აღმოვაჩინე გარგარის შარშანდელი მურაბა, 30 წუთში გამოვაცხვე ფუმფულა ორცხობილები

0
219

არაჟნითა და კარაქით ორცხობილების გამოცხობა მარტივი და სწრაფი ვარიანტია მიიღოთ არომატული დესერტი მომზადებაზე დიდი დროისა და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე.შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რამ გემოვნების და სურვილის მიხედვით, თუნდაც ძველი ჯემი. ჩემს შემთხვევაში გამოვიყენე გარგარი.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ორცხობილები ნახევარ საათში.

ორცხობილები არაჟნით

  • 6 ს/კ არაჟანი
  • 100 გრ. ჯემი
  • 30 გრ. შაქრის პუდრა
  • 200 გრ. კარაქი
  • 200 გრ. ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

  1. თასში აურიეთ დარბილებული კარაქი არაჟანთან ერთად.
  2.  ფქვილი გავცრათ, მოვაყაროთ მარილი და შეურიეთ არაჟანს და კარაქს.
  3. მოზილეთ რბილი ცომი. არ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე.
  4.  ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე. ცომი დაჭერით 5 სმ. კვადრატებად, ცენტრში მოათავსეთ ერთი ჩაის კოვზი ნებისმიერი ჯემი. გადაახვიეთ კონვერტივით.
  5. ფუნთუშები მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდდაფენილ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მზად არ იქნება.
  6.  სულ ესა არის, კონვერტები ჯემით მზადა არის! მოაყარეთ თავზე შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: ასეთი ორცხობილების გამოცხობა ჩემს შემთხვევაში მედიტაციას ჰგავს. მიყვარს ცომთან მუშაობა და უფრო მეტად მომწონს იმის ყურება, თუ როგორი სიამოვნებით მიირთმევენ ოჯახის წევრები.თქვენ როგორი შიგთავსით გიყვართ ორცხობილები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.