პროდუქტები, რომლის გარეშე ცხოვრება უფრო ხანგრძლივი გახდება, მაგრამ მოწყენილი.

185

საჭმელში ზომიერების გრძნობა აუცილებელია, მითუმეტეს, თუ გსურთ ღირსეულად და ჯანმრთელად მიაღწიოთ ხანდაზმულ ასაკს. ზოგიერთ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხშირად ამბობენ, რომ ისინი ვიტამინების და საკვები ნივთიერებების საგანძურია. მაგრამ დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში პრობლემებს იწვევს.პაპარაცის რედაქცია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული საკვების მიღებისას გონივრული რაოდენობის დაცვა და გაგიზიარებთ გემრიელი მწვანე ჩაის მომზადების საიდუმლოს.

ზომიერების დაცვა

წითელი ხორცი – დოქტორი დიეგო დე ჟორგუი, ლიდსის უნივერსიტეტის გუნდის ხელმძღვანელი, 17 წელი ატარებდა კვლევას. მან დაადგინა, რომ წითელი ხორცის ჭარბი მოხმარება შეიძლება გახდეს უსიამოვნო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ ყველას გვახსოვს ჩედვიკ ბოუზმანი, შავი პანტერა მარველის ფილმებიდან. სწორედ მსგავსმა პრობლემებმა დააჩქარა მისი სხვა სამყაროში წასვლა.წითელი ხორცს მიეკუთვნება ღორის, ძროხის, ცხვრის, სუბპროდუქტები და ნახევარფაბრიკატები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთავარია ზომიერების დაცვა. თუ ზემოთ ჩამოთვლილ ხორცეულს მიირთმევთ არა უმეტეს კვირაში ერთისა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

შავი ქლიავი – ადამიანები, როგორც წესი, ორ კატეგორიად იყოფიან: მათ, ვისაც უყვარს ქლიავი და ამატებს ყველა კერძში, და მათ შვილები, რომლებმაც უკვე იმდენი მიირთვეს ეს ჩირი, რომ ახლა უბრალოდ ვერც იყურებიან მისი მიმართულებით. რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით, მოგვწერეთ.ყველამ იცის, თუ რამდენი დადებითი თვისება აქვს ქლიავის ჩირს, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ მისი კარგად გარეცხვა. იმისათვის, რომ ქლიავის ჩირს უფრო დიდხანს ჰქონდეს საბაზრო სახე, ამუშავებენ სპეციალური საშუალებებით. ამიტომ სასურველია არ მიირთვათ გაურეცხავი. გარდა ამისა, ქლიავის ჩირი საკმაოდ ტკბილია. დაიცავით ზომიერება და ის მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ.

ნიორი – ეს არის დაწყებითი კლასების მასწავლებლების საყვარელი საშუალება სხვადასხვა სეზონურ უსიამოვნებასთან. აიღეთ Kinder Surprise-ს კონტეინერი, წვრილად დაჭერით ერთი კბილი ნიორი, ჩადეთ შიგნით, გაუკეთეთ პატარა ხვრელები. არომატი წარმოუდგენელია, დააფრთხობს ვირუსებს!მიირთვით ერთი კბილი ნიორი ზამთარში ხალხმრავალ ადგილას გასვლამდე და შეგიძლიათ დატოვოთ ნიღაბი სახლში. მაგრამ დღეში ერთ თავზე მეტი ნივრის ჭამა არ არი სასურველი.

წვენები – აქ საუბარია არა ახლად გამოწურულ სმუზიზე და წვენებზე, არამედ შეძენილ პროდუქტებზე. მაღაზიაში ნაყიდი ხილის სასმელები ყოველთვის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. უმჯობესია იყიდოთ ახალი ვაშლი ან ფორთოხალი და გამოიყენოთ წვენსაწური, რომელსაც წლების განმავლობაში მტვერი ედებოდა თაროზე.

ნაყინი – ნაყინთან ძნელია ზომიერების გრძნობის შენარჩუნება, მითუმეტეს როცა გარეთ ტემპერატურა კონკურენციას უწევს შენს ასაკს. არსებობს გამოსავალი – ყურადღებით შეისწავლოთ ტკბილეულის შემადგენლობა. იდეალურია თუ შეიცავს მხოლოდ ძროხის ნატურალურ რძეს, კარაქს, კვერცხს, ან ნაღებს. თუ შემადგენლობაში ასეთი პროდუქტები არ არის, უმჯობესია მოამზადოთ სახლში.

მწვანე ჩაი – იდეალური კომპანიონი ორშაბათ დილისთვის. მითუმეტეს, თუ ყავა მოულოდნელად გაგითავდათ, ჩაი კი სადღაც ლამაზი თუნუქის ქილის ძირში იმალება. როგორც წინა ჩამონათვალში, დაიცავი გონივრული ლიმიტები.

გემრიელი ჩაის რეცეპტი

  1. უპირატესობა მიანიჭეთ მთლიანფოთლიან ჩაის.
  2. მოადუღეთ ჩაი ერთხელ და აუცილებლად დალიეთ მხოლოდ ახალი.
  3. დააკვირდით დუღილის ტემპერატურას, ოპტიმალურია 70-80°C (შეგიძლიათ მდუღარე წყალი გააცივოთ 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ დააყენოთ ჩაი).
  4. დააყენეთ ჩაი 2-3 წუთის განმავლობაში, მეტი არა, რადგან სასმელი მწარე იქნება.
  5. დაიცავით პროპორციები – იდეალურია 0,5 ჭიქა წყალზე 2 გრ. მწვანე ჩაის ფოთოლი.
  6. ჩაის მიირთვით ლამაზი ჭიქებით და თან ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა.

როგორც ხედავთ, მთავარია ყველაფერში ზომიერების დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვებას ეხება. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიბრძნეს და კარგ განწყობას! გელოდებით კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს