ყოველდღიური კომფორტული ფეხსაცმელი ნამდვილი ხსნაა დაღლილი ფეხებისთვის. საბედნიეროდ, თანამედროვე ტენდენციები არც ისე მკაცრია, რომ ქუსლების მუდმივი ტარება მოითხოვოს. ამიტომ ვარსკვლავურ ქალბატონებსაც კი მოსწონთ დაბალძირიანი ფეხსაცმელები.
მოსახერხებელი, ყოველდღიური ფეხსაცმელი – ნუთუ, ქუსლები ახლა საერთოდ აღარ არის პოპულარული? ამაზე ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქუსლებმა ოდესმე დაკარგონ პოპულარობა, მაგრამ კომფორტული ფეხსაცმელი წარმატებით სჯობნის მათ. თანამედროვე საზოგადოება მოგიწოდებთ იყოთ საკუთარი თავი. გამოდის, რომ თუ ქალბატონები ატარებენ ქუსლიან ფეხსაცმელს, ეს კარგია. მაგრამ ასევე მშვენიერია, თუ ქალბატონებს აცვიათ სპორტული ფეხსაცმელი.ახლა არავის ეშინია ექსპერიმენტების. საქმიანი კოსტიუმი შეიძლება შეუთავსოთ სპორტულ კედებს, ხოლო გრძელი, ჰაეროვანი კაბა – მასიურ სპორტულ ფეხსაცმელს. მსოფლიოს ცნობილი ლამაზმანები ფლოსტებით დადიან და ამაზე საერთოდ არ ღელავენ. მაშ, როგორი ფეხსაცმელი გადასწევს წარმატებით თქვენს ქუსლიან ფეხსაცმელებს ტრენდული კვარცხლბეკიდან?
პირველ რიგში, კომფორტი – კომფორტული ფლოსტები წინა პლანზეა. მახსოვს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ასეთი ფეხსაცმლის ფუმფულა ვერსიების იყო ტრენდული და უფრო სახლის ფეხსაცმელს ჰგავდა. მიმდინარე ტენდენცია უფრო უნივერსალური და მშვიდია და ტყავის და ზამშის საფენები ბევრად იდეალურად გამოიყურება.ამ ბოლოს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ბირკენშტოკებმა. Birkenstock-ის ბრენდის ფეხსაცმელი არსებობს შორეული 2000-იანი წლებიდან და ახლა დაბრუნდნენ თავიანთი დიდების პიკზე. თუნდაც, საკმაოდ ექსცენტრიულად გამოიყურებოდეს, ეს არ აუარესებს მას. ჩვენ უკვე დავწერეთ ამ ფეხსაცმლის შესახებ, ასევე იმაზე, რომ მას უბრალოდ თაყვანს სცემენ ამერიკასა და მთელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
სპორტული სტილი – ასევე, კედები და ბოტასები. ქალბატონები წარმატებით ურევენ სპორტულ სტილს საქმიან ან ოფიციალურ ჩაცმულობას და ეს კარგად გამოსდით. წარმოუდგენელია თანამედროვე ქალბატონის გარდერობი შავი ან თეთრი სპორტული ფეხსაცმლის გარეშე, არც ფერადი იქნება ურიგო.ჩვენ გირჩევთ, უარი თქვათ კედების და ბოტასების მასიურ მოდელებზე. ამ ტენდენციამ უკვე ამოწურა თავისი თავი. ყურადღება მიაქციეთ უფრო კლასიკურ ვარიანტებს დახვეწილი ძირით, ზედმეტი მოცულობის გარეშე. თავად ბრენდებიც სთავაზობენ მომხმარებლებს უაღრესად ელეგანტურ და მიმზიდველ სპორტულ ფეხსაცმელს.
ღია ფეხსაცმელი – აქ ზომიერება დაიცავით: საუბარია ქალაქში ჩასაცმელ ფეხსაცმელზე და არა საზღვაო მოდაზე. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ ტყავის ვარიანტებს სტანდარტულ ფერებში. ასეთი ფლოსტების ჩაცმა სამსახურში არანაირი პრობლემა არ იქნება.წარმოუდგენელია ზაფხული სანდლების გარეშე. წელს პრიორიტეტულია მშვიდი, სხვადასხვა ფერის ასეთი ფეხსაცმელი, ტრენდულია დეკორაციის სიუხვეც.ყველასთვის საყვარელი ლოფერები ისევ აქტუალური რჩება. თუმცა, არა ყველა მოდელი. უპირატესობა მიანიჭეთ ფეხსაცმელს პერფორაციის გარეშე. ეს ტენდენცია დიდი ხანია დავიწყებას მიეცა და დაბრუნებას არ გეგმავს.დაჟინებით გირჩევთ, გამორიცხოთ თქვენი გარდერობიდან გადაჭარბებული დეკორაციის მქონე დაბალძირიანი ფეხსაცმელი. უპირატესობა მიანიჭეთ მინიმალისტურ დიზაინს, ყოველგვარი ბაფთების, თვლების, სტრაზების გარეშე. ახლა ეს, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, აღარ არის პოპულარული. ასევეა პატარა ქუსლი – არავითარ შემთხვევაში! ამ სეზონზე ლოფერები უნდა შეირჩეს მხოლოდ დაბალი ძირით.
რ იცით როგორ შეარჩიოთ საზაფხულო ფეხსაცმელი დაბალ ძირზე? დააკვირდით რა აცვიათ თქვენს ქალაქში ქალბატონებს და შეიგრძენით ადგილობრივი მოდის პულსი. ფეხსაცმელზე თანხის დაზოგვა არ არის რეკომენდებული. უმჯობესია იყიდოთ ერთი ხარისხიანი წყვილი და კომფორტულად გაატაროთ ზაფხული. თქვენ რომელ ფეხსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.