რატომ ამატებენ შეფ მზარეულები ძმარს ბულიონში

355

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ურჩევენ პაციენტებს გაციების დროს, რაციონში ქათმის ბულიონის შეტანას? საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ხორცის ნახარში ხელს უწყობს ბრონქებში წარმოქმნილი ნახველის გათხელებას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. ბულიონში ძმრის დამატებით კი ორგანიზმს კიდევ უფრო დაეხმარებით. როგორ? ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.გამოცდილი დიასახლისები ამზადებენ ძვლის ბულიონს ამ შეუცვლელი ინგრედიენტის გამოყენებით. მათ კარგად იციან, რომ ვაშლის ძმარი არის პროდუქტი, რომელიც კერძს კიდევ უფრო ჯანსაღს გახდის.

რატომ უნდა დავამატოთ ძმარი ხორცის ნახარშში: სპეციალისტების რეკომენდაცია

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ძვლებიდან საკვები ნივთიერებების გამოსვლას. ამ ინგრედიენტის წყალობით, ნახარში 15-ჯერ უფრო მეტად იქნება გაჯერებული იქნება კალიუმით და მაგნიუმით. ეს არის საოცარი შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ 30 მლ. ძმრის დამატებით წვნიანში. გარდა ამისა, ეს რაოდენობა საკმარისია ცხოველის ან ფრინველის ძვლებიდან კოლაგენის უკეთ გამოსადევნად.ექსპერტების აზრით, ნახარშის მომზადების პროცესში თქვენ უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ნიუანსი: დუღილის დრო – თუ გსურთ მიიღოთ საკვები ნივთიერებების მაქსიმალური შემცველობის კერძი. მსუყე და გემრიელი ნახარშის მისაღებად, ადუღების შემდეგ ძვლიანი ხორცი დიდხანს უნდა ხარშოთ:

  •  ქათმის ძვლიანი ხორცი – 3-4 საათი
  • საქონლის ხორცი – 12-18 საათი

ძვლის ნახარშის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ძვლები
  • 3,5 ლიტრი წყალი
  • 30 მლ. ვაშლის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 ღერი როზმარინი

მომზადების წესი

  1. ქათმის ძვლები მოათავსეთ ქვაბში. გაფცქვენით ხახვი და სტაფილო. როზმარინთან ერთად დაამატეთ ძვლებს. დაასხით წყალი.
  2. მოაყარეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი. მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. დაასხით 30 მლ. ვაშლის ძმარი. აურიეთ და დატოვეთ 3-4 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაწუროთ მზა ნახარში და ისე დალიოთ.ამრიგად, საუკეთესო ნახარშის მისაღებად ადუღეთ კერძი რამდენიმე საათის განმავლობაში, არ დაგავიწყდეთ მასში ვაშლის ძმრის დამატება და თქვენი სხეული მადლობას გეტყვით. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს