ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ხვდება უამრავი სტერეოტიპი და დაუსაბუთებელი წესი. ახლო ნათესავებიდან დაწყებული, მატარებელში შემთხვევითი თანამგზავრებით დამთავრებული, მზადაა ნებისმიერ მომენტში გითხრათ, რად არ შეუძლია ქალს მუშაობა, როდის სჭირდება ოჯახის შექმნა და რა თქმა უნდა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს. ასაკთან ერთად, ყველაფერი უფრო დამაბნეველი ხდება. ბევრი ფიქრობს, რომ მაკიაჟი 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს გულისხმობს. მაგრამ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ მაკიაჟის რომელი 5 ელემენტია აკრძალული სრულიად უსაფუძვლოდ.
მაკიაჟი 50 წლის ზემოთ: აკრძალვები
მაკიაჟის მრავალი ტექნიკა, ჩრდილები და სხვა ელემენტები შეიძლება ვინმესთვის სარისკო ჩანდეს. მაგრამ ეს უფრო მეტად ეხება გამოუცდელ ადამიანებს ან მათ, ვისაც არ აქვს დახვეწილი გემოვნება. სილამაზის გრძნობის მქონე ქალბატონებისთვის ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა.
წითელი და ვარდისფერი ჩრდილები – ბევრს ეჩვენება, რომ ასეთი ფერები თვალებს დაღლილს და ცრემლიანს გამოაჩენს. ამავდროულად, საკმაოდ ბევრია წითელი და ვარდისფერი ჩრდილების ტონი. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ კანის ფერს განაახლებს და მწვანე და ლურჯი თვალების მფლობელებს მთლიანად გარდაქმნიან.
ბრჭყვიალა ჩრდილები – აქ შედეგი დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. მაგალითად, მსხვილ გლითერებიანი ჩრდილები ნამდვილად ვერაფერს მოუტანს კარგს მოწიფული ქალბატონის იმიჯს. მათ შეუძლიათ თვალის გაღიზიანებაც კი გამოიწვიონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია შესაფერისი ვარიანტის პოვნა. პირიქით, აბრეშუმისებრი ბზინვარების მქონე პროდუქტებს შეუძლიათ კანის ვიზუალის გამოსწორება. ისინი ასევე მიანიჭებენ ქუთუთოს რბილ ხაზს.
წარბების შეღებვა – რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგიერთებს ისევ მიაჩნიათ, რომ ჭაღარა თმა სამარცხვინოა და ჭაღარა წარბები – მითუმეტეს. მთელ მსოფლიოში კი ვრცელდება ბუნებრივი ტენდენცია. ქალები ცდილობენ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი ბუნებრივი თვისებები და უპირატესობადაც კი აქციონ.პირადად ჩვენ ვთვლით, რომ ჭაღარა თმასთან ერთად ბუნებრივი ფერის წარბები ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე შემთხვევით შერჩეული ხელოვნური ფერი.
ფერუმარილი ყვრიმალებზე – იმისათვის, რომ ხაზგასმით გამოვკვეთოთ სახის თვისებები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩაცვივდა, ასაკოვან ქალბატონებს სთავაზობენ რუჟის გამოყენებას ჩვეულებრივზე ოდნავ მაღლა. ეს როგორც ჩანს, ვიზუალურად მაღლა წევს სახეს. თუმცა, უმჯობესია ფერუმარილის პირდაპირ ყვრიმალებზე წასმა. ვინაიდან ლოყები დროთა განმავლობაში კარგავს სისავსეს, მსუბუქი ფერის აქცენტი ხელს უწყობს ვიზუალურად მოცულობის გაზრდას და სახის გაახალგაზრდავებას.
ხელოვნური წამწამები – ხელოვნური წამწამები ჯერ კიდევ ასოცირდება არაბუნებრიობასთან და თვლიან, რომ არ შეეფერება ელეგანტურ, ასაკოვან ქალს. თუმცა სინამდვილეში, ხელოვნური წამწამი შესანიშნავად შეავსებს ელეგანტურ სახეს და თქვენს სადღესასწაულო მაკიაჟს უფრო ეფექტურს გახდის.
ასეთია სტერეოტიპები მაკიაჟის შესახებ 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!