უსიამოვნო სუნი ფეხსაცმელზე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყველას აქვს დღეები, როცა ხანგრძლივად უწევთ სიარული და ამის შემდეგ ფეხსაცმელი არ გამოსცემს სასიამოვნო არომატს. აქ მთავარი დამნაშავეები არია ბაქტერიები, რომლებიც ქმნიან ყოველივე ამას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციები და კარგია, რომ არსებობს შესანიშნავი გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხსაცმლიდან და დაიცვათ თავი ბაქტერიებისგან.
ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი
პრობლემა არ არის იშვიათი და ყოველთვის აქტუალურია. არსებობს მისი მოგვარების საკმარისი გზები ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის. არსებობს მრავალი მზა პროდუქტი, რომლითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პრობლემას: დეოდორანტები ფეხსაცმლისთვის, რომლებიც კარგად აშორებენ უსიამოვნო სუნს. ფრეშერები, რომლებსაც ასევე აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები.თუმცა, თუ არ გსურთ ყიდვა და ფულის დახარჯვა, ან უბრალოდ არ ხართ ქიმიური ნივთიერებების მოყვარული, გთავაზობთ შინაურ ალტერნატივებს. ამ იმპროვიზირებული საშუალებების დახმარებითაც მიიღებთ სასურველ შედეგს.
ძმარი – ძმარი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ფეხსაცმლის შიდა ნაწილი ძმარში დასველებული ქაღალდის ხელსახოცით უნდა გაიწმინდოთ, შემდეგ უბრალოდ უნდა დაელოდოთ გაშრობას. შეგიძლიათ ფეხსაცმლის შიგნით ჯერ ცოტაოდენი სოდა ჩაყაროთ, შემდეგ კი ძმარი მოასხათ. გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგი კლავს ბაქტერიებს. ასეთი პროცედურის შემდეგ, უმჯობესია ფეხსაცმლის გაშრობა და ვენტილაცია მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში.
ჩაი და ყავა – ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაი და ყავა როგორც ფრეშერი. ერთი მუჭა ყავის მარცვლები ჩაყარეთ თქვენს სპორტულ ფეხსაცმელში მთელი ღამით, ასევე, ჩაის პაკეტები კარგად შთანთქავს ტენიანობას და სუნს. დილით ფეხსაცმელი ახალივით იქნება!
სააფთიაქო საშუალებები – ფარმაცევტული პროდუქტები დაგეხმარებათ ბაქტერიებთან გამკლავებაში. პირველი წამალი ამ სიაში, რა თქმა უნდა, არის ალკოჰოლი. გამოიყენეთ ბამბის საფენი, რათა კარგად გაწმინდოთ ფეხსაცმლის მთელი შიდა ნაწილი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქლორჰექსიდინი. მას არ აქვს მძაფრი სუნი და ბაქტერიებსაც ანადგურებს. დამუშავების შემდეგ ფეხსაცმელი ჩადეთ პაკეტში რამდენიმე საათით. ამის შემდეგ გააშრეთ და შეგიძლიათ ჩაიცვათ.
უსიამოვნო სუნი და სოდა – ფეხსაცმლიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სუნის მოცილება, არამედ სისველის. ამისთვის შეგიძლიათ სპორტულ ფეხსაცმელში ჩაყაროთ ერთი კოვზი სოდა და მთელი ღამით დატოვოთ. დილით, უბრალოდ გადმოფერთხეთ, ან მტვერსასრუტით ამოიღეთ. სოდა შთანთქავს ტენიანობას, რომელშიც შეიძლება განვითარდეს ბაქტერიები.სოდა შეგიძლიათ ნეილონის წინდაში ჩაყაროთ და ისე ჩადოთ ფეხსაცმელში. ბავშვის ტალკს და აქტივირებულ ნახშირს ასევე აქვს ტენის შთანთქმის უნარი.
ყველა ეს მეთოდი კარგად მუშაობს და დაგეხმარებათ ფეხსაცმლის მოვლაში. თუ ეს ყველაფერი ვერ უშველის, მთლიანად უნდა გარეცხოთ თქვენი სპორტული ფეხსაცმელი ან შეცვალოთ საფენები, მაგრამ თუ რეგულარულად ზრუნავთ ფეხსაცმელზე, ამის გაკეთება არ დაგჭირდებათ.