დგება დრო, როცა შვილები იზრდებიან და ტოვებენ მშობლის ბუდეს. თითქოს, მშობლის მოვალეობა შესრულდა, ბავშვების აღზრდის ტიტანური საქმე დასრულდა და ახლა შეგიძლია იცხოვრო საკუთარი სიამოვნებისთვისაც, მაგრამ ხდება ისე, რომ ზრდასრული შვილების პრობლემები ამ დროს კი არ ქრება, მწვავდება. ადრეულ ასაკში აღზრდისას დაშვებული შეცდომები უცვლელად ეწევა მშობლებს სიბერეში. ბავშვები ხანდახან არ იზრდებიან ისეთი ღირსეული ადამიანები, როგორც მშობლებს სურთ.
ზრდასრული შვილების პრობლემები
ადამიანები ფრთხილად ეპყრობიან თავის მობილურს, თუ იციან, რომ ის მყიფე ნივთია და უხერხული დაცემით, ან სითხის ოდნავი შეღწევით ადვილად გაფუჭდება. მაგრამ თუ სმარტფონის მფლობელმა იცია, რომ ის დარტყმაგამძლეა, ის აღარ უფრთხილდება მას.იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაშიც. თუ მშობლები მკაფიოდ არ გაავლებენ ნებადართულ საზღვრებს, შვილები ცუდად ისარგებლებენ ამით. თუ ცუდ ხასიათზე ხარ და დედას უხეშად მოექეცი, ის გაგიგებს და გაპატიებს, მაგრამ რა ხდება მის გულში ამ დროს? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გეტყვით, რისი მოთმენა არ შეიძლება ზრდასრული შვილებისგან და რაზე უნდა გქონდეთ რეაგირება მაშინვე, რათა მოგვიანებით ეს არ გახდეს მტკივნეული და შეურაცხმყოფელი.
უპატივცემულო ურთიერთობა-მშობლები ხშირად იჩენენ უპირობო სიყვარულს და ქრისტიანულ მოთმინებას შვილების ქცევის მიმართ, მაგრამ თუ ძალიან შორს წახვალთ, ეს გავლენას მოახდენს როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე, ასევე თავად ბავშვის ხასიათზე.თქვენს შვილს ჩამოუყალიბდა დამოკიდებულება მშობლის მიმართ, როგორც რბილი და უპრინციპო ადამიანის მიმართ. დედა ხარ: ყველაფერს აპატიებ, გაიგებ და ისევ აჭმევ და შეიცოდებ. დედის სიყვარული იმდენად უსაზღვროა, რომ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა, დედა ყოველთვის შენს გვერდით იქნება…
შანტაჟი სიყვარულით – „თუ გიყვარვარ, ჩემი ქმარი უნდა მიიღო. და თუ არა, მე და შენს შვილიშვილებს ვეღარ გვნახავ.” ”მამა, შენ მიყვარხარ, მიყიდე მანქანა! წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბრაზდები და წავალ!” – ზრდასრული ბავშვების ნაცნობი მანიპულაციები. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ბევრჯერ ნაპატიები ადამიანი საბოლოოდ შეგძულდება“. შვილები, რა თქმა უნდა, არ შეგძულდებათ, მაგრამ სიმწარე და წყენა ღრმად და დიდხანს დაისადგურებს თქვენს გულში.
თამაში მშობლის გრძნობებზე – ჩემმა მეგობარმა ქალიშვილი მარტომ, უმამოდ გაზარდა. მარტოხელა დედა ქალიშვილის წინაშე ყოველთვის თავს დამნაშავედ გრძნობდა და ნებისმიერ სურვილს და ახირებას უსრულებდა. გოგონამ არასდროს იცოდა რა იყო უარი და რა გამოვიდა? დედის ბრმა სიყვარულმა აღზარდა ეგოისტი და ბოროტი ადამიანი. მისი მადა ასაკთან ერთად იზრდებოდა. ქალიშვილი საერთოდ არ სცემდა პატივს დედას და აფასებდა იმას, რაც მისთვის გააკეთა. ხანდაზმულ ქალს ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები უფლებები ჰქონდა სახლში, პენსიას ართმევდა, სარეცხი მანქანით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა. ქალი ხშირად ტიროდა და ჩუმად ითმენდა. როდესაც დაბერდა, ის სრულიად ზედმეტი გახდა საკუთარი ქალიშვილისთვის. სწორედ დედამ გაზარდა ასეთი ურჩხული.
შენი – ნიშნავს ჩვენსას – ხანდახან ზრდასრულ შვილებს სჯერათ, რომ მათ აქვთ მშობლების სახლში არსებულ ყველა ნივთზე საკუთრების უფლება: ნივთები, კერძები, ტექნიკა… თუ რამე ნივთს დააზიანებს, ახლის ყიდვის ნაცვლად, უბრალოდ ივიწყებენ მის არსებობას.გასაგებია, რომ პატარა ბავშვებს უპირობოდ უნდა დაახარჯო საჭიროებისამებრ, მაგრამ სხვა საქმეა, როცა გაიზარდნენ და დამოუკიდებლები გახდნენ. ახლა არავის არავისი ვალი არ აქვს. თუმცა, ზოგიერთი ზრდასრული შვილი თვლის, რომ შეუძლია მშობელს გამოართვას ფული და არ დაუბრუნოს.არასოდეს მისცეთ უფლება ზრდასრულ შვილებს გააუფასურონ თქვენი პიროვნება. მათ არ უნდა მოგახვიონ თავზე თავიანთი ცხოვრების წესი, აუკრძალეთ კრიტიკა. თქვენ სრული უფლება გაქვთ უყუროთ სასურველ სატელევიზიო გადაცემებს, იკონტაქტოთ ახლობლებთან და შეუხამოთ ტანსაცმელი ერთმანეთს თქვენი გემოვნებით.
მხოლოდ პატივისცემა და მშობლებისადმი უსაზღვრო მადლიერება გახდის ოჯახს მეგობრულ და ერთიანს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ზრდასრულ შვილებთან? რას დაამატებდით ჩვენს სიას? გელოდებით კომენტარებში!