მეუღლისთვის საიუბილეო საჩუქარი დასამახსოვრებელი უნდა იყოს. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი – ნიკა ამ საკითხს მთელი სერიოზულობით მიუდგა. თუმცა, არც საყვარელი დაივიწყა. ამის გამო ის გაება სერიოზულ ამბავში, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია. მას ჩვენი რჩევა სჭირდება!
საჩუქარი ცოლისთვის ქორწინების წლისთავზე
უკვე დიდი ხანია ვღალატობ ჩემს ცოლს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან გულწრფელად მიყვარს ჩემი ცოლი. საყვარელთან კი სხვა ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში არ მოსწონს მას, რომ იშვიათად მივდივარ, რადგან ბავშვი შეგვეძინა და სახლში უფრო საჭირო ვარ.
ჩემი მეუღლე საუკეთესო ადამიანია. ის არასდროს მსაყვედურობს და ყოველთვის ესმის ჩემი. არ ვიცი, როგორ შევძელი იდეალური ქმრის ამ ილუზიის შენარჩუნება.არც ისე დიდი ხნის წინ, ნატამ დამიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ვუყვარვარ, სურს, რომ ოჯახი დავტოვო და მასთან გადავიდე. ამის გაგონებაც კი არ მინდა, რადგან მამა გავხდი და ცოლ-შვილს ასე ვერ დავტოვებ.ნატამ დაიწყო მუქარა და შანტაჟი, რომ ჩემს ჩემს ცოლს ყველაფერს მოუყვებოდა. მისი შანტაჟის არ მეშინია, რადგან კონტროლის მექანიზმი მაქვს ის, რომ ჩემი ძმის კომპანიაში დავაწყებინე მუშაობა და თუ რამეს იტყვის, ყველაფერს დაკარგავს. ასე რომ, მაგის არ მეშინია.
ბედის შემობრუნება – ბოლო პერიოდში საყვარელთან ურთიერთობა დამეძაბა. მას ვჭირდები მთლიანად და არა კვირაში ერთხელ. მე კი მჭირდება ჩემი ოჯახი და მხოლოდ ხანდახან განტვირთვა. დაახლოებით ერთი თვე გავიდა ამ ამბებიდან და ნატა თითქოს დამშვიდდა. არ ვიცი, კონკრეტულად რამ იმოქმედა მასზე ასე, მაგრამ დიდად არც მაინტერესებდა.ერთ მშვენიერ მომენტამდე… ეს იყო ჩვენი ქორწინების წლისთავი. რესტორანში მაგიდა დავჯავშნე და ცოლისთვის ძვირადღირებული საყურეები ვიყიდე. როცა ჩემი ცოლი მოპირდაპირედ იჯდა მაგიდასთან, ყელზე კულონი შევნიშნე. ზუსტად ისეთივე, როგორი საყურეების მიცემასაც ვაპირებდი. ანუ, ერთი და იგივე ნაკრებიდან იყო!ადვილი შესამჩნევი იყო ჩემი განცვიფრება და ცოლმაც ჰკითხა: „ოჰ, შეამჩნიე ახალი კულონი? ის მშვენიერია! ნატამ მათხოვა დღევანდელი დღისთვის. გახსოვს, რომ გითხარი მშვენიერი ქალი გავიცანი-მეთქი? ჩვენ ისეთი კარგი მეგობრები გავხდით!”
ცივმა ოფლმა დამასხა. აი გველი! გადაწყვიტა ახლოს შემომიძვრეს და ჩემი ცოლის ნდობით ისარგებლოს! წარმოდგენა არ მქონდა, რომ მას შეეძლო ასეთი რამ. კულონი, რომელიც თიკოს კისერზე ეკიდა, ნატას ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ვაჩუქე. მომწონს, როცა ჩემი ქალები ბედნიერები არიან.ვხვდებოდი, რომ ცოლს ახლა თუ მივცემდი საყურეს კულონის ნაკრებიდან, შეიძლებოდა რაღაც ეეჭვა და მე არ ვიყავი მზად შემთხვევითობაზე მეთამაშა. იმ საღამოს მე და ჩემმა მეუღლემ მშვენიერი დრო გავატარეთ, მას არაფერი ეპარებოდა ეჭვი. მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა შემდეგ.
როგორ დაანგრია საჩუქარმა ოჯახი – მეორე დღესვე მივედი საყვარელთან საქმის გასარკვევად. მან მშვიდი ხმით მითხრა: „შენ არ გინდოდა ცოლთან ყველაფერი გეღიარებინა – გასაგებია. მაგრამ შენ არ აგიკრძალავს მისი გაცნობა და მასთან მეგობრობა. თიკო მშვენიერი ქალი აღმოჩნდა, მესმის რატომ არ გინდა მისი დატოვება. ასე რომ, გთხოვ, დამტოვე!”ამან კიდევ უფრო გამაბრაზა. სულელიც მიხვდება, რომ ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. ერთი კვირის შემდეგ თიკომ მითხრა, რომ სურდა ნატა დაეპატიჟებინა ჩვენს ოჯახურ ვახშამზე.ამაზე გაფიქრებაც კი ცუდად მხდის, მაგრამ ცოლს რომ მოვუყვე ყველაფერი, არ მაპატიებს. რა გავაკეთო?
რას გვასწავლის ეს ამბავი:როცა მამაკაცი საყვარელს იჩენს, მან უნდა გათვალოს, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ურთიერთობას. ყველა არ ითვალისწინებს შესაძლო რისკებს წინასწარ.
როგორ ფიქრობ, შეძლებს ნიკა ამ ლაბირინთიდან გამოძრომას? რა უნდა გააკეთოს ამისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.