ერთწუთიანი ტესტი, რომელიც ზუსტად მიგითითებთ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ახლავე.

1375

ჩემი დილა საკმაოდ უცნაურად დაიწყო. წავედი მასაჟისტთან. სიფრიფანა ქალმა კისერი და მხრები კარგად დამიმასაჟა. დაახლოებით ორი თვეა ტკივილები მაწუხებდა და ყურადღებას არ ვაქცევდი. შემდეგ კი დადგა მომენტი, როცა მკლავის განძრევაც კი არ შემეძლო ტკივილის გარეშე და სასწრაფო დახმარება დამჭირდა. რატომ გიყვებით ამას? იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენ უგულებელყოფთ ჩვენს პრობლემებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო მიხედვას. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ტესტს, რომელიც გეტყვით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლავე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ტესტი მარტივი გასაკეთებელია. შეხედეთ ამ ჭიქებს და აირჩიეთ ის, რომლის აღებაც გსურთ. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ აიღეთ ის, რაც პირველი შენიშნეთ. აირჩიეთ? მაშინ მოდით გავარკვიოთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

იისფერი ჭიქა – თუ პირველი ჭიქა აირჩიეთ, სასწრაფოდ ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. სადღაც რაღაც გტკივათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევთ. საკუთარ თავს ჰპირდებით, რომ მოგვიანებით გაარკვევთ მიზეზს. შემდეგ კი, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდება, რთულად უმკლავდებით შედეგებს. მარტივი მეგობრული რჩევა: დროულად წადით ექიმთან, თუ რამე გაწუხებთ, გაარკვიეთ რატომ.უმჯობესია პრევენციულად იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე, სანამ სერიოზული პრობლემები დადგება. ეს უფრო იაფი და ეფექტურია.

წითელი ჭიქა – ოჰო, ვიღაცამ მეორე ჭიქა აიღო! თქვენც ასევე გაქვთ რაღაც, რასაც დიდი ხანია უგულებელყოფთ – მშობლებთან, ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობა. ბევრისთვის ეს პრობლემური საკითხია. გაქვთ გამოუთქმელი წყენა და საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. არ არის აუცილებელი ჩხუბი და ყველაფრის პირში მიხლა, მაგრამ ურიგო არ იქნება გულწრფელი საუბარი.დამძიმებული ხართ იმით, რომ ახლობლებთან ვერ იხსნებით. თუ ეს  ასეა, სცადეთ გამოსწორება. მერწმუნეთ, ეს უფრო ადვილი იქნება. მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი შაბათ-კვირას, ეურთიერთეთ და ესაუბრეთ მათ. დაე ეს იყოს პირველი ნაბიჯი.

ცისფერი ჭიქა – ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერას. შესაძლოა, უკმაყოფილო ხართ თქვენი საქმით ან ძალიან გადაიღალეთ. ეს არის პრობლემა, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ადვილია გირჩიოთ თავი დაანებოთ საძულველ საქმეს, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია. თუ გრძნობთ, რომ გადაიწვით, ჯერ შვებულება სცადეთ.გაატარეთ ის მშვიდად და იფიქრეთ, საით წახვიდეთ შემდეგ. შესაძლოა დიდი ხანია გსურთ ახალი პროფესიის სწავლა ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. თუ არა, მაშინ იპოვეთ სხვა გზა, რომ დაისვენოთ სამსახურისგან. აირჩიე რამე ჰობი. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან.

ყვითელი ჭიქა – როგორც ჩანს, არ გამოგდით პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა. ზოგიერთი ოჯახური პრობლემის იგნორირება ძალიან ადვილია, თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევთ. თუმცა, ამან არავის მოუტანა სიკეთე.  წყენა გროვდება, მაგრამ ვერ გამოთქვამთ. დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი კატასტროფა.თუ რამე გაწუხებთ, მოუყევით თქვენს მეორე ნახევარს. პრობლემების მოგვარება სჯობს მანამდე, სანამ ვულკანივით ამოხეთქავს. დარწმუნებული ვარ, რომ გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში. თუ არა, მაშინ ხომ არ დადაგა დრო სხვადასხვა გზით წახვიდეთ?ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ცხოვრება ხშირად გვიქმნის უსიამოვნო სიურპრიზებს, მაგრამ მათი თავიდან აცილება შესაძლებელია. წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ რომელი ჭიქა აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს