სუპერ აგენტებზე ფილმების ყურებისას ჯეიმს ბონდის და მისი კოლეგების ტექნიკური არსენალით გაოცებული ვიყავით. ახლა კი პატარა კამერით ვერავის გააოცებთ. მისი შეძენა ნებისმიერს შეუძლია.
სამწუხაროდ, სუპერ აგენტების ერთგული დამხმარეები ჩვეულებრივი დამნაშავეებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ბოროტმზრახველს პატარა კამერის მოფარებულ ადგილას დამაგრებით შეუძლია მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს.
მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სურათზე ტანსაცმლის საკიდს შეხედეთ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკიდია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დამნაშავის მზაკვრული გეგმაც ცხადი გახდება.
ასეთ ეშმაკურ საკიდებს საზოგადოებრივ ტუალეტებში, სპორტული დარბაზის გამოსაცვლელ ოთახებსა და სასტუმროს ოთახებში ხშირად პოულობენ. მასში კი პატარა კამერაა დამალული, რომელსაც ბატარეა რამდენიმე საათით ყოფნის.
ადამიანები ჩვეულებრივ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევენ. გარყვნილებისთვის კი ეს ხელსაყრელია. ეშმაკი კრიმინალები ძალიან პატარა კამერების დიდ პარტიას ყიდულობენ და რომელიმეს დაკარგვა არ აშინებთ. ერთი მოწყობილობის ღირებულება მხოლოდ 10-12 დოლარია!
საკიდებში დამონტაჟებული კამერების გამყიდველების ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქცია სინამდვილეში ქურდების საწინააღმდეგოდ უნდა მუშაობდეს. კამერები, რომლებიც ხელით ირთვება, გამოადგება მათ, ვინც სახლს დიდი ხნით მარტო ტოვებს. სხვა კამერები მოძრაობაზე ავტომატურად ირთვება.
მსგავსი მოწყობილობის აღმოჩენა მარტივია, თუ იცით რას უყუროთ. პირველ რიგში, ჩვეულებრივ ორმაგი საკიდია. მეორე მხრივ, კედლიდან მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ. უკანა მხარეს კი USB-შესაერთებელს იპოვით, რომლითაც კამერის დატენვა ხდება.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ამ საკიდის მოწყობილობას უფრო დეტალურად გაეცნობით. წესრიგის დამცველები იმედოვნებენ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ბოროტმზრახველები სასტუმრო ოთახებსა და საზოგადოებრივ ტუალეტებში ადამიანებზე ჯაშუშობას ვეღარ შეძლებენ.
სამწუხაროდ, ნებისმიერი გამოგონება შეიძლება ბოროტებად იქცეს. კამერები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. თუმცა, ახლა კანონდამცველმა მოქალაქეებმა იციან, თუ ბოროტმოქმედს მოტყუების უფლება როგორ არ მისცეს. გაფრთხილებული ხართ, ანუ შეიარაღებული ხართ!