში რამდენჯერმე, 5-10 წუთით ხელები ჩადეთ, სანამ არ გამოჯანმრთელდებით.
- ჰიპოტონია. 1 ს/კ ქერქს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თერმოსში 6 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში 3 მიღებად გადაანაწილეთ. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ, როგორც მატონიზირებელი საშუალება არტერიული ჰიპოტენზიის დროს.
უკუჩვენება
თავის ტკივილის, ვასკულიტის, ნეიროდერმატიტის დროს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ეფექტური სხვა რეცეპტებიც არსებობს. უნდა ითქვას, რომ წნორი შეიძლება თქვენი მტერი გახდეს. მაგალითად, გულის ყველა დაავადებას მისი ყვავილებით ვერ განკურნავთ – ის ბრადიკარდიის დროს უკუჩვენებულია. ქერქის ნახარში ყაბზობის დროს კუჭს კიდევ უფრო ამყარებს. ქერქის ნახარში დალევა მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებული არაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: თეთრი ტირიფის სამკურნალო საშუალებები 16 წლამდე ბავშვებისთვის სურდოს, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების დროს არ შეიძლება, რადგან სალიცილატების (ტირიფში დიდი რაოდენობითაა) გამოყენებამ შეიძლება პოტენციური სასიკვდილო დაავადება, რეის სინდრომი გამოიწვიოს. ზოგადად, 12 წლამდე ბავშვებში ასპირინის გამოყენება რეკომენდებული არაა.
თეთრი ტირიფის გამოყენება ზამთრის ბალახის ზეთთან ერთად უკუჩვენებულია. ასპირინთან ერთად მისი მიღება არ შეიძლება. უნდა იცოდეთ, რომ სალიცილატი C ვიტამინს მარაგს წურავს – ტირიფის სამკურნალო საშუალებების მიღების დროს C ვიტამინი აქტიურად უნდა მიიღოთ.