მოდური სპორტული ფეხსაცმელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა იმიჯის მშვენება. გასაკვირი არ არის, რომ ყველას აქვს გარდერობში ასეთი ფეხსაცმელი. ხშირად, ლამაზმანები უპირატესობას ანიჭებენ თეთრ სპორტულ ფეხსაცმელს. ის მართლაც უნივერსალურია, ოღონდ მალე ისვრება. რომელმა ფეხსაცმელმა შეიძლება ჩაანაცვლოს სპორტული ფეხსაცმელი არანაკლები წარმატებით, თან გამოიყურებოდეს ელეგანტურად და იყოს კომფორტული? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს.
მოდური კედები
თუ კედებისადმი თქვენი სიყვარული უკიდურესად ძლიერია, მაშინ არ არის აუცილებელი მათზე უარის თქმა. შეგიძლიათ მოიმარაგოთ არა მხოლოდ თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, არამედ მისი ფერადი ვერსიებიც. ისინი საინტერესო აქცენტს დაამატებენ თქვენს სტილს. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, ახლა საერთოდ აღარ არის აუცილებელი მკაცრი წესების დაცვა, როგორიცაა მაგალითად ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი.
თეთრი ფეხსაცმლის გადარჩენა-სოციალურ ქსელებში პოპულარობას იძენს ახალი ხრიკი, რომელიც მეორე სიცოცხლეს აძლევს თეთრ ბოტასებსა და კედებს. მისი სახელია ნატრიუმის პერკარბონატი ანუ ჟანგბადის ფხვნილი. ვიდეოზე ჩანს, რომ პროდუქტი აქტიურად მუშაობს ცხელ წყალში და ათეთრებს ქსოვილს. შეგიძლიათ სცადოთ პრობლემური ნივთების გასუფთავება. უბრალოდ ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული გამოყენების წესები. ხოლო იმისათვის, რომ დაიცვათ კანი პროდუქტის შესაძლო აგრესიული გავლენისგან, უმჯობესია იმუშაოთ ხელთათმანებით.
კარგი ალტერნატივა-მოდის მიმდევრების ფეხსაცმლის არსენალი არ არსებობს ლოფერებისა და “ბალეტკების” გარეშე. დიახ, წელს მივიწყებული “ბალეტკები” ბრუნდება. რაც ნიშნავს, რომ დაბალი ძირი, ან მინიმალური ქუსლი პოპულარობის პიკს დაუბრუნდა.როგორც ჩანს, მიუხედავად მოდის ტენდენციებისა, ლოფერები ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნადი. ის უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ სტუდენტების ან ოფისის თანამშრომლების ფეხსაცმელი. ლოფერი უნდა შეირჩეს თქვენი ტანსაცმლის ფერთა გამის მიხედვით. თუ ის პასტელის ფერებშია გაფორმებული, მაშინ ლოფერებიც მსგავს ფერში უნდა ჩაიცვათ
საზაფხულო ვერსია-ცხელ სეზონზე ღია ფეხსაცმლი დაგჭირდებათ აუცილებლად. ეს შეიძლება იყოს ფლოპები, ქალის ბირკენშტოკები… თანამედროვე მაღაზიების ასორტიმენტი ხანდახან იმდენად ფართოა, რომ თვალები გაგიფართოვდებათ. მიული წარმოუდგენლად პოპულარული იყო გასულ ზაფხულს და არც ახლა კარგავს საპატიო ადგილს. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ასეთი ფეხსაცმელი თქვენს გარდერობში ადგილს იპოვის, მაშინ შეარჩიეთ ფლოპები.
რითი შევცვალოთ მოდური კედები-ზაფხული საყვარელი სანდლების გარეშეც წარმოუდგენელია და უნივერსალური შავი ან თეთრი წყვილი გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. ის ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა სატარებელია, თუმცა ფული არ უნდა დაიშუროთ და მაღალი ხარისხის მასალა უნდა აირჩიოთ. უმჯობესია ნატურალური ტყავის და ფართო, კომფორტული თასმებით.
თეთრი მოდური კედები მართლაც უნივერსალურია. ის შესანიშნავად ეხამება ჰაეროვან კაბასაც და საქმიან იმიჯსაც. როგორი ფეხსაცმელი ჭარბობს თქვენს გარდერობში? მაღალი ქუსლები უფრო მოგწონთ, თუ დაბალი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაამრავალფეროვნოთ თანამედროვე ქალის გარდერობი.