“როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს?”- ვკითხე ნაცნობ მეწაღეს, რადგან მსურდა ჩემი ფეხსაცმელი პირვანდელი სახით შემენარჩუნებინა.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაიზიარებთ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ თეთრი ფეხსაცმლის უნაკლოდ გარეცხვაში.
რითი გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი
შეიძლება თუ არა თეთრი ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა? დიახ, შეიძლება, მაგრამ არა ნებისმიერის. სპორტული, ხელოვნური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის გარეცხვა ნამდვილად შესაძლებელია.ამისათვის ფეხსაცმელი წინასწარ უნდა მოამზადოთ. გაასუფთავეთ ძირი – ამოიღეთ კენჭები და ქვიშა ღარებიდან. აუცილებელია მოაცილოთ თასმები და საფენები, თასმები ძველ წინდაში მოათავსეთ და დოლურაში შეაგდეთ. ძირები უმჯობესია ხელით გარეცხოთ, არ შეაგდოთ მანქანაში, რადგან დეფორმირდება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის სარეცხი ჩანთა ან ჩვეულებრივი ბალიშის პირი. შემდეგ გადადით თავად რეცხვაზე: ჩაასხით 6 სუფრის კოვზი მათეთრებელი ძირითადი სარეცხი განყოფილების უჯრაში, ჩამჯდარი ლაქები როგორც ძირზე, ასევე თავად ფეხსაცმელზე, უმჯობესია გარეცხვამდე ნახევარი საათით ადრე დაალბოთ. 0,5 ლიტრი მდუღარე წყალზე დაგჭირდებათ დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი მათეთრებელი.როდესაც წყალი გაცივდება, წაუსვით ის ღრუბლით დაბინძურებულ ადგილებში. მანქანის რეცხვის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსი უნდა იყოს, ბრუნი – 800. შეგახსენებთ, რომ ფეხსაცმელი სპეციალურ ჩანთაში, ან ბალიშის პირში უნდა მოათავსოთ.
ეს ყველაფერი, ვფიქრობ, გასაგებია და ახლა მოდით გადავიდეთ ხელით რეცხვის საშუალებებზე, რათა ფეხსაცმლის თეთრი ძირი სისუფთავით ანათებდეს.ყველაზე მარტივი გზაა კბილის პასტა. ახლა ალბათ ყველამ იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ მნიშვნელოვან პუნქტს: თუ არ გსურთ თქვენი სპორტული ფეხსაცმლის გაფუჭება, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კბილის პასტა, ფერის და მინარევების გარეშე.
კბილის ჯაგრისით წაუსვით პასტა დაბინძურებულ ადგილებზე, შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები ხელსახოცით.მეორე ასევე მარტივი და უვნებელი გზა არის სოდა. შეურიეთ ცოტა წყალი ფაფისებრი მასის მისაღებად. მიღებული ნაზავი წაუსვით ფეხსაცმელზე, გაიჩერეთ 15 წუთი და გარეცხეთ გამდინარე წყლით.
მიცელარული წყალი – თითქმის ყველა ქალს აქვს თავის კოსმეტიკურ არსენალში მიცელარული წყალი. ეს საშუალება შესანიშნავად ასრულებს არა მხოლოდ მაკიაჟს, არამედ ფეხსაცმლის ძირებზე ლაქებს. უბრალოდ დაასველეთ ბამბის ტამპონი მიცელარული წყლით და გაასუფთავეთ დაბინძურებული ადგილები.წყალბადის ზეჟანგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, როცა სიყვითლე ძირიდან ფეხსაცმელზე გადადის. ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაამატეთ ერთი ბოთლი წყალბადის ზეჟანგი და ამ ნარევში ჩაყარეთ ფეხსაცმელები. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით და რბილი ჯაგრისით.
თუ თეთრ ძირზე შავი ხაზები გაჩნდება, დაგეხმარებათ ჩვეულებრივი !საკანცელარიო საშლელი. უბრალოდ გაუსვით ფეხსაცმელს და ეგ არის ის. გამოიყენეთ მხოლოდ თეთრი საშლელი, რათა ფერადმა კვალი არ დატოვოს ფეხსაცმელზე.
რჩევა რედაქციისგან: თქვენ მოგწონთ თეთრი ფეხსაცმელები? როგორ ასუფთავებთ ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს? გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები კომენტარებში.