ნებისმიერი ადამიანი, ადრე თუ გვიან, ფიქრობს სიბერეზე. მახსენდება, როგორ წუხდა ბებიაჩემი 10-15 წლის წინ პენსიაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საცხოვრებელზე.
დღეს ჩვენ მოგიყვებით სამი ბებიის ისტორიას, რომლებმაც წინასწარ იზრუნეს თავიანთ სიბერეზე და საცხოვრებლად ძალიან პატარა, ბორბლებიან სახლებში გადავიდნენ.
ეს ქალი 72 წლისაა. ოდესღაც, მან გადაწყვიტა, რომ არასდროს წავიდოდა მოხუცებულთა სახლში. და, იმისათვის, რომ საკუთარ ოჯახს “ტვირთად არ დასწოლოდა”, არ ეხადა ბევრი კომუნალური მომსახურებისთვის, მან გაყიდა თავისი სახლი, სანაცვლოდ კი იყიდა პატარა ბორბლებიანი სახლი და იქ გადავიდა საცხოვრებლად.
მის მოკრძალებულ საცხოვრებელში ყველაფერია ნორმალური ცხოვრებისთვის: მცირე სამზარეულო ნიჟარით, გაერთიანებული მისაღებთან, საშხაპე, ნიჟარა და ტუალეტი.
საწოლი მეორე სართულზეა მოთავსებული, სამაგიეროდ, ამ სახლის მფლობელებმა ძალიან მოსახერხებელი კიბე გააკეთეს.
ხოლო ეს სახლი 60 წლის ქალს ეკუთვნის. იგი ინვალიდის ეტლით სარგებლობს.
მისი კომფორტისთვის შექმნეს მოსახერხებელი პანდუსი, რომელიც სახლში შესვლაში დაეხმარება. ასევე, სახლშიც მოწყობილია სპეციალური სავარძლიანი ამწე, რამდენადაც ბებიას ძალიან უყვარს სხვენში ძილი.
ჩვენი დღევანდელი სტატიის მესამე გმირმა, გარდა ბორბლებიანი სახლისა, შეიძინა ვერანდაც. მასზე კი ჰიდრომასაჟორული აბაზანა მოაწყო. ახლა დაქალები სულ მასთან მიდიან.
ხედავთ? პენსიაზე გასვლის შემდეგაც შეიძლება ცხოვრებით ტკბობა და ეს ქალბატონები ამის ნათელი მაგალითია.