ყოველი მშობლის მოვალეობაა შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესოთი უზრუნველყოფამ, მაგრამ შეუძლია თუ არა ფულს ჩაანაცვლოს ბავშვებთან გატარებული დრო? შეუძლებელია ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა, მაგრამ პირველ რიგში, თქვენ უნდა დაინტერესდეთ თქვენი შვილების აზრით. სწორედ ამაზეა პაპარაცის დღევანდელი ამბავი.
ბავშვებთან გატარებული დრო ყველაზე ძვირფასია
ნელი მარტოხელა დედა იყო ორი შვილით, უფროსი 9 წლის იყო, ხოლო უმცროსი 3 წლის. მუშაობდა პატარა სუპერმარკეტის კულინარიულ განყოფილებაში. ხელფასი არაფერში ჰყოფნიდა და ამიტომ ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა დამატებითი ფულის საშოვნელად.ცოტა ხნის წინ ნელიმ ძირითადი სამუშაოს გარდა, დამლაგებლად დაიწყო მუშაობა შუახნის მეწარმის ბატონი დიმიტრი ბინაში. ის მეზობლად ცხოვრობდა და რემონტი ჰქონდა, ამიტომ უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი.მასთან მუშაობამ ნელის ფული კი მოუტანა, მაგრამ სანაცვლოდ თითქმის მთელი დრო წაართვა. ბავშვების აღზრდისთვის და მოფერებისთვის საერთოდ აღარ ეცალა.
იმისთვის, რომ ბავშვები სულ მარტო არ ყოფილიყვნენ, დედა მეზობელ ლალისთან ტოვებდა ხოლმე. არადა, ლალი მთლად კარგი ძიძა ვერ იყო. შეყვარებულთან რთულ ურთიერთობა ჰქონდა და თითქმის სულ სოციალურ ქსელში დაძვრებოდა და ცდილობდა გაერკვია, ჰქონდა თუ არა მას რომანი სხვასთან.მარის, უფროს გოგონას, არ მოსწონდა ლალისთან დარჩენა. გოგონას დედა ენატრებოდა და უნდოდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მასთან. მაგრამ ნელი ან მაღაზიაში მუშაობდა გვიანამდე, ან მეზობელი სახლის დასალაგებლად მიდიოდა…
გოგონა თავის ხელში იღებს ინიციატივას – ერთხელ მარი სკოლიდან ბრუნდებოდა. მან იცოდა, რომ დედა დილის ცვლაში იყო სუპერმარკეტში, რის შემდეგაც ბატონ დიმიტრისთან უნდა წასულიყო დასალაგებლად. გოგონას არ სურდა მეზობელ ლალისთან დარჩენა, დაურეკა და უთხრა, რომ მეგობართან წავიდოდა, სინამდვილეში კი სურდა დედის მონახულება …გოგონა ბატონი დიმიტრი ბინაში მივიდა. ის მარის იცნობდა, ამიტომ სახლში შეუშვა და დედის მოსვლამდე დარჩენის უფლება მისცა. თითო კი საქმეებზე წავიდა.მალე მოვიდა ნელიც. კარი გააღო დ მოულოდნელობისგან შეჰყვირა! მისი ქალიშვილმა გულმოდგინედ წმენდდა იატაკს დერეფანში!
- -ღმერთო ჩემო, რას აკეთებ აქ?
- -დედა, საშინლად მომენატრე! გადავწყვიტე დაგეხმარო დასუფთავებაში, რათა მეტი დრო გაატარო ჩემთან ერთად!ნელიმ საპასუხოდ ვერაფერი თქვა, მხოლოდ ძლიერად ჩაეხუტა ქალიშვილს და ცრემლები წამოუვიდა…
ზღაპრული დასასრული – ამბავი შეიძლებოდა ამით დასრულებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ, სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ბატონმა დიმიტრიმ გადაამოწმა საღამოს. მას გული აუჩუყა ოჯახურმა სცენამ და გადაწყვიტა დახმარებოდა მარტოხელა დედას. ის ფლობდა ნახევარფაბრიკატების რამდენიმე მაღაზიას და სამზარეულოსთვის სჭირდებოდა პასუხისმგებლიანი თანამშრომლები. ნელიმ კი თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინა და შეეძლო მისი ნდობა.შეთავაზებული ხელფასი ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სუპერმარკეტში. გარდა ამისა, იყო ნორმალური სამუშაო გრაფიკი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დედას საკმარისი დრო ექნებოდა ბავშვებზე ზრუნვისთვის.
ცხოვრებაში ყოველთვის არის ადგილი პატარა სასწაულისთვის. მაგრამ ეს სასწაული უნდა დაიმსახურო! თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.