ყველა მშობელს სურს, რომ მისი ბავშვი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ბედი სხვაგვარად იქცევა.
2014 წელს პატარა გოგონამ ტუალეტში ყოფნის დროს გონება დაკარგა. ექიმებმა მომხდარის და მას შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებში გარკვევა მხოლოდ წლების შემდეგ შეძლეს.
ბოლო 4 წელია ბრუკ აბატი იმის გაგებას ცდილობდა, თუ მის ქალიშვილს, ჯეილას რა დაემართა. როცა 2014 წელს ჯეილამ გონება პირველად დაკარგა, ექიმებმა ეს ჩვეულებრივ ვირუსს მიაწერეს და გოგონა სახლში გაუშვეს. თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ გოგონა მუდმივად გონებას კარგავდა.
ბრუკმა გოგონა ექიმთან მიიყვანა და გულის შემოწმება გადაწყვიტა. ექიმებმა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და ნევროლოგიური გამოკვლევისთვის გაუშვეს. ამის შემდეგ ქალმა უკვე კარდიოლოგს მიმართა. ყველა ანალიზის შედეგით გოგონა ჯანმრთელი იყო, მაგრამ გონებას კვლავ კარგავდა.
„მას გონება შეიძლება ნებისმიერ წამს დაეკარგა. არ ვიცოდით, ეს როდის მოხდებოდა“ – ამბობს ბრუკი.
2016 წლის დასაწყისში ექიმებმა სპეციალური აპარატი დააყენეს, რომელიც ჯეილას გულის მუშაობას მონიტორინგს ჩაუტარებდა. ასე შესაძლო მიზეზების დადგენას ცდილობდნენ, მაგრამ ამას შედეგი არ ჰქონია.
ერთხელ ქალი ტელეფონზე საუბრობდა, როცა გოგონა მოვიდა და გონების დაკარგვამდე უთხრა: „უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ“.
„ისეთი შეშინებული ვიყავი. მომეჩვენა თითქოს მეუბნებოდა, რომ კვდებოდა“ – ამბობს ბრუკი. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ჯეილა ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მისვლამდე ბრუკმა ექიმს დაურეკა და გონების დაკარგვის შესახებ ამცნო.
გოგონას სინუსის დაავადების სინდრომი დაუდგინეს, რომლის დროსაც გული 5-6 წამით მუშაობას წყვეტს. ეს შეიძლება გულის ქსოვილის დაზიანებით იყოს გამოწვეული.
დიაგნოზის დასმის შემდეგ გოგონას მკურნალობა დაუნიშნეს. ბრუკი ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი გზაა, მაგრამ ქალიშვილის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს გააკეთებს.
„რწმენა, ლოცვა და ჩვენი გოგონას სიყვარული გვეხმარება, რომ არ დავნებდეთ“ – გვიზიარებს ბრუკი.