ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც უფრო მეტად დაცულნი არიან ავი თვალისგან.

0
2588

“როგორ გავიგოთ, რომ გაგთვალეს?” ჰკითხა ჩემმა დამ მეზობელ ბებიას.” დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, თავს ცუდად ვგრძნობ, ფული კი წყალივით ქრება!”

როგორ მივხვდეთ, რომ გაგთვალეს – იქნება ეს ცეცხლის თუ მიწის ნიშანი… ისინი მეტად არიან დაცულები ბოროტი თვალისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ზოდიაქოს სამ ნიშანს.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის გათვალვაა შეუძლებელი.

ქალწული – ბევრი ქალწული დაბადებიდან პარანორმალური შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული. ისინი ადრეული ასაკიდანვე განსხვავდებიან თანატოლებისგან სერიოზულობითა და სიბრძნით. შეგიმჩნევიათ, რომ მათ მიერ ხმამაღლა ნათქვამი სურვილები აუცილებლად ხდება? ისინი ასევე შესანიშნავი მებაღეები არიან. რასაც მიწაში დარგავენ, ის აუცილებლად გაიხარებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახლო ურთიერთობა აქვთ ბუნებასთან. ქალწულების გულებში წარმოთქმულმა სიტყვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვებზე. თითქმის შეუძლებელია ასეთი ადამიანების გათვალვა!თუმცა, ეს ნიშნები ექვემდებარებიან ენერგეტიკულ დაზიანებას, თუ დაკარგავენ კავშირს ფესვებთან. სწორედ წარმომავლობა და ოჯახია მათი დაცვის გარანტია ბოროტი თვალისა და ზიანისგან.

მორიელი – მორიელები წყლის ელემენტს მიეკუთვნებიან. თუმცა, კირჩხიბებისა და თევზებისგან განსხვავებით, მორიელების წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტი მედიუმი, ეზოთერიკოსი და ნათელმხილველია. ისინი დაბადებიდანვე დაჯილდოვებულნი არიან ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალით და შესანიშნავი ინტუიციით.ამ ნიშანს ნაკლებად ეხება სხვა ადამიანების გავლენა, თავად მორიელი გათვალავს ნებისმიერს. თანდაყოლილი მაგიური დაცვა და ინტუიცია იცავს მათ ენერგეტიკული დაზიანების, ბოროტი თვალისა და სხვა არასასურველი გავლენისგან.მორიელებს ხელს უშლის გაზრდილი იმპულსურობა, ემოციურობა და ექსპრესიულობა. ამის გამო, ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, თუ ისინი დაუცველ ემოციურ მდგომარეობაში იქნებიან.

მშვილდოსანი – ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ თითქმის შეუძლებელია ამ ნიშნის წარმომადგენლების გათვალვა. მშვილდოსანი დაბადებიდან დაჯილდოებულია ძლიერი ენერგეტიკული დაცვით. ამავდროულად, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არც მაგია აინტერესებს და არც ეზოთერიზმი, რაც თანამოსაუბრეებს აჩვენებს, რომ ეს სისულელეა.თუმცა ეს შეხედულება ხელს არ უშლის მათ პარანორმალური შესაძლებლობების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაში, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე. ისინი სწრაფად აღადგენენ ენერგიას და იციან როგორ გადავიდნენ უარყოფითიდან პოზიტიურზე. მშვილდოსნები არ ჩერდებიან წყენასა და მძიმე ფიქრებზე. ამიტომაც, ნებისმიერი ნეგატივი მათთვის უვნებელია.

რჩევა რედაქციისგან: როგორ გავიგოთ, რომ გაგთვალეს? პირველ რიგში, ეს არის ხშირი ან მუდმივი მთქნარება. თუ თქვენს შეამჩნიეთ, რომ აშკარა მიზეზის გარეშე დაიწყეთ ძალიან ხშირად მთქნარება, მაშინ ეს, სავარაუდოდ, ბოროტი თვალის ან ენერგეტიკული დაზიანების ნიშანია. მეორე ნიშანი არის მუდმივი სიცხის ან სიცივის შეგრძნება.თუ გრძნობთ უმიზეზოდ სიცხეს ან სიცივეს, ესეც შეიძლება იყოს დაზიანების ან ბოროტი თვალის ნიშანი და ბოლოს – სასოწარკვეთისა და შიშის აუხსნელი და უმიზეზო განცდა. ბოროტი თვალით დაზიანებული, ან დაწყევლილი ადამიანები ხშირად გრძნობენ უმიზეზო შიშს ან სასოწარკვეთას.

ყველა ეს ნიშანი ზოდიაქოს თითქმის ყველა წარმომადგენელმა უნდა შეისწავლოს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამისა. ისინი თითქოს დამცავი გარსის ქვეშ არიან, მათ ვერაფერი ეხება.