როდესაც მსოფლიოში Covid-19-ის პანდემია მძვინვარებდა, გავბედე ჩემი სანუკვარი ოცნების ასრულება და ძაღლი შევიძინე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. აგატა მაბედნიერებს და მაცინებს, შემიყვარდა დილით ადრე გაღვიძება, ვუყურებ ჯერ კიდევ მძინარე ძაღლს, რომელიც ფუმფულა კუდს ზარმაცად იქნევს. მე ვიცოდი, რამდენი უნდა ისეირნონ ძაღლებმა და მხოლოდ ახლა მივხვდი, რა მაგარია გარეთ, ჰაერზე ყოფნა.აგატას უყვარს სეირნობა, განსაკუთრებით თუ გარეთ კარგი ამინდია. დიახ, ჩემი ძაღლი ცოტა ჯიუტია: თუ წვიმს ან, ღმერთმა არ ქნას თოვს, ის ვერანდაზეც კი არ გავა. დაბღვერილი შემომხედავს, თითქოს ამბობს: “შენ თუ გჭირდება, წადი სასეირნოდ. მე სახლში ვრჩებიო”მაგრამ არის ნიუანსი, რომლის რომლის შესახებ სასურველია იცოდეთ, სანამ გადაწყვეტთ გახდეთ ბედნიერი ძაღლის პატრონი. როდესაც შინაურ ცხოველს იყვანთ, პარალელურად ხვდებით უამრავ უცნობ ადამიანს, რომლებიც გახდებიან თქვენი ან თქვენი ძაღლის ნაცნობები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ასეთ ენთუზიასტებზე – ა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით და მთლად სერიოზულად ნუ მიიღებთ.
რამდენი ხანი უნდა ვასეირნოთ ძაღლი
- ეიჩარი. ეს ხალხი შეხვედრის დროს იქცევა ისე, როგორც ინტერვიუს დროს და მოგეთხოვებათ კითხვებზე პასუხის სწრაფად გაცემა. “სახელი? ბიჭია თუ გოგო? რამდენი წლისაა? ეს რა ჯიშია? დადიხართ გამოფენებზე? რატომ? სად იყიდეთ? რამდენად ხშირად გიწევთ გაკრეჭა? რას ჭამს?” გასაოცარია, რომ მთელი ეს ინტერვიუ ხდება ყველაზე უხერხულ მომენტებში, მაგალითად, როცა ასუფთავებთ დასვრილ ტერიტორიას, ან ცდილობთ საყელურის გამოხსნას.
- ბებია. სქესის მიუხედავად, დიალოგი აგებულია მხოლოდ ძაღლზე. ეს მოიცავს ყველანაირ საკითხს: “ვინ არის ეს, ასეთი კარგი?”, “აუ, რა ლამაზი ყურები გაქვს! “რა საყვარელი ხარ!”, “რა გქვია?” ხანდახან ძაღლის პატრონს ალმაცერად გადახედავენ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძაღლისგან ვერ მიიღებენ პასუხს კითხვებზე სახელის ან ჯიშის შესახებ.
- პანიკიორი. ის გხვდება შეშინებული სახით და ავრცელებს მითებს მეზობელზე, რომელიც განზრახ გეშავს თავის ფრანგულ ბულდოგს იორკებზე, ან ძაღლებზე მონადირე ბებიაზე, რომელიც ძაღლებს ნამცხვრებს სთავაზობს, რადგან აშკარად სურს მათი მოწამვლა. განსაკუთრებით რთულია ასეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა დილით, როცა ფეხები დადის, თვალები ღიაა, სინამდვილეში კი ჯერ გძინავს.
- ექსპერტი. მას ყველაზე კარგად ესმის, რა არის კონკრეტული ჯიშის სტანდარტები, იცის, როგორ განსაზღვროს პატრონის გარეგნობით, რამდენი ხანი სეირნობს დღეში ძაღლი, რას ჭამს და შეუძლია თუ არა ბრძანებების შესრულება. პრინციპში მან ყველაფერი იცის თქვენზე და თქვენს ძაღლზე, გადარწმუნებას არ ექვემდებარება. მან უკეთ იცის.
- მეძაღლე ძაღლის გარეშე. ისინი ძალიან ლამაზად იღიმიან. მათ იციან, რომ სანამ ძაღლს თავს დაესხმება მოსაფერებლად, ღირს ძაღლის პატრონს ჰკითხო, წინააღმდეგია თუ არა და უკბენს თუ არა ბეწვიანი მეგობარი. თუ ყველაფერი კარგადაა, ნელა უახლოვდება ძაღლს, იცავს მის საზღვრებს. ჩვეულებრივ, მოფერებისას ის საუბრობს ან თავის შინაურ ცხოველზე, რომელიც ამჯერად სახლში დარჩა, ან იმაზე, თუ რატომ ვერ ბედავს დროებით იყიდოს ეს ბედნიერება.
- მანიაკი ფოტოგრაფი. თავს წარმოაჩენს ძაღლის პატრონად ძაღლის გარეშე – კომუნიკაციის პირველ ნაწილში მაინც, შემდეგ ტელეფონებით შეიარაღებულები უახლოვდებიან ძაღლს და უკვე 4-5 სურათის გადაღების შემდეგ გეკითხებიან: “შეიძლება შენს პატარას სურათი გადავუღო?”
- ბავშვები. ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით, რომ ძაღლი სათამაშო არ არის და არ შეიძლება ყვირილითა და ჩახუტებით მასზე თავდასხმა, მით უმეტეს, თუ პირველად გხედავთ და არ გიცნობთ. ამასთან, საკუთარ უსაფრთხოებაზეც არ ფიქრობს.
ეს არის ჩემი დაკვირვების შედეგი ზოგიერთ ადამიანზე ძაღლის გასეირნების დროს. ახლა ზაფხულია, შეგიძლიათ ბევრი ისეირნოთ ფეხით , რადგან ამინდი საშუალებას იძლევა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ცხელა და აუცილებელია წყლის მიღება თქვენთვის და თქვენი შინაური ცხოველისთვის.ახლა ზუსტად ვიცი: რამდენი ძაღლიც დადის, ამდენი მშვენიერი ამბავი შეიძლება მოხდეს. გაგვიზიარეთ თქვენი თავგადასავლები ოთხფეხა მეგობრის გასეირნების დროს – ჩვენ სიამოვნებით შევავსებთ ჩვენს კოლექციებს თქვენი ისტორიებით.