ჩვენ უკვე არაერთხელ გიამბეთ, თუ როგორ შეიძინეს ადამიანებმა ავტოფარეხი, კონტეინერი, სკოლის ავტობუსი და სახლად გადააკეთეს. თუმცა ასეთი რამის არსებობაზეც წარმოდგენა არ გვქონდა.
2002 წელს ბრიტანელებმა, იან ბოთომლიმ და სალი ონიონსმა, ნორტუმბერლენდის საგრაფოში ეკლესია შეიძინეს. შენობა ჯერ კიდევ 1790 წელს იყო აშენებული, ხოლო 1980 წლიდან კი ერთი მფლობელიდან მეორეს ხელში გადადიოდა, რადგან რესტავრაციაში დიდი ფულის დახარჯვა არავის სურდა.
რემონტის დროს შენობა ახალი ელექტრო სადენებით აღჭურვეს, იატაკზე გამათბობლები დააყენეს. თანამედროვე დიზაინერულ ნივთებს გვერდი არ აუარეს…
ამასთან იანმა და სალიმ ეკლესიის ორიგინალური მოწყობის დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლეს. მათ ახალ სახლში ნახავთ ძველ ვიტრაჟებს, თაღოვან ჭერს და ემბაზს, სადაც ადრე ბავშვებს ნათლავდნენ.
თუ ინტერიერი ოდნავ შეიცვალა, ექსტერიერი უცვლელი დარჩა. ასევე, ახალმა მფლობელებმა შენობის მახლობლად მდებარე საფლავის ქვებს ხელი არ ახლეს. სწორად მიხვდით, ეკლესიის ტერიტორიაზე სასაფლაოა.
სამზარეულოს ავეჯი ფიჭვის ხის მასალისგან დაამზადეს, რომელიც ადრე ეკლესიის სკამები იყო. ეჭვი მეპარება, რომ მსგავს რამეს ჩვენი მაცხოვრებლები დააფასებენ.
სხვათა შორის, იანი და სალი მზადაა სახლი 700 ათას ბრიტანულ ფუნტად გაყიდონ. მათი კოორდინაციები შეგიძლიათ ინტერნეტში იპოვოთ და სახლის დათვალიერებაზე შეთანხმდეთ.
თუ იდეა მოგეწონათ, ინგლისში შეგიძლიათ თამამად გაემგზავროთ.