ჩვენს დროში, როცა შესაძლებელია პრაქტიკულად ყველაფრის შეძენა, რაც სულსა და გულს გაუხარდება, ნებისმიერი მამაკაცისთვის განსაკუთრებულ სიამაყედ რჩება ის ნივთები, რომლებიც თავისი ხელებით გააკეთა. შესაძლოა, ხანდახან კარგად არ გამოსდით, თუმცა მთავარია მცდელობა.
მაგალითად, ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელმა, რომელზეც დღეს მოგიყვებით, გადაწყვიტა ჩვენთვის გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება სასადილო მაგიდის აწყობისა. უფრო სწორად, ადგილის, სადაც მთელი ოჯახი სიამოვნებით მიირთმევს საკვებს.
მამაკაცმა ჩათვალა, რომ მათი ძველი მაგიდა და სკამები მოსაწყენი იყო.
ჰოდა, აიღო ეს ყველაფერი, წაიღო ნაგავსაყრელზე და იქვე დატოვა. ისღა დარჩენია, ახალი სასადილო ააწყოს.
საქმე იწყება კედელზე ხის გრძელი დაფის მიმაგრებით.
თვითმჭრელების დახმარებით, მიმაგრდა დაფები, რომლებიც მომავალ დასაჯდომ ადგილებს წარმოქმნის.
თითოეული ადამიანისთვის დაახლოებით 0.5 მ სივრცე გამოიყო.
ვერტიკალური და ჰორიზონტალური საყრდენები უზრუნველყოფს კონსტრუქციისთვის საჭირო მხარდაჭერას.
თითოეული საყრდენი მიემაგრა როგორც იატაკს, იდე კედელსაც.
როცა ზემოდან თხელი ფიცრები დაიდო, მომავალმა ავეჯმა უკვე დასრულებული ფორმა მიიღო.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კომფორტის შესახებაც: მამაკაცმა დასაჯდომებს ზემოდან დააწება ქაფის ბალიშები.
ქალის მოხერხებული ხელების დახმარების გარეშე, არაფერს აქვს ხალისი – ცოლმა ამ ყველაფერს ლამაზი ქსოვილი შემოაკრა.
ძალიან მოსახერხებელი უნდა გამოვიდეს…
ახლა ეს ნამდვილად ჰგავს რაღაც რბილ დასაჯდომს.
რამდენიმე მსუბუქი კორექცია, რათა კონსტრუქცია კედელს მჭიდროდ მოერგოს.
ამ ავეჯმა ვენტილაციის ხვრელი დაფარა, თუმცა ეს გამოსწორებადია.
რამდენიმე მოქნილი მოძრაობა, და ჰაერი ისევ შემოაღწევს ოთახში.
ახლა ეს ადგილი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე მანამდე.
თეთრი პანელები ბალიშებს აკავებს.
კონტრასტისთვის, ოსტატმა ხის თეთრად შეღებვა გადაწყვიტა.
ესეც ახალი მაგიდა…
ახლა ოჯახი ყოველთვის დატკბება ერთად შეკრებით.