ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო სურს, მაგრამ ხანდახან დაცვის ინსტიქტის გამო ძალიან შორს მიდის. დარწმუნებული ვართ, იცნობთ ზრდასრულებს, რომლებიც დედის თანხმობის გარეშე ვერაფერს წყვეტენ. რა თქმა უნდა, მშობლებზე ძვირფასი არავინაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დედობრივი ამოცანაა ასწავლოს ბავშვს იყოს დამოუკიდებელი, ჩამოყალიბდეს ცალკეულ თვითკმარ ადამიანად. ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ პრობლემის სათავეში დგას მშობლის გადაწყვეტილება, ბავშვმა დედასთან ერთად იძინოს თითქმის სრულწლოვანებამდე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთად ვიფიქროთ ამ საკითხზე.
ბავშვს სძინავს დედასთან ერთად
როდესაც ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოჰყავთ, რა თქმა უნდა, ბევრი მშობელი თავის საწოლში აძინებს. ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, ეს ხელს უწყობს ბავშვთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარებას და მეორეც, დედისთვის უფრო ადვილია ახალშობილის გამოკვება.გარდა ამისა, ამ გზით ახალშობილს უფრო ღრმად და მშვიდად სძინავს. 9 თვის განმავლობაში ის იყო დედის მუცელში, გარე სამყაროსგან დაცული და ამ სამყაროში მოსვლის შემდეგ, ის ხვდება ახალ სუნებსა და ხმებს. რთულია შეგუების პროცესი და როდესაც დედა და ნაზი ხელები ახლოს არის, ახალ პირობებთან ადაპტაცია უფრო ადვილია.
როდის უნდა გადავიყვანოთ ბავშვი ცალკე საწოლში-ბევრს სურს შვილის ჩვილობის პერიოდის გახანგრძლივება, მაგრამ ამ სინაზის ოკეანეში, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, მშობლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შვილებმა შეძლონ გაუმკლავდნენ ამ სამყაროს გამოწვევებს ჩვენს გარეშე. მაშინ, როდის უნდა გადავიყვანოთ ბავშვი ცალკე საწოლში?ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ მშობლებთან ერთად ძილზე უარის თქმის ოპტიმალური ასაკი 2 წლამდეა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც შესაძლებელია დაიშვას. არ იქნება სწორი ბავშვის ცალკე საწოლში დატოვება, როცა ის ავად არის, ან კბილების ამოსდის, ან ხდება ადაპტაცია ახალ ადგილთან ან ახალ საცხოვრებელ პირობებთან.
ცალკე საწოლში გადაყვანა-იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ შეუფერხებლად გადაიდგას, ბავშვის ცალკე დაძინების დასაწყისი დღესასწაულად აქციეთ. ერთად შეარჩიეთ საწოლი, რომელშიც ის მაქსიმალურად კომფორტულად იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ხალისიანი თეთრეული. შეგიძლიათ ბავშვს პატარა მცველი მისცეთ – ეს შეიძლება იყოს საყვარელი მულტფილმის პერსონაჟი ან პლუშის სათამაშო.უნდა აღნიშნოთ ცალკე საწოლში ძილის პირველი წარმატებული მცდელობა. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ რაიმე სახის სიურპრიზი ბავშვისთვის, რომ შეაქეთ ამ მართლაც სერიოზული ნაბიჯისთვის.
ალისია სილვერსტოუნი: “დღემდე ერთად გვძინავს”-საინტერესოა საპირისპირო მოსაზრებაც: რაც უფრო დიდხანს იძინებთ ბავშვთან, მით უფრო თავდაჯერებული გაიზრდება. მაგალითად, ალისია სილვერსტოუნი, ცნობილი ამერიკელი მსახიობი, თვლის, რომ დედასთან ძილი ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა და თავის ინსტაგრამის გვერდზე აღიარა: “მე და ბერის ისევ ერთად გვძინავს”. ბერი ბლუ ჯარეკი 11 წლისაა!ვარსკვლავი დედა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან თუ ძველად ადამიანები აიძულებდნენ შვილებს ცალკე დაეძინათ, მაშინ, ბავშვები დილით ან დახვდებოდათ, ან არა იმის გამო, რომ ირგვლივ ბევრი გარეული ცხოველი იყო და მზად იყვნენ უყურადღებო მშობლების შთამომავლობა გაენადგურებინათ. ახლანდელ დროში კი ჩვენმა შვილებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ გვერდით.
ნამდვილად პრობლემაა, თუ ფსიქოლოგების ხრიკები-სინამდვილეში, ადვილია ადამიანის წარუმატებელი სიმწიფის დაკავშირება საკუთარ საწოლში დროულად გადასვლასთან. თუმცა, ჩვენს პლანეტაზე ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს პირობები ბავშვისთვის ცალკე ძილის უზრუნველსაყოფად და არა მხოლოდ მაღალი შობადობის მქონე ქვეყნებში. ცხოვრება ზოგჯერ მოულოდნელად ცვლის თქვენს თავდაპირველ გეგმებსა და სურვილებს. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას და თუ ოჯახში ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, მაშინ რატომაც არა?მთავარი ის არის, რომ საბოლოოდ ყველას ქონდეს საშუალება, კარგად დაიძინოს, დაისვენოს და დაიმუხტოს ახალი დღისთვის. და შეიძლება გაიზარდო დამოუკიდებელ ადამიანად, იმისდა მიუხედავად, იძინებ დედასთან ერთ საწოლში 11 წლამდე, თუ სამი წლიდან ცალკე ოთახში გადადიხარ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტკბილ ძილს გისურვებთ თქვენ და თქვენს შვილებს. ველოდებით თქვენს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებში.